სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

AutoSharing Option
უეფამ საქართველოს ნაკრების ბელარუსთან ერთა ლიგის D დივიზონის ნახევარფინალური შეხვედრისთვის დამატებითი ზომები მიიღო. მატჩი, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, შესაძლოა, იმ შემთხვევაში გადაიდოს, თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ერთ-ერთი გუნდი განაცხადში 13 ფეხბურთელს ვერ შეიყვანს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მატჩში გუნდებს 5 ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ მატჩებში გუნდებს ერთ შეხვედრაში ამ რაოდენობის ცვლილების გაკეთება ექნებათ. წესი ასევე ერთა ლიგის სხვა მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება
უეფამ კორონავირუსის პაუზის შედეგად ფეხბურთელების დატვირთული გრაფიკის გამო მიიღო, რითიც ცდილობს ტრავმების მიღების რისკები შემცირდეს.


5 ცვლილების წესი ეროვნული ჩემპიონატების მხოლოდ ნაწილში მოქმედებს. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 ცვლილების წესზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 ცვლილების უფლება აქვთ, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბებსაც.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან D დივიზონის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. 8 ოქტომბრის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2020-ს საგზურისთვის ერთა ლიგის ფინალურ მატჩში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნააკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ისტორიული არა კვახი. ფარერების მერე ხმა არ გვაქვს ამოსაღები.
siafand
26 სექტემბერი 2020 14:02
6
ისევ უეფა თუ დაგვეხმარება და გადაგვერჩენს თორეეეემ....იმედია ახლა მაინც აღარ დაელოდება 85-ე წუთს და დროზე გააკეთებს ზამენებს ....თანაც იმდენი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი გვყავს სასტავში ყველას ადგილი არ იყო მაინც ....ერთი პარტია 60 წუთამდის მერე კი სხვები უნდა გამოუშვას ....მე ვინღა მეკითხება მაგრამ 60 წუთს ვათამაშებდი გვილიას ოქრის და ვაკოს გამოცდილების გამო ხოლო ბოლო 30 წუთს ერთდროულად შევიყვანდი დავითაშვილს ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას იმ უკვე დაღლილ ბელორუსის მცველებს ამათი სისწრაფეებით დრიბლინგებით და კარგი პასებით შეიძლება ბურთის თავზე გადახევაც....ოღონდ ღმერთოვ ყველა ეხენი ჯანმრთელნი იყოს და ასე თუ ისე ფორმაში ....ფიფნამოს მერე თქვენ მაინც გაახარეთ ეგ გამწარებული ხალხი ...ღმერთი ჩვენსკენ !!!
Mdaa
26 სექტემბერი 2020 13:13
6
,,ფიფნამო,, ))) ამ გუნდმა წააგო ფარერებზე და არა, ,,დინამომ,,.
100%
26 სექტემბერი 2020 14:23
1
ჯიგარი ვალოდია მაინც ორ შეცვლას გამოიყენებს - 85 და 89 წუთებზე:)
ბასკი
26 სექტემბერი 2020 12:31
4
ბოლობოლო მაყურებლების რა რაოდენობა დაიშვება თამაშზე? თუ დაიშვება საერთოდ? კობიაშვილო მოიცალა საქმისთვის, რომ თქვი კარგი პირი უჩანსო, როდის უნდა გადაწყდეს ეს ამბავი, მათჩის შემდეგ?
Fani
26 სექტემბერი 2020 15:05
5
თქვენ კობიაშვილი ქრისტე ღმერთი ხომ არ გგონიათ?! დინამომ წააგო კობის ბრალიაო,ჩაკვეტაძე დაიმტვრა კობის ბრალიაო,კორონა კობის ბრალიაო,უეფა სტადიონზე არ გვიშვებს კობის ბრალიაო, კობიზე რომ იყოს ყველაფერ ამას გააუქმებდა და პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე დაგვსვამდა.ცოტა ადექვატურად იაზროვნეთ ან გაერკვიეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობებში ან ბოლო-ბოლო სხვა სპორტზე გადადით.
პ.ს. მწარე სიმართლე: დააყარეთ დისლაიქები
:-)
26 სექტემბერი 2020 15:57
20
ნამდვილად, მაგ ფილმის ("ქვევრის") არ ოყოს, რა ქნას კაცო. სამჭკუაშვილია და მერე როგორც ფილმშია
ოზუზი
26 სექტემბერი 2020 17:45
2
ისეა ქართული ფეხბურთი დათარსული და დაწყევლილი ასე მგონია 8 ოქტომბრისთვის კორონა თუ არა რაღაც სხვა კატაკლიზმი უნდა მოხდეს .
samtredia
26 სექტემბერი 2020 16:53
6
ვაისისთვის რა მნიშვნელობა აქ?თუ გინდა ათი შეცვლის უფლება მიეცი,მაინც 84 წუთზე იწყებს შეცვლებს და ორ კაცზე მეტს ცოცხალი თავით არა ცვლის
ლ.გიო
26 სექტემბერი 2020 21:35
0
ჩემი აზრით 5 ცვლილება ბელარუსებს უფრო აწყობთ ვიდრე ჩვენებს. თუ წესიერი მიდორი იქნება წესით ჩვენებს ტექნიკური არსენალითა და მოგორავე ბურთის დევნით უნდა მოეღალათ ბელორუსები. ასეთ შემთხვევაში კი მათ ენერგიის შენარჩუნების საშუალება ეძლევათ, არადა ისედაც ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ეგაა სულ მაგათი პლიუსი და ამ გადაწყვეტილებით კიდევ უპირატესობა მიიღეს მაგ კუთხით. იმედია მინდორი მაინც იქნება წესიერ მდგომარეობაში რომ ჩვენებმა თავიანთი უპირატესობის გამოყენება შეძლონ, სისწრაფესა და ტექნიკურ არსენალს ვგულისხმობ.
ანესთეზეოლოგი
26 სექტემბერი 2020 19:42
1
ე.ი ნახევარი გუნდის შეცვლა შეიძლება. რაღა დარჩა? 10 დაეშვათ და ეგ აჯობებდა. არა, ბოდიში - 11, მეკარეც ხომ იგივე უფლებებით სარგებლობს, რაც სხვები.

თუ არ ვცდები მწვრთელების შეცლაზეც ფიქრობენ უეფაში, ორი "შტაბის" დაშვებაზე, მეორე ტაიმის მეორე დღეს გადატანაზე, მოედანზე ერთდროულად ორი ბურთით თამაშზე და ა. შ. ან კიდევ მსაჯებმა რა დააშავეს? იყოს ორი, არა უკეთესია ან სამი და მეტი "ბრიგადა", მატჩის რამდენიმე (რანაკლებ 5) კომისარ/დელეგატი და ა.შ.

მე თუ მკითხავენ დავუშვებდი მეორე (დამოუკიდებელ) მატჩს (პარალელურს), ორ გამარჯვებულს (გამსვლელს), საერთოდ დავუშვებდი მეორე უეფას (ალტერნატიულს) და ა.შ.
იდალგო
26 სექტემბერი 2020 14:24
11
ჩაატარეთ რა ბოლო-ბოლო ეს თამაში და დაგვასვენეთ ერთხელ და სამუდამოთ ასე მგონია ჩვენ, რომ გვაქვს ევროპაზე მოხვედრის შანსი მაგიტომაც გაჩნდა ეს კორონა.DDD და თუ გამოვვარდებით შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.
ggg
26 სექტემბერი 2020 12:35
1
ბელარუსებთან 5 ცვლილების წესი ჩვენთვის უფრო მომგებიანია, იმიტომ რომ ჩვენ მეტი ფეხბურთელების რესურსი გაგვაჩნია, თითქმის ყველა რგოლში. აი ბელარუსებს თუ გავცდით ისევ მაკედონიას ვეთამაშოთ ჯობია, მეორედ მოვუგებთ.
გოგა
26 სექტემბერი 2020 18:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული