უთხარით უეფას "არა"! - მათი გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობაზე ფასეული არ არის...

AutoSharing Option
საქართველო-ბელარუსის მატჩის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კატეგორიული უარი განაცხადოს ამ მატჩის ჩატარებაზე.

გულშემატკივარს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მატჩი შეიძლება უმაყურებლოდ ჩატარდეს. თუმცა ამ შემთხვევაში სანახაობაზე მეტად უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ.

უეფა არის კომერციული ორგანიზაცია, რომლისთვისაც საფეხბურთო კალენდრის არევა დიდ ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება. ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად გაიტანონ თავიანთი აზრი და არ მისცენ პატარა ქვეყნებს საშუალება, რაიმე შეაცვლევინონ. ევროპის ჩემპიონატისთვის მონაწილე ნაკრებების სია მეტწილად დაკომპლექტებულია, მათთვის ამ სანაკრებო პაუზას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს. ხოლო იმ მატჩების
გადადებამ, რომლებიც მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს, მათ შეიძლება ევრო 2020-ის გეგმები შეუცვალოს.

26 მარტს ჯამში ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის 8 მატჩია დაგეგმილი. სასურველია, მონაწილე ქვეყნების ფედერაციებმა ერთიანი უარი განაცხადონ მატჩების ჩატარებაზე, მინიმუმ, მასპინძლებმა გამოხატონ ამის მზაობა.

რატომ არის თბილისური მატჩის უმაყურებლოდაც გამართვა საშიში?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სრული უმრავლესობა ლეგიონერია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობს. ამ ფეხბურთელებს თბილისში ჩამოსასვლელად არაერთი დაბრკოლების გავლა მოუწევთ. პირველი ის, რომ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები მინიმალურია და მათ გადაჯდომით მოუწევთ სხვადასხვა აეროპორტის გავლა. აეროპორტში კი ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნის ხალხი მრავლად ირევა.

საიდან უნდა ჩამოვიდნენ ქართველი ფეხბურთელები?

  • ესპანეთი - 3146 დაინფიცირებული
  • ამერიკა - 1762 დაინფიცირებული
  • შვეიცარია - 868 დაინფიცირებული
  • შვედეთი - 687 დაინფიცირებული
  • დანია - 674 დაინფიცირებული
  • ჰოლანდია - 614 დაინფიცირებული
  • ბელგია - 399 დაინფიცირებული
  • ავსტრია - 361 დაინფიცირებული
  • და ა.შ.
ერთ ფეხბურთელსაც რომ სიცხე აღმოაჩნდეს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ის დაინფიცირებული არ იყოს, უნდა შემოწმდეს მთლიანი ნაკრები და თანამშრომლები. ამავდროულად, შეიძლება საჭირო გახდეს თვითიზოლაცია ან კარანტინი.

სრული აბსურდია ამ პირობებში ამ მატჩის მაყურებლით ან უმაყურებლოდ ჩატარება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს მთავრობამ ნებისმიერი სახით მატჩის ჩატარებაზე უარი უნდა თქვას და მოითხოვონ გადადება. უეფას სურვილები პიროვნებების ჯანმრთელობის წინ არ უნდა დადგეს.

უკვე გვაქვს მსოფლიოში შემთხვევები, რომ კორონავირუსისგან არავინ არის დაზღვეული.

მკითხველის კომენტარები / 34 /
სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები,პანდემია გამოცხადდა საქმე სერიოზულადაა,უარი ვთქვად ძალით.ვერ ჩაგვატარებინებენ.
გოჩა
13 მარტი 2020 10:51
3
სტატიას არ კითხულობთ და ისე წერთ კომენტარს? მარტო მაყურებლის უსაფრთხოებაზეა მანდ ლაპარაკი?
martlaa-ს
13 მარტი 2020 11:27
3
მართლაა. ძალით ვერ ჩაგვატარებიებენ? ხო, უბრალოდ დისკვალიფიკაციას მოგვცემენ. ხომ ვიცით წინასწარ, რომ მოითხოვენ მატჩის უმაყურებლოს ჩატარებას? ამას ჯობია, ჟურნალისტები, ვეტერანები და ე.წ. ფანების ნაწილი შეუშვან. რომლებიც დაიცავენ უსაფრთხოების წესებს. პირბადე, დასხდომა ერთმანეთისგან 2-3 მეტრის დაშორებით, სადეზინფექციო საშუალებების ქონა, ტემპერატურის შემოწმება.
martlaaa
13 მარტი 2020 11:02
12
ყველა გამოხმაურება
ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა მატჩის გადატანა. ამდენი ქვეყნებიდან ფეხბურთელების უსაფრთხო ჩამოყვანა დღევანდელი მდგომარეობით შუძლებელია და 26-ისთვის კიდევ რა იქნება კაცმა არ იცის. ამიტომ მგონია, სწორი იქნება ფედერაციამ კიდევ ერთი წერილი გაუგზავნოს უეფას მტკიცებულებებით, რომ თამაში უნდა იქნეს გადატანილი.
გიზოგ
13 მარტი 2020 11:08
2
ბიჭო, სად და როდის უნდა გადაიტანონ?!
აპრილში და მაისში რა გარანტია გაქვს, რომ უკეთესი ვითარება გექნება?!
ისტორია
13 მარტი 2020 12:31
10
ყველაზე ლოგიკურია მატჩის მაისის თვეში გადატანა... იმედია ესეც იქნება!!!
tngh
13 მარტი 2020 11:48
1
თუ არ გექნება უკეთესი სიტუაცია აპრილში და მაისში, მაშინ ევროპის ჩემპიონატიც გადაიდება და ამ თამაშების გადადება რაღა პრობლემაა?
ისტორია-ს
13 მარტი 2020 12:37
0
წაგების ჟიმ-ჟიმი აქვთ კობიაშვილებს, იაშვილებს, მუჯირებს,რაის ფეხბურთელების ჯანმრთელობა... ჟიმ-ჯიმიმი აქვთ ვაი და ვაისმა არ გაამარტლოს და ცხადაძეს უნამუსოდ გაგდება შეახსენონ ბიჭებს... ამთ ჰგონიატ რომ მაყურებელი მოუგებს ბელორუსს, ვაი ამათ პატრონს,,, ბელორუსი გასულია...
korona
13 მარტი 2020 12:02
52
აუუუ არიქააააა გადადეეთ, ან არ გადადოოოთ ვაიმე რა პანიკაა, თქვენ მართლა დიდგორის ბრძოლა ხო არ გგონიათ ეს თამაში, რას იძაბებით. ან რა ფასი აქვს ისეთ გასვლას რომელიც ასე საქვეყნო სჯა-ბაასის ფასად ჯდება, სირცხვლია. ან, რო გავიდეთ მერე რას ვშვებით ევროპაზე - თხა და გიგო ერი ვართ მეთქი და არ გჯერათ და აი რატო: ევროპაზე გასვლა კი არ გაქცევს მაგარ ნაკრებად, პირიქით - მაგარი ნაკრები რო იქნები რა ფორმატშიც გინდა იმ ფორმატით გახვალ ევროპაზეც და მსოფლიოზეც. მოდი აქცენტი გავაკეთოთ თამაშის გაუმჯობესებაზე და არა უეფასთან ინტრიგნულ დაპირისპირებაზე და ვითომ მაგარი ხოდების გათვლაზე რო როგორმე გავიდეთ, ფუუუ სირცხვლიააააა ერთი და იმავე წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ. "ასეთი შანსი აღარ გვექნება" - რატო არ გვექნება, თუ არ გვექნება და ესე იგი არც ვიმსახურებთ, სუ შანსებს დასდევს ხორვატია და ბელგია და ჰოლანდია (ჩვენხელა ქვეყნები) რომ არაფერი ვთქვათ გერმანიაზე, ინგლისზე და ასე შემდეგ
ლევანი
13 მარტი 2020 14:27
12
პირველ რიგში ფეხბურთის გულშემატკივარი თუ ხართ უნდა გესმოდეთ რამხელა პლაცდარმია ფეხბურთელისთვის ევროპის ჩემპიონატი, პატარა თავის გამოჩენა და ძალიან კარგ კლუბში შეიძლება მოხვდნენ ჩვენი ფეხბურთელები და მერე მეორე თამაშის გადადებას მე პირადად და უამრავი გულშემატკივარი იმიტომ კი არ ითხოვს, რომ არიქა უმაყურებლოდ ბელარუსს ვერ მოვუგებთქო, მე პირადად(და დარწმუნებული ვარ ბევრ სხვას) მინდოდა განმეცადა ის სიხარული რაც ასეთ დიდ გამარჯვებებს სავსე სტადიონზე მოყვება, მეგრძნო მუხტი და გადამდები ბედნიერება, რომელიც რაღაც სხვა და განსაკუთრებულია და ამით რომ არ ვართ ქართვველები განებივრებულები(სპორტული თვალსაზრისით) ყველამ კარგად ვიცით.
გიო
13 მარტი 2020 17:39
2
ლევან რა გინდა იქნება გვითხრა ?საერთოდ რას ბოდიალობ?
Buxrika
13 მარტი 2020 17:00
2
გასაგებია ყველაფერი, მარა ჩვენ, რომ უარი ვთქვათ მასპინძლობაზე ემანდ ბელარუსმა არ თქვას მე ვუმასპინძლეო და იქ არ გადაიტანონ.
hhh
13 მარტი 2020 11:50
5
ასეთი ჯინიანობის შედეგად შეიძლება საერთოდ ჩამოგვერთვას მასპინძლობის უფლება და ჩაატარონ სადმე ნეიტრალურ მოედანზე.ამას რატომ არ განიხილავთ?
გივი
13 მარტი 2020 11:45
7
რეებს მიედ მოედებით,ვირუსი გაივლის და დავრჩებით ჩვენ ხელცარიელები. ესეთი შანსი აღარ გვექნება აღარასდროს. რასაც უეფა გადაწყვეტს ისე უნდა მოვიქცეთ სხვა გზა არაა.
გიო-გოლი
13 მარტი 2020 11:15
19
უეფა "დათვია" მოგერია და "ბაბაია" უძახო?
Michel de Notredame
13 მარტი 2020 12:55
2
რა შანსი გვაქვს?! თვით კრიშტიანო რონალდოა კარანტინში. ჩვენ რა შანსი გვაქვს?!
aburjga
13 მარტი 2020 12:49
2
ყველა გამოხმაურება
ლევან ! ჭკვიანი ქართველი ხარ. მართლა თხა და გიგო ქვეყანა ვხდებით.ისევ ჩხუბის შემდომ ვიქნევთ მუშტებს.ყოჩაღი ძლიერი ერი ვიქნებოდით მაშინ, რომ ყველა ერზე ადრ ე აგვეტეხა განგაში ჩვენი მატჩის არჩატარების თაობაზე ხა უეფასაც და ევროპასაც ჩვენი მოწოხებით მიეღო გადაწყვეტილება სხვა მატჩების გადადებისა, მაგრამ უტვინობისა გამო ისევ სხვათა, ევროპის გადაწყვეტილებათა ფარვატერში მივჩანჩალებთ.ლევან,ჭეშმარიტებას ამბობთ. დიდგორის თაობაზე.მართლა დიდი წინაპრების გადაწყვეილება,ამომწურავად გათვლილი იყო,ამ ბრძოლის მიღებისა, ჯერადად მცირედი სპით,იმდრინდელ მტერთან შედარებით, და უნიჭო გადაწყვეტილება 08.08 08 ომის დაწყების შედარებაში თუნდაც დიდგორთან, არჩევანიც მეტი გვქონდა დიდგორში ოფიციალურად სხვამ იწყო საომარი ქმედება აქ კი ჩვენ-ქვეყნის დონეზე ან მერე-დღემდე რომ წავუწექით აგრესორს რიტორიკითაც ბორჯომ-ნუნუათიც, განა უჭკუოთა გადწყვეტილება არაა? მიწები წაგართვეს,შენ კი პოლიტიკური ზეწოლის ნაცვლად,ეკონომიურად, წამრთმევისგან განრიდების ნაცვლად, ეღლაბუცები უვიზობით მან კი დიდი ხანია შემოგიღო,იმპორტ ექსპორტით ეზიარები მტერს,მტერია აბა ვინ არიან,მაღაროების... მანგანუმის,ფეროშენადნობების ,ბორჯომის და სხვათა ...მტერზევე მიყიდვით ისევ უჩოქავ ჭკუანაღრძობთა მეტი ასეთ სისულელეებს არვინ სჩადის და თანაც ხალხისგან მოუკითხავად,დაუსჯელად.ამ შემთხვევაში კი რაღა თქმაუნდა ჯერ ხალხის ჯანმრთელობა და მერე უეფას ფიფას....და ადგილობრივი გაძვალტყავებული ხალხის კისრებზრ შემოსკუპებული ჩინოვნიკების ბიზნესი..
მი6 Great British
13 მარტი 2020 15:27
4
არ გეწყინოს მარა ვერაფერი ვერ გავიგე რა თქვი, მე სულ სხვა რამე ვთქვი, შენ სულ სხვაგან წახვედი. თუ ბელარუსზე უკეთესი გუნდი ვართ სავსე ტრიბუნების იმედად არ უნდა ვიყოთ და თუ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშის გამო ასეთ მანდრაჟში ვვარდებით (რაც ძალიან სირცხვილი მგონია) მაშინ არც ვართ გასვლის ღირსი. აი სულ ამის თქმა მინდოდა.
ლევანი
13 მარტი 2020 16:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული