ESPN-ის სურვილი თუ ვარაუდი - კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს

AutoSharing Option
ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.

ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:

"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25
წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.

მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."

alt[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

altსაქართველო-ბელარუსი: "წესრიგი ამარცხებს კლასს" - მეტოქის იმედი დ 7.4-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებს

მკითხველის კომენტარები / 39 /
ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს აქვს თავისი ძლიერი მხარე. აქ ბევრი აზრი გამოითქვა კოსოვოს ნაკრების სიძლიერის შესახებ და მართალიცაა, საკმაოდ დაბალანსებილი გუნდია. მაგრამ, ინგლისის ნაკრებთან ნაჩვენები თამაში ნამდვილაად არ წყვეტს მათ სასარგებლოდ ბევრს. ჯერ ერთი, იმ შეხვედრაში ინგლისის დაცვამ რაც ითამაშა, მხოლოდ კოსოვო კი არა მაკედონიაც გაუტანდა და ჩვენებიც, თანაც ისე, რომ იმ თამაშს ჩვენები არ წააგებდნენ. კოსოვომ საშინლად მოთამაშე ინგლისის დაცვას გაუტანა 3 გოლი (არ ვაკნინებ მათ ღვაწლს, მაგრამ ფაქტი ფაქტია) და მაინც დამარცხდა 5-3! ეს გუნდი იტანს მაგრამ საკმაოდაც უშვებს. ასე იყო ერთა ლიგის ჯგუფშიც. კოსოვომ ვერ გაუტანა გოლი აზებაიჯანს, ვერ მოუგო ფარერებს და გოლები გაუშვა მალტასთან და ფარერებთან. საპირწონედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებს ჰყავს საკმაოდ ძლიერი დაცვის რგოლი და საყრდენი ზონა, შეგვიძლია ვითამაშოთ ისეთი დაცვა, რომ გოლი ვერ გაგვიტანოს ესპანეთმა, ირლანდიამ, დანიამ... ჩვენი პრობლემა უფრო საგოლე მომენტების რეალიზებაშია, თავის დაცვა კი ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგად გამოსდის. ამ ოთხ ნაკრებს შორის ყველაზე უკეთესი შანსი ჩვენებს აქვთ, თბილისში საქართველოს ნებისმიერი ასეთი გუნდის დამარცხება შეუძლია. პირადად ჩემი აზრია, რომ მეორე წყვილიდან მაკედონია გავა, ნამდვილად არ არის აუტსაიდერი კოსოვოსთან და საკუთარი კედლების ფაქტორსაც აუცილებლად ბოლომდე გამოიყენებს.
ანესთეზეოლოგი
05 მარტი 2020 23:30
2
კარგია,ამას ვერაფერს დავუმატებ...ერთადერთი ვაისმა რამე თუ არ მიჰქარა.
emigranti
06 მარტი 2020 01:52
1
რა ურჩევნიათ და როგორ ურჩევნიათ იმათ სულ არაა ჩვენთვის საინტერესო. ჩვენ თუ არ მივეცით თამაში რა ძალით წაგვართმევენ? ისე საერთოდ არამგონია ამათმა მაკედონია გაიარონ. საქართველო მაკედონიას ვფიფქრობ ფინალს.
გოგა
05 მარტი 2020 21:14
2
ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.რა თქმა უნდა კარგი გუნდია კოსოვო, მაგრამ მაინც კოსოვოა და არა ესპანეთი და იტალია ან სხვა.საქართველო ცუდი გუნდი არ არის და მით უმეტეს თბილისსი და არამგონია აქ ფავორიტი სხვა იყოს
ნოდიკო
05 მარტი 2020 21:09
0
რაღაცა ძალიან დიდი პიარი აქვს ,,კოსოვოს''არადა არაფრით გამორჩეული გუნდი არაა.. რაიმე ჩათლახურ გეგმას ხომ არ ამზადებს უეფა და ფიფა მათ სასარგებლოდ? :( :(
მწარე
05 მარტი 2020 20:59
6
ძალიან, ძალიან ცუდი "სიმპტომია". ეს ისეთი სერიოზული გამოცემაა, ტყუილად არაფერს არ დაწერდა. ურჩევნიათ "დასავლეთის ნებიერა" კოსოვო გავიდეს ევროზე.
სანდრო
05 მარტი 2020 20:53
6
კოსოვო არა აჩმა
ნიკ
06 მარტი 2020 00:17
2
ჰოდა მოტო ტარჩებიან მასე პირდაღებულები..
ზესტაფდონი
05 მარტი 2020 21:08
0
კიდევ ერთხელ დავწერ,რომ კოსოვოს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს ამ ოთხეულში,აბა გადახედეთ სად თამაშობენ,ევროპის საფეხბურთო სკოლებში გაზრდილები არიან უმეტესობა,მაგრამ ყველაზე კარგი გუნდი ვინ იქნება მარტის ბოლოს გამოჩნდება.მხოლოდ კარგი ფეხბურთელი არაა საკმარისი,იმისათვის რომ მაგარი გუნდი გერქვას.ოცნების ახდენას გისურვებთ ქართველებო
საქართველო
06 მარტი 2020 06:52
0
მე ვთვლი, რომ მთავარია ბელარუსი გავიაროთ. რატომ? იმიტომ, რომ ფინალისთვის უკვე 10 დღის ნავარჯიშევი გუნდი გვეყოლება, უფრო შეთამაშებული.
ჰაჰა
05 მარტი 2020 22:32
1
ესპანეთს მოუგეთ ესპანეთში როცა ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო რათქმაუნდა ამხანაგული იყო შეხვედრა მაგრამ ყველა ზირიტადი თამაშობდა.. რაც შეხება კოსოვოს ამათ თუ ვერ ვაჯობეთ მაშინ არც არაფერი გვესაქმება ევროპაზე ...
reali
06 მარტი 2020 06:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული