ნიკა კვეკვესკირი: ნაკრებში იდეალური ატმოსფეროა - ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და დიდი მოლოდინი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომავალი ორი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გაკეთა:

"საფეხბურთო სამყაროში ძალიან დიდი იძულებითი სანაკრებო პაუზა იყო. ამ დღეს ყველა დიდხანს ველოდით. ნამდვილად იდეალური ატმოსფეროა ნაკრებში. ფეხბურთელების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ვთამაშობთ და მხოლოდ დისტანციურად გვიწევდა ერთმანეთთან კონტაქტი, რაც ნამდვილად უჩვეულო იყო. ყველას ძალიან მოგვენატრა სანაკრებო გარემო და რაც მთავარია, ერთად თამაში. ერთა ლიგის პირველი გათამაშების შემდეგ სულ სხვა მოლოდინი იყო 2020 წელთან დაკავშირებით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ბევრი რამ
შეიცვალა. ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და დიდი მოლოდინი გვაქვს. დღეს ნაკრების თითოეული წევრი კარგი განწყობით არის ვარჯიშზე და ვეცდებით, რომ ეს ხასიათი თამაშზე ავსახოთ; შესაბამისად, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ უახლოესი ორი შეხვედრა.

რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ეს არის ახალი ტურნირი, ახალი ციკლი შესაძლებლობების გამოსავლენად. განწყობა უცვლელია, გვსურს, რომ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ ამ ჯგუფშიც.

მთელ საფეხბურთო სამყაროში ბევრი სიახლეა როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე შეზღუდვების მხრივ. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ცარიელ "დინამო არენაზე" მოგვიწევდა სანაკრებო თამაშის ჩატარება. ჩვენ მაყურებელს ნამდვილად განებივრებული ვყავართ, ყოველთვის ანშლაგია სანაკრებო თამაშებზე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა ფეხბურთელისთვის. უმაყურებლო ტრიბუნა უდიდესი დანაკლისი იქნება საშინაო თამაშზე. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ვგრძნობთ გულშემატკივრის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ყველა მოუთმენლად ელოდება ნაკრების როგორც გასვლით, ასევე საშინაო თამაშებს.

ამ რეალობაში მყოფი ადამიანებისთვის ნებისმიერი სანაკრებო წარმატება, ვიცით, რომ დიდი სტიმული იქნება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
FIFA'-ს რეიტინგში 91 ადგილზე მყოფი ნაკრებისთვის ნამდვილად არის, კობოურისთვის და კიდე რამდენიმესთვის, საქ
ეროვმ.მაკრები 2019/20 წ, 89 დან 91 ადგილზეა,
ლაშა
17:48 03-09-2020
1
კვეკვესკირის მჭერმეტყველება კარგია მისი ინტელექტისთვის,მე რიგით გულშემატკივარს მინდა გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება,რომ გაიმარჯვებთ მერე გამოდი და თუ გინდა ლექცია წამიკითხე ქართულ გრამატიკაზე პირობას გაძლევ თავიდან ბოლომდე მოგისმენ...თუ ვერ გაიმარჯვებთ მოგიწევთ გულშემატკივრის ლექციის მოსმენა..წარმატებებს გისურვებ
jano loria
14:25 03-09-2020
4

სიახლეები პოპულარული