ვაისი: კვარაცხელიას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესტონეთთთან მოგების (1:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აქო:

"კვარაცხელია დიდი ტალანტია. ის დღეს მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა რაც რუსეთის პრემიერლიგაში აჩვენა, იმის მერე ეს გასაკვირი არ გახლდათ. იმედი მაქვს, რომ გიორგი ქინქლაძის, ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძესავით დიდი ფეხბურთელი გახდება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდი მას გულშემატკივრობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში 3 ქულის აღებით კმაყოფილები ვართ. მატჩის წინ ცოტა ვნერვიულობდი, ვინაიდან ზოგიერთ ფეხბურთელს კლუბში სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მოედანზე ჩვენ უკეთესი გუნდი
ვიყავით. მეორე გოლის გასატანად და მატჩის ბედის გადასაწყვეტად 3-4 კარგი მომენტი შევქმენით.

აგრეთვე ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კაჭარავამ გაიტანა. ის კლუბშიც და ნაკრებშიც ბევრს მუშაობდა. პირველი შეხვედრა ნებისმიერ ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც ასევე ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 55 /
კარგია მოგება, მარა ამას ფეხბურთი რომ არ ქვია კი ხვდებით ალბათ, საწყალი სოფლის გუნდს, რომ 1 ზე მეტს ვერ გაუტან. სადაა ტაბიძე, ვაკო, გრიგალავა, კიტეიშვილი, გვილია , კაშია, პაპუმ ვარჯიში დაიწყო სევილიაში და ჯანმრთელადაა, არსადაც არ უშვებს გუნდი, ჯობჯანიძემას აჩვენა რამოდენიმე კარგი თამაში, რა ქვიოდა ამ ფეხბურთს? მე არ ვიცი. ამ სასტავით მაკედონია მოგიგებს. წინ ბელორუსიაა და აშკარად გამოჩნდა რომ ვაისმა თამაში და ბიჭები დამალა. თან კვარას ჩაკვესთან შეთამაშების პონტის იყო ალბათ, კანკავამ ისეთი შეცდომები დაუშვა, სხვა არ გაპატიებდა, მარა ოქტომბრისთვის მოუმატებს ,მე მგონი, მარა მე აღარ ვენდობი, მითუმეტეს ბელორუსთან და კოსოვოსთან ხო საერთოდ, იმავეს ვიტყვი კვერკველიაზე და ბევრზე. პრინციპში ვაისმა მეორე შემადგენლობა ათამაშა და აქედანაც დაინახავდა დასანახს. მომდევნო მატჩში შემადგენლობა სხვა იქნება. ისე თამაშის დამალვა ერთია და ჯგუფში პირველი ადგილი და ც ლიგაში აღზევებაც უმნიშვნელოვანესია.წარმატებები
ვას0
07 სექტემბერი 2020 08:53
2
კვარაცხელია დიდი ტალანტია ,უბრალოდ დაღვინება აკლია. დამაგვირგვინებელ ფაზაში , რასაც დრო და გამოცდილება მოიტანს.წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს .2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ერთად . .. :)
ლაციო
06 სექტემბერი 2020 23:27
0
ბევრი კომენტარი წავიკითხე აქ და მინდა ერთი რამ ვთქვა: ბევრია გასული იმ დროიდან როდესაც ნაკრები იმავე ესტონეთთან,ლატვიასთან,ლიეტუვასთან და ყაზახეთთან რომ მარცხდებოდა??? თანაც ისე რომ მთელი 90 წუთის განმაბლობაში კარის ჩარჩოში ვერ ურტყამდა? თუ მე მღალატობს მეხსიერება მაშინ ბოდიში მომითხოვია.ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება მწვრთნელი,ქართველი თუ უცხოელი,მე მინდა რომ ნაკრებმა ითამაშოს ფეხბურთი და არ იწვალოს მოედანზე.ვაისის ხელში ნაკრებმა ისწავლა მისი კალიბრის გუნდებთან პირველ ნომრად თამაში და რაც მთავარია მათთან მოგება დაიწყო.რატომ ვართ უმადურები? მსოფლიო რეიტინგში 137-ე ადგილიდან ასეულში მყარად დავმკვიდრდით,(არავინ იფიქროს თითქოს 91 ადგილზე ყოფნით ბედნიერი ვიყო) ხოდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ,ბოლო დივიზიონიდან ერთი დივიზიონით დავწინაურდით,იმედია ამ ჯგუფსაც მოვიგებთ და კიდევ ერთი დივიზიონით დავწინაურდებით, თვითდაჯერებაც მოიმატებს და რეიტინგშიც დავწინაურდებით.ასე რომ ნუ ვიქნებით უმადურები.
ქობულეთიდან
06 სექტემბერი 2020 20:58
0
ამათ რომ მოუგებდით ვიცოდი, მარა ეხლა უკვე დროა ინგლისის ნაკრები დავიხიოთ, ინგლისი თუ არა მანგლისი, ან ახალქალაქი მაინც თორემ, თუ ერთხელ წააგეს, მერე მიეჩვევიან და ძუნძულიც ეზარებათ ხოლმე.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო
06 სექტემბერი 2020 18:05
13
ინგლისი "დავიხიოთ"? აბათ, გინდოდათ გეთქვათ "წამოვიხიოთ' ან "გავხიოთ" ?

ქართულად ასე ითქმის სწორად და გამართულად, არა?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 სექტემბერი 2020 18:48
4
უნამუსო საზიზღარი ხალხი ხართ მე მცხვენია რაფერი ა თქვენს მაგივრად საკუთარი წვეყნის მაძაგრბლები აჩვეულებრივი ფეხბურთის და ერიდ მტერები ხართ არაფერი თქვენ არ მოგწონთ სამარცხვინოებო რა უნდა წაიკითღოს ვაიდმა თქვენი კომენტარებიი მოკვდება სიცილით გცხვენოდეთ ყველაფრის მცოდნეებო
ზაზა
06 სექტემბერი 2020 16:46
6
ვლადიმირ შენ ხარ საქართველოს ნაკრების მხსნელი(მესია),შენი თამადობით,როგორც ამბობენ ქართულ სუფრაზე, საქ.ნაკრებმა მიაღწია ჯერარნახულ შედეგს და რაც არ უნდა იძახონ სკეპტიკოსებმა გასაშვებიაო ფაქტი ჯიუტია.ამათ დაავიწყდათ რა ნაკრები ჩაიბარე, ნაკრები რომელიც თამაშს ვერ იგებდა და მოახდინე პატარა სასწაული-ჯგუფში წაუგებლად პირველ ადგილზე გიყვანე.თუ მოახერხებ და გუნდს გაიყვან ევროპაზე ხომ კარგი და თუ არა ჯერჯერობით შენისთანა შედეგისთვის საქ.ნაკრების არცერთ ქართველ და მითუმეტეს უცხოელ მწვრთნელებს არ მიუღწევია,როგორც სკეპტიკოსები იტყოდნენ შენზე სახელიანებიც იყვნენ და შენზე მეტი გამოცდილების მქონენიც,ამათ შორის შენ ხარ ყველაზე ნათელი წერტილი და შენვე გაქვს შანსი შეხვიდე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით!
luka kukava
06 სექტემბერი 2020 15:19
12
ამას ვინაც მწვრთნელობა დააბრა და მერე მოიწვია ნაკრებში.....ამისანა და ამაზე უკეთესი მწვრთნელები საქართველოშიც მრავლადაა..ამ თამაშის მოგებაში დიდი წილი ესტონელთა დაბალმა კლასმა და რამოდენიმე ფეხბურთელის მონდომებამ შეიტანა...ვაისი კი იყო ნოლი ..მეორე ტაიმში თამაშს ეტყობოდა განსაკუთრებით-
ბეგო
06 სექტემბერი 2020 14:51
12
Ragchirt tkve usaqmurebo raslandzgavt am bichebs .rac sheudzliat tamashoben .tu ar mogcont nu uyirebt
Kkkk
06 სექტემბერი 2020 14:10
4
და თქვენ ითამაშეთ უკეთესად, მწვრთელიც ტქვენ იყავით და ფეხბურთელიც
Kkkk
06 სექტემბერი 2020 14:42
3
ბელორუსები ბურთს თავზე გადაგვახევენ! სუსტი ნაკრებია თავისი მწვრთნელით!
david
06 სექტემბერი 2020 14:02
36
უფრო ძლიერი ნაკრები უფრო ძლიერი მწვრთნელით როდის იყო? ცალკეულ (1-2) ფეხბურთელს არ ვდულისხმობ.

რა შედეგები ჰქონდათ იმ ძლიერ მწვრთელებს?
იდალგო
06 სექტემბერი 2020 14:22
2
არ გადაღუნონ. რა ბელარუსი რის ბელარუსი??? საზიზღარი გუნდია
Emre
06 სექტემბერი 2020 14:11
1
პესიმიზმს შეეშვით ხალხო რა გჭირთ? ხომ ნახეთ საფრანგეთი საქართველოს ახალგაზრდული თამაში? ზუსტად ისე მოგვიგო საფრანგეთმა როგორც ჩვენ ესტონეთს მოვუგეთ. ანალოგი იქნებოდა რომ ბოლოს ლობჯანიძეს ზუსტად დაერტყა და 2:0 მოგვეგო.
roma bejanidze
06 სექტემბერი 2020 13:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული