საქართველოს ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვ
არს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

მკითხველის კომენტარები / 178 /
დიდი მადლობა ნამდვილ კაპიტანს, კაცს, მებრძოლს და მოედანზე სულის და გულის დამდებ ჯაბა კანკავას! ძალიან მენანება ეს ფეხბურთელი ყაზახეთის ჩემპიონატისთვის, ვფიქრობ ახლაც და ახალგაზრდულ წლებშიც უკეთეს კლუბებს იმსახურებდა! მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის ❤️
Superman
09 სექტემბერი 2020 04:31
0
ბრავო !!! 1000%- ით გეთანხებით!!! ჯაბა კანკავა ნამდვილი კაპიტანია!!! ღირსეული ადამიანია!!!
დათო
09 სექტემბერი 2020 14:30
0
ჯაბას მადლობა თავდადებისთვის!! მაგრამ კარგ ნაკრებში ჩამშლელი ყველაზე ნაკლებათ უნდა ჩანდეს წინაპლანზე ყოველთვის შემქმნელი და შემსრულებელი უნდა იყოს და მაშინ უკვე შეგიძლია თქვა რომ ნაკრები გყავს!!
besi
09 სექტემბერი 2020 10:57
4
ძალიან დაგვაკლდა კიტეიშვილი. მაკედონიის ორივე თამაშს ვუყურე და არაფრით არ გვჯობია, უფრო პირიქით, მით უმეტეს ასეთ მოედანზე ძნელი იყო სიჩქარის აკრეფაც და ცრუმოძრაობაც. ეჭვსგარეშეა, რომ თუ კოსოვოც ამ დონეზეა ევროპაზე აუცილებლად გავალთ. ვაკოც დაგვიბრუნდება ალბათ და ძალიან საინტერესო გუნდი დადგება. ვაისზე რაღა უნდა ვთქვა, მაინც ჩაამთავრებინებენ ციკლს.
emigranti
09 სექტემბერი 2020 03:21
3
აშკარა რომ ამ ბიჭებით უკეთესად თამაში შეიძლება კარგი მწვრთნელის ხელში!!!
lasha
09 სექტემბერი 2020 02:54
4
ყველა კომენტარი წავიკითხე და უმრავლესობაში აღმოვაჩინე გაბრაზებული ხალხი!! აღშფოთებული მასა!!! ამათ სუყველას ვფიქრობ არცმეტი არც ნაკლები, საქართველოს ერთიანი (1) ედოთ! ანუ ტოტალიზატორში დადეს ბიჭებმა! ლაბავოი ერთიანი! და გაცოფებულები არიან რომ როგორ ვერ გაუტანეს მაკედონიას გოლი.../ :D. არადა ჩვენ ყველამ ვიცოდით რო ეს ჩვენი გუნდი გუშინ , გუშინწინ, შარშან და კიდე შარშანწინ და იმის წინისწინ კიდე რა შესაძლებლობების გუნდი იყო,, ყოველთვის სუსტი გუნდი ვიყავით , ნორმალური ფეხბუთთელებით გამოვირჩეოდით. მაგრამ ჩვენ დღეს არ ვიყავით ფავორიტები! პრობელმები რომ გვქონდა ხომ ვიცოდით ყველამ?უთამაშებელი, ტრამვიანები, ახლადგამოჯანმრთელებული ფეხბურთელები , პლიუს მაინდამაინც მწვრთნელიც ვერ არის დიდი ტაქტიკოსი და შეცვლებზე ჰობიააა აქ, თან წარღვნაა იყოო!! ბატონო რომან !!!! /// ასე რომ მგონია მაინც ბიჭები წარმატებას მიახწევენ, მე მგონია რო შეუძლით ისტორია დაწერონ,,, და თქვენ კიდე ჩემო ძვირფასებო , ტოტაში შეთხრას ჯობია პერაშკი ჭამო , ლიმონათი დაააყოლოო!!! და აღარ დაიწყებ დედის გინებას!!!
Vasili
09 სექტემბერი 2020 02:22
8
კი, ჰეხბურთის ჰობია აქვთ.
ლევან
09 სექტემბერი 2020 14:01
0
ჩემს კომენტარამდე 120 კომენტარია და აქედან 80% შემადგენლობას იწუნებს და ყველამ იცის ვინ და სად უნდა დააყენოს ვაისმა. გეყოთ მაინც თავების გამასხარავება. ფეხბურთელები არ გვყავს და რა გინდა რომ ქნა? ყველა ერთი დონისაა და რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებს? ხვიჩას არ ვგულისხმობ რათქმა უნდა! ბრაზილიელი ფეხბურთელი და შემდეგ ნაკრების მწვრთნელი მარიო ზაგალო ერთი დონის ფეხბურთელებს ჰოროსკოპის მიხედვით არჩევდა კონკრეტულ დღეს. ე.ი ვისაც კარგი დღე ჰქონდა იმას დააყენებდა სასტავში. წიგნიც აქვს გამოშვებული ამაზე ზაგალოს! ამ მეთოდს ხომ არ ჯობია მიმართონ მწვრთელებმა ჩვენს ნაკრებში. სხვანაირად რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებს. ეხლა ქვილითაია იქნებოდა თავდასხმაში თუ კაჭარავა რამე არსებითად შეიცვლებოდა? თუნდაც სხვა პოზიციის ფეხბურთელები. შევეგუოთ უნდა იმას რომ ფეხბურთელები არ გვყავს. ისევ და ისევ კვარაცხელიას არ ვგულისხმობ.
დავით 67
09 სექტემბერი 2020 02:18
7
რომ ვიძახდი ფრე იქნება მაქსიმუმი თქო 16 დისლაიქი დავიმსახურე. ამას გუნდი არ ჰქვია. კიდე 2კაცი ( და არა 1) რომ გაეგდოთ შეიძლება მეორე ბურთი გაეტანათ. რაღაცის თქმა მინდა ბელორუსებთან მატჩზე მაგრამ თავს შევიკავებ ჯერ.
დავით 67
09 სექტემბერი 2020 01:58
20
სასტარტოში ნიკა მალის დაყენება ვაისისგან იყო ძალიან დიდი შეცდომა, სწორედ მისი დამასახურებაა ჩვენს კარში მიღებული გოლი, დებიუტანტი უნდა გამოიყვანო როცა უკვე გრძნობ უპირატესობას, ვაიმა კი დებიუტში
გამოიყვანა საქართველოს ჩემპიონატის საკმაოდ არასტაბილუღი მოთამაშე რა დროს მაგის სასტარტო იყო ჯერ შეცვლებზე გამოეყვანა. იმედია ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ვაისისთვის.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
09 სექტემბერი 2020 01:29
6
მალიმ რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვა,მაგრამ თუ ყურადღებით უყურებდით,ეს ცენტრის ხაზთან მოუხდა,როცა კოლექტიურ ართმევაზე ორი კაცი მივიდა და მას კი,არავინ გაეხსნა.მთელი თამაშის განმავლობაშიც,მეკარეს პასს რომ აძლევენ,სხვა გუნდის მცველები სამი კაცი მაინც წამიერად ეხსნება,ჩვენები კი გაჩერებულები შეჰყურებდნენ და მეკარეს არჩევანის გაკეთების საშუალებას უზღუდავდენ.ბურთის დაკარგვის მომენტში დანარჩენი მცველები,მის უკან იმყოფებოდნენ,მაგრამ მისი ზონის დაზღვევა ვეღარ მოასწრეს.არა და შეიძლებოდა.
სოსო
09 სექტემბერი 2020 15:21
0
მალი სუსტი ჩანდა გეთანხმები,მაგრამ გოლის მომენტს დააკვირდით,ორჯერ სცადა პასის გაკეთება და ერთი კაცი ვერ გაეხსნა ცენტრში.უბრალოდ ნახეთ ბურთის ამოტანის პროცესში ყველა ფლანგზე იმალება.მალის არ ვამართლებ იმის მიუხედავათ რომ დებიუტი ქონდა.არც კაკაბაძე დაფრინავს მოდის ვაღიაროთ.ფლანგის მცველები არა გვყავს.3 საყრდენით თამაში ჯობია,ჩემი აზრით.
ბბ
09 სექტემბერი 2020 12:10
0
დაარტყით ბიჭო დაარტყით...კარში არ დავეძებ ისე დაარტყით..
ვაისი
09 სექტემბერი 2020 01:28
1
სტადიონიდან დავიწყოთ.დააგებენ ახალ საფარს,საზეიმოდ გამოაცხადებენ ახალი დრენაჟი გავაკეთეთ და ამის შემდეგ არა ნიაღვრისა აღარ გვეშინიაო.გაიხედავ და კარგი წვიმის შემდეგ ერთი საათი,მინდორზე წყალი დგას?ამას ეძახიან დრენაჟს?ახლა რეკლამები.იმხელა სარბენი ბილიკები აქვს სტადიონს და რეკლამები მაინც პირით ხაზთან ახლოსაა დალაგებული.კვარაცხელიას გაუმართლა,თორემ სერიოზული ტრავმა თავისუფლად შეეძლო მიეღო.ამასაც რაიმე ფული სჭირდება?უბრალოდ საღი აზრია საჭირო.ასეთ სველ მოედანზე ერთი დარტყმა რომ არ გვიცდია საჯარიმოს გარედან,ეს ნირმალურია?არდა ოქრიაშვილის შესანიშნავი გოლები გვახსოვს შორიდან გატანილი,თანაც იმ დროს,როცა შენი ცენტრალური თავდამსხმელი,ფორმის ახლო მახლოსაც კი არ არის და მოედანზე ტყუილად დგას.არც ერთი დამუშავებული კომბინაცია,ამდენი წლის განმავლობაშიდა მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა,საქართველოს ეს თამაში,ლოგიკურად უნდა მოეგო,სათამაშო უპირატესობიდან გამომდინარე.უნდა მოეგოთ,ნორმალური მეგოლე რომ გვყოლოდა.ბიჭებს საყვედურს ვერ ვეტყვი,რაც შეეძლოთ,თავი არავის დაუზოგავს,მაგრამ აღმოჩნდა,რომ უფრო ჭკვიანური თამაშია საჭირო.ახალგაზრდებმა აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ,ან კიდევ დაიღალნენ.რადგან ზურიკოც,ხვიჩაც და მალიც ჩაიკარგნენ.სამწუხაროა, რომ მალის სადებიუტო მატჩში მოუვიდა მძიმე შეცდომა.მას არ ვთვლიდი ნაკრებისათვის მზად,თუმცა დანარჩენ შემთხვევებში იმაზე კარგად ითამაშა,ვიდრე მისი იმედი მქონდა.ზურიკოსთვისაც ეტყობა ცოტა ადრეა,სრული დროით დატვირთვა,მით უფრო რომ აშკარად გვილიას ითხოვდა სიტუაცია(თუმცა არ ვიცი,რანდენად იყი მზად სათამაშოდ.)არა უშავს.ახლა ავად თუ კარგად საქმეში გავიცანით ჩვენი პოტენციური მეტოქე და ვნახეთ,რომ ჩვენზე მეტები არ არიან.ღმერთმა ქნას,იქამდე მშვიდობიანად მივიდეთ და კვლავ შევხვდეთ
სოსო
09 სექტემბერი 2020 01:28
1
გუშინდელი თამაშის ყველაზე საღი შეფასება, მადლობა სოსო!
fani
09 სექტემბერი 2020 16:52
0
ნიკას არც ვაბრალებ.პირიქით იმას ვამბობ,რომ ვიდრე ველოდი,იმაზე კარგად ითამაშა.ძალიან სუსტი ჩანდა საქართველოს ჩემპიონატში და ევროპალიგაზე,უშუალოდ დაცვით ოპერაციებში.აქ,უშუალოდ დაცვაში ნიკას შეცდომა არ დაუშვია და ეს დაკარგვაც,ცენტრში,მეტოქის ნახევარზე მოხდა.ღია არავინ ჰყავდა და ორ კაცს ვერ გამოუძვრა.გოლის დროს,მის უკან სხვა ჩვენი მცველებიც იყვნენ,მაგრამ დროზე არავინ გადააზღვია მისი პოზიცია და კაცი თავისფლად შეუშვეს.თუ ყურადღება მიაქციე,როცა მეკარეს მისდის ბურთი,მცველები არც მაშინ ჩქარობენ გახსნას და მეკარის ტექნიკის იმედზე რჩებიან.საკმარისია მეკარემ ტექნიკური შეცდომა დაუშვას და ზუსტად ვერ შემოიტანოს ბურთი,რომ დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.ასე რომ ეს გოლი რა თქმა უნდა ჯერ მალის,მაგრამ შემდეგ უკვე, სისტემური შეცდომის შედეგი იყო.მოწინააღმდეგის ნახევარზე ხშირად იკარგება ბურთი და დაცვა, ამისათვის ყოველთვის მზად უნდა იყოს.ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა.
სოსო
09 სექტემბერი 2020 15:45
0
ყველა გამოხმაურება
კაი ბიჭები ხართ ... მიუხედავად შეცდომისა , მალი მაინც მომწონს ეს ბიჭი, მგონია რო უფრო მოუმატებს, აქ რესურსი, შეცდომა ნესტას და მალდინსაც მოსვლია, შეცდომებზე სწავლობს ყველა!!!/ ესტონეთის შემდეგ უბრალოდ არ ველოდი ასეთ თამაშს, არ გაუმართლათ, მოგებას ვიმსახურრბდით!! განმეორებით თამაშში უნდა მოვუგოთ და ამ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, საქართველო რეიტინგში ისე უკანაა რომ ყველა თამაშიდან ქულა უნდა გამოვიტანოთ, როგორც კი ჩვენი ნაკრები რეიტინგში დაწინაურდება , ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერები რადიკალურად შეიცვლება./ ბელარუსიასთან ამ თამაშის შემხედვარეს ნამდვილად იმედი მომეცა, ერთ თვეში კიდე უნდა აკრიფონ ფორმა ბიჭებმა და გამოსაჯანმრთელებელი უნდა გამოჯანმრთელდეს.../ კვეკვესკირი გავაკრიტიკე წინა კომეტარებში მაგრამ დღეს კარგი იყო!!!!
Vasili
09 სექტემბერი 2020 01:27
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული