ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.
ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:
"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25
წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.
მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."
ვინ ჩემი ფეხებია კოსოვო? ჩვენზე ბევრად სუსტია, დაცვაშიც და საერთოდ, კოსოვო ტოო? მაგათ უეჭველი მოუგებთ...
ამ გუნდით, რა გუნდიც ჩვენ გვყავს, ჩემ ფეხებს მოუგებთ... კოსოვო გავა ევროპაზე და დამსახურებულად, თუ!!! ვიმეორებ თუ! საწაული არ მოხდა, ან ეს სასწაული ჩვენ არ მოვახდინეთ.