ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
ჩემი აზრით დავითაშვილი იმიტომ არ ათამაშა რომ 8 სექტემბერს მაკედონიასთან ათამაშოს დასვენებული. დარწმუნებული ვარ დავითაშვილი იქნება მთავარი შემოქმედი მაკედონიასთან. მეც არ ვათამაშებდი ესტონეთთან რადგან თამაში მიგვყავდა ლოგიკური დასასრულისკენ და საჭირო არ იყო ერთ თამაშში ყველა კოზირის გამოყენება. ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა მიხვდება ამას. ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას და ყოჩაღ ბიჭებს. ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად მოიგეს.
roma bejanidze
06 სექტემბერი 2020 08:00
3
SHEN TU MARTLA ERKVEVI FEXBURTSHI ISI UNDA ICODE ROM 1-0 ROCA MIGYAVS TAMADHI BOLO WAMAMDE MOGEBULI ARAA MEORE YVELA MIXVDA RO FIZIKURAD DAIGALNEN BICHEBI DA CHEMI AZRIT MAG DROS GAMOKVETILI TAVDASXMELIS SHEMOYVANAS JOBIA GAMTAMASHEBELI SHEMOIYVANO ROMELIC BURTS DAICHERS
beqnuma
06 სექტემბერი 2020 11:13
5
ვაისისგან გასაკვირი იქნება ის რომ შეცვალოს გამარჯვებული გუნდი? მე ფეხბურთი არ მესმის მაგრამ ვაისს ვეთანხმები ამ შემთხვევაში. თუ ნაკრები შედეგს დადებს და ევროპაზე გავა დამიჯერე არავინ აღარ მოითხოვს ამაზე უკეთეს თამაშს, მთავარი ტაბლოა და არა ის გაცვეთილი სიტყვები "კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ". ქვილითაია იმიტომ შემოიყვანა რომ გოლის გატანა უნდოდა, მანამდე შემოიყვანა ლობჟანიძე, და თუ არ ვცდები ნახევარ თავდამსხმელია და თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა დაიბრუნა ბურეთი თუ გინდათ გადაახვიეთ და ნახეთ ესტონეთი ლობჟანიძის შემოსვლამდე როგორ ფლობდა ბურთს და შემოიყვანა ლობჟანიძე დაიბრუნა ბურთი და მერე შემოვიდა ქვილითაია. ქვილითაიას შემოსვლამდე სამი მცველით და 7 ნახევარმცველით თამაშობდა, (ჯიღაურიც ნახევარმცველია და მარცხენა მცველად ათამაშა), ასეთი შემტევი შემადგენლობა ნაკრებში არასდროს არ მინახია.
roma bejanidze
06 სექტემბერი 2020 13:00
0
ყველა გამოხმაურება
ოქრიაშვილი ვერ ამწვავებს შეტევებს ტექნიკურია მაგრამ ერთ ადგილზე ტრიალებს ,ვფიქრობ საბა ლობჟანიძე, დავითაშვილი მეტად გაამწვავებდნენ შეტევებს ჩაკვე კარგია მაგრამ შენელებული კადრივითაა ფორმაში აშკარად არაა. კვარაცხელიას ყოჩაღ მართლაც ბევრი იშრომა და საუკეთესო იყო,მე როგორც გულშემატკივარმა ასე დავინახე და ვაისი იმედია უკეთესად დაინახავს ვის ეკუთვნის ძირითადი ამ ეტაპზე
გიორგი კაჭკაჭიშვილი
06 სექტემბერი 2020 01:39
2
იმიტომ ვერ ამწვავებს არ თამასობდა იქ სადც უნდა ეთამაშა.დგეს ჩაკვე და კვარაცხელი ბევრად მაგლ დონეზე არიან და დაიკარგა როცა ესენი უტევდნენ.თუ ოქრის დავყენებდით მარცხნი სახრდენათ ის ფლაგზე შეუდარებელი ინებოდა მის წინ უნდა ყოფილიყო კვარა ან ჩაკვე.გუშინაც დავწერე.ეს ტკტიკა მარტივია ჩვენ საბედნიეროდ ახლა კყავს კარგი ახლგაზდები და შეგვიDლია სხვა ნაერად თამაში.ტტუმცა გამარჯვებულებს არ სჯიან:);) 4-3-3.ან 3-4 3,,.5-3-2ცვენშევდზლებთ ამ ტკატიკით თმაშ შეგვწევს Dზალა.
mosexoneli
06 სექტემბერი 2020 08:16
6
უმადურობა არ არის კარგი ხასიათი. მოდი დავიწყოთ იმ უცხოელებით ვინც გვყოლია მწვრთნელებად საქართველოს ნაკრებში. რომელი უცხოელის ნაკრები აჩვენებდა ამაზე უკეთეს ფეხბურთს ვიდრე დღევანდელი ნაკრები?!კუპერი,ბოსკამპი,ჟირესი,ტოპმიოლერი,შუშაკს არ ვიტყვი სულ 1 თამაშით იყო.თუ გამომრჩა ვინმე შემახსენეთ. ამაზე მაგარი შემადგენლობები ჰყავდათ ყველას, არველაძეებით დაწყებული ქინქლაძით დამთავრებული,მაგრამ შედეგი 0. ვერც მაინცდამაინც დიდი სანახაობით გამოირჩეოდნენ მათი გაწვრთნილი ნაკრებები.იყო დრო საქართველოს ნაკრები 25% ბურთის ფლობა ძლივს ჰქონდა ისეთ ნაკრებთან მაგალითად,როგორიც ხორვატიაა,რომელიც არ გამოირჩევა მაინცდამაინც ბურთის გორებით. ვაისის ნაკრები ყოველთვის ცდილობს ბურთის დაჭერას და სწორი თანამედროვე ფეხბურთის თამაშს,უელსთან,ირლანდიასთან,დანიასთან,ავსტრიასთან და კიდევ არაერთ საკმაოდ მაღალი დონის ნაკრებთან ბურთი გვეჭირა და ვცდილობდით ფეხბურთი გვეთამაშა. რაც შეეხება იმას რომ შეცვლას აგვიანებს,ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა არსენ ვენგერი არ ცვლიდა ფეხბურთელს 65 წუთამდე,მაგრამ რას ნიშნავს არსენალისთვის და რა დონის იყო ვენგერი ყველამ კარგად ვიცით,მთავარია ამან შედეგი მოიტანოს და თუ უნდა სულ ნუ შეცვლის ფეხბურთელს.თვითონ იქნება ამაზე პასუხისმგებელი და როგორც ფეხბურთელს მოსდის მოედანზე შეცდომა,ასევე შეიძლება შეცდეს მწვრთნელიც და არავინაა უშეცდომო. მაგრამ ჩვენი ჯიგარი ქართველი მწვრთნელის არ იყოს ზოგიერთებს გინდათ,რომ იქედანაც იმასაქნათ და მერე თქვენს იმას აქედანაც იმასუქნათ,მოდი ჯერ ვნახოთ გუშინ სად ვიყავით და დღეს სად ვართ.ჩემი აზრით ვაისმა ბევრად წინ წაგვწია და აღარავისთვის აღარ არის საქართველოს ნაკრები მარტივი მეტოქე.ფაქტობრივად 100% შედეგი გვაქვს,თუ ანდორასთან 1:1 არ ჩავთვლით დაბალი დონის გუნდებთან,მაშინ როდესაც იყო დრო მალტას და ლუქსემბურგს გოლსაც ვერ ვუტანდით.მოდი დავაცადოთ ამ კაცს კიდევ ცოტახანი,მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე და თუ ვერ მიიყვანა ვუთხრათ მადლობა და დავემშვიდობოთ,ჯვარი არავიზე გვაქვს დაწერილი. კიდევ ერთი, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვაკეთის ნაკრები და მანამდე კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე არტმედია ვაისმა გაიყვანა,არცერთი გუნდი არ იყო ვარსკვლავებით სავსე.ამ კაცს შეუძლია გუნდის გაკეთება,იყო დრო მანჩესტერ სიტის,აიაქსის და მილანის ფეხბურთელებით ამაზე ცუდ ფეხბურთს ვთამაშობდით და დღეს რუბინის,გენტის და ანორთოსისის ფეხბურთელებით გუნდს დავემსგავსეთ.ეს სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.
P.S.შემდეგი მწვრთნელი მე ძალიან მინდა რომ ქართველი იყოს.
საქართველო
06 სექტემბერი 2020 06:56
9
მაგრად მეშინია ამ კაცის... ე მანდერ რაიმე შარში არ გაგვხვიოს ვეჟო!!!/ რა ფეხბურთსაც ათამაშებს ვაისი მაგ ფეხბურთს ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი ათამაშებს.../ შეცვლები გამოიყენოს, რა უბედურება, დღესაც დააგვიანა და ისიც შეცდომა დაუშვა, ქვილითაია, უთამაშებელი კაცი, როცა დავითაშვილი სკამზე გიზის
Vasili
06 სექტემბერი 2020 02:06
18
ქვილითაია იმიტომ შემოიყვანა, რომ დაეხმაროს მას და ნაკრებსაც, დაიბრუნოს ფორმა ამ თავდამსხმელმა.
რაც შეეხება შიშს, რომ შარში არ გაგხვიოს, აქამდე შარში არ ვიყავით სულ? როდის არ ვიყავით შარში და როდის ვთამაშობდით ამ შედეგებით? აბა გავიხსენოთ კარგად...
2
06 სექტემბერი 2020 10:10
5
ქვილითაის შემოყვანა გამიკვირდა რამდენი ხანია უთამაშებელია.მე უფრო შენგელიას და დავითაშვილის თამაშს ველოდი ნაკრებია და ის უნდა ათამაშო იმ მომენტში ვინც უკეთეს ფორმაშია
beqnuma
06 სექტემბერი 2020 08:04
6
1. ლორიას პრაქტიკულად თამაში არ მოუწია. 2. კაკაბაძე, დაცვაში სუსტია, და როდესაც შეტევაში მისი სივრცე "კვარამ" აითვისა საერთოდ დაიკარგა. ბევრ ეპიზოდში იღებდა მცდარ გადაწყვეტიოებებს. 3. კვირკველია, ფორმაში არ არის, და საერთოდ თავისი შესაძლებლობის 20% გამოავლინა. ხშირად ცდებოდა გადაცემებში. 4.ხოჭოლავა, კარგი იყო, მეტი შეუძლია 5. ჯიღაური, ცუდი არ ეთქმის, მეტი შეუძლია. 6. კვეკვესკირი, ბევრი იშრომა, გაცილებით მეტი პოტენცია აქვს. 7.კანკავა, მებრძოლის საუკეთესო მაგალითია, თუმცა ფორმაში არც ის არის. გადაცემებში ცეებოდა, მომენტებში აყოვნებდა ბურთს დაშეტევებს მცდარი მიმართულებით ანვითარებდა, მაგრამ მისი ჟინი ყველაფერს ფარავდა. 8.ჩაკვეტაძე, აჩრდილია საკუთარი თავის, ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს თამაშში დასაბრუნებლად. 9.ოქრიაშვილი, ბევრს ეცადა მაგრამ თითქოს ჩაიკარგა. უდაოდ დიდი პოტენცია აქვს, შეუძლია ძალიან მოუმატოს. 10. კაჭარავა, ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელე გავს, მაგრამ აშკარად ხრუსტალის ფეხებზე დგას. აჩვენეთ ხრუბეშის თამაში, იქნებ მისაბაძად გაიხადოს.11.კვარაცხელია, უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ უნდა ისწავლოს ძალების რაციონალურად ხარჯვა, რათა მისი თამაში უფრო ნაყორიერი იყოს. მოედნის შუის გავლა ყოველთვის სწრაფი და სწორი პასით ჯობია, რათა ძალები დრიბლინგისა და გამწვავებისთვის საჯარიმოსთან მეტი შერჩეს. ყოჩაღ, ასე გააგრძელე, მამაშენივით თავეაბალი და სასარგებლო (თუმცა გაცილებით ნიჭიერი)ფეხბურთელი დადგები. P.$. ნაკრებს აკლია ტიზიკური მომზადება, რასაც ვაისი მოკლე პერიოდის შეკრებაზე ვერ გამოასწორებს, აქედან გამომდინარე მოიკოწლებს სხვა ყველა კომპონენტში. სისწრაფეში: აზროვნების, გადაადგილების და ა.შ. შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობა ( "კვარამ" როგორი მომენტები გააცურა!), სრულფასოვანი პრესინგი არ გამოგვდის (ძალა არ გვყოფნის). P.P.$. ესტონეთი არასაფეხბურთო ქვეყანაა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით. ისინი იმ შეცდომებს, რომელიც ჩვენ დავუშვით, არ გვაპატიებენ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
G.A.L.
06 სექტემბერი 2020 10:36
2
ეს მგონი გვაღადავებს. გოლის გარდა დანარჩენი დრო რამდენი ბურთი ვერ მიიღო, ან მიიღო და დაკარგა იმას რატომ არ ამბობ თუ ვერ ხედავ, ბრმა ხარ? ვაისის საშველი არ იქნება და ეს რომ წაბრძანდება როცა იქნება ამ თაობას ერთი კარგი მწვრთნელი სჭირდება და გააკვირვებენ ევროპას. ამ შემადგენლობაში ჯიღაურის, ოქრიაშვილის და კაჭარავას ნაცვლად გვილია(თუ გამოჯანმრთელდა) დავითაშვილი და ლობჟანიძე აჯობებდა. პრაქტიკის ქონას ხელი არ შეუშლია სკამზე რომ დასვა? სამაგიეროთ უთამაშებელი ქვილითაია გამოიყვანა, აბა რა უნდა მოსთხოვო.
emigranti
06 სექტემბერი 2020 00:50
19
„„„„კობიაშვილივით და არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდეს“““
...... მაგ დონეზე უკვე არის... ეს ტალანტი მომავალი რონალდოა და შეიძლება უფრო მეტიც... გააჩნია როგორ იქნება მისი სავარჯიშო დისციპლინა... ღმერთმა ქნას და თავში არ აუვარდეს...
ჩვენ დიდი არწივი გვეზრდება, ძალიან დიდი და ამ მართვეს გაფრთხილება უნდა...
ვინ იცის, კიდევ რამდენი მართვე გვყავდა.. მაგრამ ფულისა და უყურადღებობის გამო, დაიკარგნენ,....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 სექტემბერი 2020 13:25
3
ბევრი კომენტარი წავიკითხე აქ და მინდა ერთი რამ ვთქვა: ბევრია გასული იმ დროიდან როდესაც ნაკრები იმავე ესტონეთთან,ლატვიასთან,ლიეტუვასთან და ყაზახეთთან რომ მარცხდებოდა??? თანაც ისე რომ მთელი 90 წუთის განმაბლობაში კარის ჩარჩოში ვერ ურტყამდა? თუ მე მღალატობს მეხსიერება მაშინ ბოდიში მომითხოვია.ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება მწვრთნელი,ქართველი თუ უცხოელი,მე მინდა რომ ნაკრებმა ითამაშოს ფეხბურთი და არ იწვალოს მოედანზე.ვაისის ხელში ნაკრებმა ისწავლა მისი კალიბრის გუნდებთან პირველ ნომრად თამაში და რაც მთავარია მათთან მოგება დაიწყო.რატომ ვართ უმადურები? მსოფლიო რეიტინგში 137-ე ადგილიდან ასეულში მყარად დავმკვიდრდით,(არავინ იფიქროს თითქოს 91 ადგილზე ყოფნით ბედნიერი ვიყო) ხოდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ,ბოლო დივიზიონიდან ერთი დივიზიონით დავწინაურდით,იმედია ამ ჯგუფსაც მოვიგებთ და კიდევ ერთი დივიზიონით დავწინაურდებით, თვითდაჯერებაც მოიმატებს და რეიტინგშიც დავწინაურდებით.ასე რომ ნუ ვიქნებით უმადურები.
ქობულეთიდან
06 სექტემბერი 2020 20:58
0
ყველა გამარჯვება და მოპოვებული ქულა დასაფასებელია.თუ ჭ კლასია მაშინ წავაგოთ და მონდომება მივმართო ძლიერის გუნდებისკენ.ვნახავთ რაც გამოვა. ჭ ლას არ ვუწოდებ საქართველოს მაგრამ ჩვ3ნც არ ვართ ძლიერები ამიტომ ყვრლა გატანილი გოლიც მიხარია,იმიტომ რომ ასე იწყება გუნდის შენება.
Picaso
06 სექტემბერი 2020 11:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული