"არასწორი ინფორმაციაა" - სფფ საქართველო-ბელარუსის უმაყურებლოდ ჩატარებას უარყოფს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის კორონავირუსის გამო ცარიელ ტრიბუნაზე გაიმართება.

აღნიშნულ ცნობას სოციალური ქსელის მეშვეობით სფფ-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ გიორგაძე გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"მეგობრებო, საქართველო-ბელარუსის თამაშთან დაკავშირებით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ, არასწორ ინფორმაციას ნუ აჰყვებით", - წერს გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
არ გადადებენ. უმაყურებლოდ ჩატარება ლოგიკურია, თუმცა, გულდასაწყვეტია ძაან
ჯერი
16:24 12-03-2020
2
იქნებ სფფ-მ მოახდინოს კოორდინაცია მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან და უეფას კოლექტიური თხოვნით მიმართონ რომ ეს თამაშები უმაყურებლოდ არ ჩატარდეს და დროებით გადაიდოს, ხოლო თუ მერეც იგივე ან უარესი იქნება, მაშინ რა გაეწყობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უეფას ეთხოვოს რომ 1 შანსი დაგვიტოვოს
qomagi
16:11 12-03-2020
0

სიახლეები პოპულარული