ბელარუსის ნაკრები მზადებას თვე-ნახევრით ადრე იწყებს

AutoSharing Option
ისევე, როგორც საქართველოსთვის, ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ისტორიულ მოვლენად შეიძლება იქცეს. 26 მარტს  "დინამო არენაზე" გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ევრო 2020-ის საგზურისთვის ითამაშებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს, ბელარუსის პრემიერლიგაში კი პაუზაა და შეჯიბრი გაზაფხულამდე არ განახლდება. მოთამაშეების ფორმაში შესაყვანად, "თეთრმა რუსებმა" ერთა ლიგის ნახევარფინალამდე 1,5 თვით ადრე დაიწყეს მზადება.

მიხეილ მარხელის შეგირდები 19 თებერვლიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იწყებენ შეკრებას.

ჩვენს მეტოქეს ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. პირველი
მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელსაც ქალაქ სარაჯაში დაუპირისპირდებიან. 24 თებერვალს ბელარუსები ბულგარეთს ესტუმრებიან და 26-ში კი სოფიაში, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მიხეილ მარხელმა შეკრებაზე ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები

  • ალექსანდრ გუტორი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • პაველ პავლიუჩენკო (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ პლოტნიკოვი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში

მცველები

  • სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ალექსანდრ პავლოვეცი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ შვეცოვი (მინსკის "დინამო")
  • კირილ პეჩენინი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
ნახევარდაცვა

  • სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნიხაიჩიკი (ბორისოვის "ბატე")
  • მიხაილ გორდეიჩუკი, რომან იუზეპჩუკი (ბრესტის "დინამო")
  • ნიკიტა კორზუნი ("ვილაფრანკენეშე")
  • იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ივან ბახარი (მინსკის "დინამო")
  • ევგენი იაბლონსკი (ბატე), ევგენი შევჩენკო (ბრესტის "დინამო"), ვლადისლავ კლიმოვიჩი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
თავდასხმა

  • დენის ლაპტევი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ სკავიში ("ბატე")
  • ვიტალი ლისაკოვიჩი ("შახტიორი")
  • ვსევოლოდ სადოვსკი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
მკითხველის კომენტარები / 25 /
მთავარია ჩვენი ბიჭები ჯამრთელად იყვნენ და თავიანთ გუნდებში ითამაშონ სტაბილურად... ეგენი როდის შეიკრიბებიან და რას იზამენ საერთოდ არაა საინტერესო. ყველა ნორმალური ნაკრები 1 კვირით ადრე იკრიბება. კლასით ბევრად აღვემატებით და დისიპლინაც ნორმალურ დონეზეა ჩვენ ნაკრებში.
გოგა
19:59 13-02-2020
2
ერთადერთი უპირატესობა გვაქვს მოთამაშეების მაღალი კლასი, თორემ როგორც გუნდი რომ ყველა გვჯობია მაგას რათუ უნდა ლაპარაკი, ნაკრებს არ აქვს არავითარი ტაქტიკა, კომბინაცია და სტრუქტურა, კუთხურების და აუტების ჩაწოდებაც არ აქვთ დამუშავებული. თბილისში, რომ არა ჩაკვეტაძის გაელვება ყაზახეთთან ვერც მოვიგებდით. ბელარუსი კი ყაზახეთზე უკეთესია
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული