ბელარუსის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქემ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში, ბელორუსის გუნდმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე - 1:0.

მატჩის ერთადერთი გოლი თამაშის 26-ე წუთზე ბორისოვის "ბატეს" შემტევმა ნეხაიჩიკმა გაიტანა. 58-ე წუთზე ასევე "ბატეს" ნახევარმცველმა დრაგუნმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ჩვენმა მეტოქემ უზბეკეთის წინააღმდეგ ამ შემადგენლობით ითამაშა:

პაველ პავლიუჩენკო (ბრესტის "დინამო"), სერგეი მატვიეჩიკი ("შახტიორი"), სერგეი პოლიტევიჩი ("შახტიორი"), ალეკსანდრ პავლოვეცი (ბრესტის "დინამო"), იგორ ბურკო ("შახტიორი"), მაკსიმ შვეცოვი (მინსკის "დინამო"), 90), ნიკიტა კორზუნი ("ვილაფრანკუენშე"), ვიტალი ლისაკოვიჩი ("შახტიორი"), 67), იური
კენდიში ("შახტიორი"), პაველ ნეხაიჩიკი ("ბატე"), სერგეი კარპოვიჩი ("ისლოჩი"), 90), სტანისლავ დრაგუნი ("ბატე"), ილია სტასევიჩი ("ბატე"), დმიტრი ლაპტევი (ბრესტის "დინამო"), დმიტრი პოდსტრელოვი ("შახტიორი"), 78)

შემდეგ მატჩს ბელორუსები 26 თებერვალს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩის ჩანაწერის ხილვა ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ.


Читать полностью: https://www.pressball.by/news/football/350486
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი სულ გაგიჟდნენ. ვის რაში ჭირდება ამხანაგურები როცა 1 თვეში უმნიშვნელოვანესი თამაში გაქვს? ზედმეტი ფრენა, დაღლილობა და კიდევ რა ვიცი რამდენი შარი ..... ბელარუსიის ფეხბურთის ფედერაცია აშკარა მტერია საკუთარი ნაკრების, რადგან საქართველოსთან მატჩის წინ გუნდს ამხანაგურ თამაშები უნიშნავს. ხმა ავიმაღლოთ ხალხო ჩვენი ბელარუსი მეგობრების დასაცავად!!!
დინამოელი
08:24 24-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული