აღნიშნული მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისის შეგირდებს დაახლოებით ერთთვიანი პაუზა ექნებათ. C ჯგუფში "ჯვაროსნები" მომდევნო მატჩს სომხებთან 15 ნოემბერს, ესტონელებთან კი 18-ში ჩაატარებენ.
საინტერესოა, რომ უეფას ოფიციალურ გვერდზე დაფიქსირებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, "ბათუმი არენაზე" ითამაშებს. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ სფფ-ს არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, ახალ არენაზე ჯერჯერობით საფეხბურთო მატჩი არ გამართულა.
საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩავიდა