ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

AutoSharing Option
8 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ჩვეულად თავშეკავებულად ისაუბრა:

"ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტები არ ვართ. საერთოდ, ჩვენს ჯგუფს აშკარა ფავორიტი არ ჰყავს, ყველას თანაბარი შანსი აქვს. საქართველო კარგი გუნდია და რთული თამაში გველის. მომავალ მატჩში ჩვენს გეგმაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გუნდს მუდამ საუკეთესოდ სათამაშოდ ვამზადებ. კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით.

თქვენი ნაკრებიდან კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, კარგ ფეხბურთს თამაშობს და შედეგს აღწევს. მას პატივს ვცემთ, თუმცა 3 ქულის მოპოვება
გვსურს.

მინდა ნოემბერში ისევ ჩამოვიდეთ და პლეი-ოფის ფინალში შეგხვდეთ. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტირებულნი".

პრესკონფერენციაზე მყოფმა ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა კი თქვა, რომ სომხეთთან ძლიერ სიცხეში ითამაშეს, თბილისში ჩინებული სტადიონია, მინდვრის საფარიც კარგ მდგომარეობაშია და გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.


მკითხველის კომენტარები / 13 /
ვასო -ს :D / რავიცი რავიცი , კაშია კი დაბერდა და კაი ხანია გახდა თავის საუკეთესო ფორმას, მაგრამ შენ ჯინაზე მაინც ძირითადში დაიწყებს დღეს!!! :D
Vasili
10:42 08-09-2020
0
ვაისამ თუ არ იდებილა (რისი იმედიც არ მაქვს) ჰანდიკაპით მოვიგებტ ამ თამაშს
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული