ბელარუსის ნაკრები მზადებას თვე-ნახევრით ადრე იწყებს

AutoSharing Option
ისევე, როგორც საქართველოსთვის, ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ისტორიულ მოვლენად შეიძლება იქცეს. 26 მარტს  "დინამო არენაზე" გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ევრო 2020-ის საგზურისთვის ითამაშებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს, ბელარუსის პრემიერლიგაში კი პაუზაა და შეჯიბრი გაზაფხულამდე არ განახლდება. მოთამაშეების ფორმაში შესაყვანად, "თეთრმა რუსებმა" ერთა ლიგის ნახევარფინალამდე 1,5 თვით ადრე დაიწყეს მზადება.

მიხეილ მარხელის შეგირდები 19 თებერვლიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იწყებენ შეკრებას.

ჩვენს მეტოქეს ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. პირველი
მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელსაც ქალაქ სარაჯაში დაუპირისპირდებიან. 24 თებერვალს ბელარუსები ბულგარეთს ესტუმრებიან და 26-ში კი სოფიაში, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მიხეილ მარხელმა შეკრებაზე ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები

  • ალექსანდრ გუტორი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • პაველ პავლიუჩენკო (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ პლოტნიკოვი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში

მცველები

  • სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ალექსანდრ პავლოვეცი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ შვეცოვი (მინსკის "დინამო")
  • კირილ პეჩენინი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
ნახევარდაცვა

  • სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნიხაიჩიკი (ბორისოვის "ბატე")
  • მიხაილ გორდეიჩუკი, რომან იუზეპჩუკი (ბრესტის "დინამო")
  • ნიკიტა კორზუნი ("ვილაფრანკენეშე")
  • იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ივან ბახარი (მინსკის "დინამო")
  • ევგენი იაბლონსკი (ბატე), ევგენი შევჩენკო (ბრესტის "დინამო"), ვლადისლავ კლიმოვიჩი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
თავდასხმა

  • დენის ლაპტევი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ სკავიში ("ბატე")
  • ვიტალი ლისაკოვიჩი ("შახტიორი")
  • ვსევოლოდ სადოვსკი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
მკითხველის კომენტარები / 25 /
მთავარია ჩვენი ბიჭები ჯამრთელად იყვნენ და თავიანთ გუნდებში ითამაშონ სტაბილურად... ეგენი როდის შეიკრიბებიან და რას იზამენ საერთოდ არაა საინტერესო. ყველა ნორმალური ნაკრები 1 კვირით ადრე იკრიბება. კლასით ბევრად აღვემატებით და დისიპლინაც ნორმალურ დონეზეა ჩვენ ნაკრებში.
გოგა
13 თებერვალი 2020 19:59
2
ერთადერთი უპირატესობა გვაქვს მოთამაშეების მაღალი კლასი, თორემ როგორც გუნდი რომ ყველა გვჯობია მაგას რათუ უნდა ლაპარაკი, ნაკრებს არ აქვს არავითარი ტაქტიკა, კომბინაცია და სტრუქტურა, კუთხურების და აუტების ჩაწოდებაც არ აქვთ დამუშავებული. თბილისში, რომ არა ჩაკვეტაძის გაელვება ყაზახეთთან ვერც მოვიგებდით. ბელარუსი კი ყაზახეთზე უკეთესია
las
13 თებერვალი 2020 18:46
2
ყაზახები 3 თვით ადრე ემზადებოდნენ ;) მაგარი მკიდია მაგათი მომზადება, 2 თვეში თუ ფეხბურთს ისწავლიან არ ვიცი, :) მგონი ეგ ჩვენთვის უფრო კარგია დავაკვირდებით ყველა წვრილმანს :) აი ჩვენი ფეხბურთელები კი ისეთი არაპროგნეზირებადები არიან თავბრუ დაეხვევათთა 3-0 ვიგებთ ,,თეთრ რუსებთან '' აი ნახეთ!!!
შხამა
13 თებერვალი 2020 17:34
1
როგორც ჩვენთვის ასევე ბელარუსებისთვისაც შანსია ევროპაზე მოხვდნენ. ყველაფერს გააკეთებენ რომ კარგად მოემზადონ. მათი მთავარი ამოცანა იქნება გოლი არ გაუშვან, მკაცრი დაცვა და კონტრშეტევებზე თამაში. იმედი აქვთ რომ გავლენ.

მე პირიქით მგონია, თბილისში მათი შანსი მინიმალურია. მოტივირებულ ჩვენს ნაკრებთთან და სავსე ტრიბუნებთან ძალიან გაუჭირდებათ.
ქომაგი
13 თებერვალი 2020 16:50
1
რომ ამბობტ ბელარუსები თუ ახერებენ ჩვენ რატო ვერ ვახერხებთ ამხანაგურების ჩატარებასო, საქმე იმაშია რომ ბელარუსების 90პროცენტი ბელარუსის ჩენპიონატში თამაშობსდა ჩემპიონატი გვიან იწყებენ და აუცილებელია მათვის შეკრება. ჩვენების 99 პროცენტი უცხოეთში თამაშობს და ნაკრები როგორ უნდა შეიკრიბოს თუ სანაკრებო ფანჯარა არ არის რომელი კლუბი გამოუშვებს ფეხბურთელს. ეროვნული ლიგის ფეხბურტელებით შეკრებას რა აზრიაქ როცა არცერთი მათგანი მარტის თამაშებისთვის ნაკრებში არ იქნება
elsa
13 თებერვალი 2020 16:20
0
დიდი მადლობა, ელზა, გასაგებია. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ამართლებს ფედერაციას. თუმცა, ცოტა არ იყოს, მაინც ქართველების უდარდელობის ამბავი მაშინებს. ბელარუსები კი (როგორც ზოგადად "ჩრდილოელები") უკვე ზედმიწევნით ემზადებიან და დისციპლინას არ ღალატობენ. მთავარია ვერ გვაჯობონ ამის გამო. ჩვენებმა კი მაინც უფრო მეტი უნდა იაქტიურონ და აქედანვე!
gio
13 თებერვალი 2020 18:05
1
მე მგონი ბელარუსი თეთრ რუსს არ ნიშნავს, არამედ რომელიღაც ვიკინგური (ან გერმანული) ტომის სახელია-"ბელლ(ა)როსა". გაიხსენეთ -"ბარბაროსა". ან ვიღაც "როსს"ები რომლებიც რიურიკის ბელადობით ჩამოვიდნენ და არაფრისგან შეუქმნეს სამთავროები, რომელთაც შემდგომში "როს-ია" ეწოდა.
ara
13 თებერვალი 2020 16:19
3
გიო მეგობარო ლუკაშენკო ბელორუდიდ ტურრბს გადადებს მოიგონებს და დაამტკიცებს რა პრობლემაა:))და ამხანაგური თამაში მართლა ერთი საჭირო არი თან ჩვენზე სუსტ გუნდთან მაგაში გეთანხმები,დალშე გედერაცია ვერაფერს იზამს
L.J.
13 თებერვალი 2020 15:47
0
ფედერაციამ რა ქნას ნაკრებში რომელშიც თითქმის ყველა ლეგიონერია???ადარენ ბელარუსს ოთხი კაცი უყავს ლეგიონერი კაიტ რაა ნუ წაიღეთ ტვინი ერთი თამაში ერთი გინდი ერთი მოგენა ეგ გვინდა და არა ყველაფერში (დაუსაბუდებლად)გედერაციის ლამხღვა
L.J.
13 თებერვალი 2020 15:42
0
მაქვს კითხვა ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელობასთან - რატომ ხდება, რომ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (და ისტორიული!) მატჩის წინ, ჩვენს ნაკრებს ვერ დაუგეგმეს თუნდაც ერთი ამხანაგური შეხვედრა? ბელარუსი ხომ ახერხებს? ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ? თუ რამე სიურპრიზები გვაქვს და არ გვინდა, რომ ამხანაგურში გამოჩნდეს? აქედანვე ჩანს საქმისადმი დამოკიდებულება. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ფედერაციას!
gio
13 თებერვალი 2020 14:16
8
კომეტარებს თავალს რომ გადაავლებ მიხვდები რომ ქვეყანაში მოღალატეებმა მკვეთრად იმატეს. მე თქვენს ადგილზე რომ ვიყო, უცენზურო სიტყვებს კი არ დავბლოკავდი, მათ ვინც ჩვენს რწმენის და წინსვლის საწინააღმდეგო მოღალატე კომენტარებს აკეთებს მათ დავბლოკავდი. გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში და დაფიქრდეთ ამაზე. ვფიქრობ არც თქვენთვისაა სულ ერთი რომ მტრის მიერ გამოთქმულმა აზრებმა დემორალიზაცია გააკეთოს ხალხში.
G.LA
13 თებერვალი 2020 14:01
0
მე კი მგონია, რომ ამ უარყოფითი კომენტარების ავტორები უმეტესად ხელმოცარული და თავად დიდი არაფრის მაქნისი ხალხია, შედეგს რომ მუდამ სხვისგან ითხოვენ. მოღალატის იარლიყისთვის მაინც არავინ მემეტება, თუმცა კი ზოგი უკუღმართი საქციელი უნებლიე ღალატია მაინც.
ნაცარქექია
14 თებერვალი 2020 02:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული