კვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

AutoSharing Option
ხვალ, 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"მოგესალმებით. ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, თითქოს ბურთი წაგვართვეს. ფსიქოლოგიურად ძნელი გახლდათ, დაბრუნება კი - უფრო რთული. დიდი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფრის შემდეგ შენი ქვეყნის სახელით თამაში. არ არის მარტივი 3-თვიანი შესვენების შემდეგ 9 დღეში ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება.

მე და ჯაბა 24 საათი მოვდიოდით თბილისში ჩამოსასვლელად, რადგან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. არ
მესმის, რატომ დარჩა ხალხი უკმაყოფილო ესტონეთში 1:0 გამარჯვებით. სწორად ვიმოქმედეთ და ქაღალდზე უფრო ძლიერი მეტოქის - ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სათამაშოდაც მოვემზადეთ.

"დინამო არენაზე" შეკრებილი ქართველი მაყურებელი წნეხი ჩვენთვის არასდროს ყოფილა, პირიქით, უდიდესი ძალაა. ბევრ ჩემს უცხოელ ნაცნობს უთქვამს, რომ თბილისელი პუბლიკის თვალწინ თამაში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია. მათ გარეშე თამაში კარგი არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდით იქნებიან".

მკითხველის კომენტარები / 38 /
Midit dzmao Midit Kai gzas adgas nakrebi yvelaferi gamogivat mtavaria irwmunot rom shegwevt dzala yvelas tol sworad vetamashot
Abooo
07 სექტემბერი 2020 22:38
0
ეს ძაან მაგარია ბიჭია. ჯაბას მერე კვეკვესკირი გვილია კიტეიშვილი
კლოპი
07 სექტემბერი 2020 23:15
2
ცუდად ითამაშეთ და იმიტომ გაკრიტიკებენ კონკრეტულად შენთან არ არის პრეტენზია უფრო მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის ბრალია. თუ არა და იძახეთ რომ ძალიან მაგრები ხართ და ვნახოთ რა გამოვა აქედან. ცე ჯგუფში შარშან ამოხვედით არ დაგავიწყდეთ თორემ მეც მინდა რომ მაგრები იყოთ და ა ჯგუფში თქვენი ყველას ეშინოდეს. თქვენი აზრით იტალიამ სომხეთს 9:0 რატომ მოუგო ბურთები ჭირდებოდათ? მე მგონი იმიტომ რომ უფრო მაღალი კლასის გუნდია. ჰოდა თქვენც თუ რამეზე გაქვთ პრეტენზია ესტონეთის ნაირ გუნდებს ძლივს არ უნდა უგებდეთ თუნდაც გასვლაზე. აი ამიტომ გაღიზიანდა ხალხი და არა იმიტომ რომ ვინმეს არ უყვარხართ.
Top Fan
07 სექტემბერი 2020 22:34
12
რატომ არ ესმის? მოჭარბებული თვითკმაყოფილება დამღუპველია, რა წოტა წაგებები ქონდა ნაკრებს? , როცა უკეთ მართებდა თამაში. მაკედონია, კოსოვო და თუ გინდა ბელარუსი ესტონეთი არ არის. იმ კონკრეტულ თამაშში ბელარუსი ისეთ ფიზიკურ კონდიციებს დაგვიპირისპირებენ თითოეულს 2 კაცი ეჯდება ფეხზე...?!
გუსანი
08 სექტემბერი 2020 11:28
0
ძალიან გაგვახარეთ მოგებით, მაგრამ თამშის ხარისხი არ ვარგოდა მეგობარო. იმედია თქვენც გაიაზრებთ. რათქმაუნდა მიზეზები თქვენ უკეთ გეცოდინებათ და სწორედ იმის იმედი გვაქვს, რომ შეძლებთ სწორ ანალიზს.
უნდა იცოდეთ, რომ მაყურებელს მხოლოდ შემტევი ფეხბურთი მოსწონს და ფეხბურთის მთავარი მიზანიც სწორედ გოლების გატანაა. ესტონეთთან თამაშში იყო ბევრი მომენტი, როცა შესატევი იყო და თქვენ უკან აგორებდით ეს ალბათ ვაისის დავალება იყო და ესეც გვესმის, აი მაკედონიასთან კი მეტი აგრესია და პრესინგი დაგჭირდებათ, უნდა აჩვენოთ, რომ თბილისში საფეხბურთო ამინდს მხოლოდ საქართველოს ნაკრები ქმნის, მოტივაცია უნდა გაუქროთ საერთოდ ფეხბურთის თამაშის.
ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართ და თქვენი იმედი გვაქვს!!!
ალექსანდრე
08 სექტემბერი 2020 11:17
0
კვეკვე, ალბათ ხუმრობს !!! შედეგით და სამი ქულით კი, მაგრამ თამაშის ხარისხით ვინმე იყო კმაყოფილი?!
?????
08 სექტემბერი 2020 11:08
2
1-0 სამი ქულაა ბიძიკო,ანუ უმაღლესი ქულა ჯგუფურ თამაშზე ერთ თამაშში,ეს თუ არ იცი ნუ გამოიდებ თავს წერით
Archils
08 სექტემბერი 2020 01:45
7
ფაქტია რომ სამი ქულა ავიღეთ და ეს რათქმაუნდა კარგია, მაგრამ ისიც დასაფიქრებელია, რომ ვერცერთ მეტ-ნაკლებად ნორმალურ გუნდს ესტონეთთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით ვერ ვაჯობებთ!!! და თუ ვინმე იყო კმაყოფილი ნაკრების თამაშის ხარისხით იმას ალბათ ფეხბურთის არაფერი გაეგება !!!
!
08 სექტემბერი 2020 11:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული