ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
კარგია მოგება, მარა ამას ფეხბურთი რომ არ ქვია კი ხვდებით ალბათ, საწყალი სოფლის გუნდს, რომ 1 ზე მეტს ვერ გაუტან. სადაა ტაბიძე, ვაკო, გრიგალავა, კიტეიშვილი, გვილია , კაშია, პაპუმ ვარჯიში დაიწყო სევილიაში და ჯანმრთელადაა, არსადაც არ უშვებს გუნდი, ჯობჯანიძემას აჩვენა რამოდენიმე კარგი თამაში, რა ქვიოდა ამ ფეხბურთს? მე არ ვიცი. ამ სასტავით მაკედონია მოგიგებს. წინ ბელორუსიაა და აშკარად გამოჩნდა რომ ვაისმა თამაში და ბიჭები დამალა. თან კვარას ჩაკვესთან შეთამაშების პონტის იყო ალბათ, კანკავამ ისეთი შეცდომები დაუშვა, სხვა არ გაპატიებდა, მარა ოქტომბრისთვის მოუმატებს ,მე მგონი, მარა მე აღარ ვენდობი, მითუმეტეს ბელორუსთან და კოსოვოსთან ხო საერთოდ, იმავეს ვიტყვი კვერკველიაზე და ბევრზე. პრინციპში ვაისმა მეორე შემადგენლობა ათამაშა და აქედანაც დაინახავდა დასანახს. მომდევნო მატჩში შემადგენლობა სხვა იქნება. ისე თამაშის დამალვა ერთია და ჯგუფში პირველი ადგილი და ც ლიგაში აღზევებაც უმნიშვნელოვანესია.წარმატებები
ვას0
08:53 07-09-2020
2
კვარაცხელია დიდი ტალანტია ,უბრალოდ დაღვინება აკლია. დამაგვირგვინებელ ფაზაში , რასაც დრო და გამოცდილება მოიტანს.წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს .2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ერთად . .. :)
ლაციო
23:27 06-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული