ვლადიმირ ვაისი: საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის უნდა გავიმარჯვოთ!

AutoSharing Option
ბელარუსთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი განაცხადა:

"კაშია თამაშისთვის მზადაა. გურამი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს განვიხილავთ და ხვალ გადავწყვეტთ, თუ ვინ ითამაშებს.

ხვალ ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. კლუბში ტრავმით ითამაშა, ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. რამდენიმე დღით დაისვენებს და შესაძლოა, შემდეგ ითამაშოს.

ლორიას სკანდალი დაუჯერებელია, კომენტარის გაკეთება არ მინდა. ის კარგი მეკარეა, კარგი ბიჭი და მას ვენდობი.

ბელარუსთან გულით უნდა ვითამაშოთ,
საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ვიცით, მილიონობით ქართველი იქნება ეკრანებთან და ისინი უნდა გავახაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება მოედნის საფარი, ჩვენ მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ. ამ მატჩის შემდეგ ერთი გუნდი იქნება გახარებული და იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით.

არ ვიცი, გვილია იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. მას მწვრთნელი შეეცვალა, რამდენიმე შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ადრე ნავალოვსკი კარგად იდგა მარცხენა ფლანგზე. ახლა 34 წლისაა, ტრავმა ჰქონდა, კლუბში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ვეძებთ მის შემცვლელს. ხვალ კარგ მეტოქეს ვხვდებით, ბალანსი უნდა დავიცვათ შეტევასა და დაცვას შორის. ვიცი, ვის დავაყენებ და ამას ხვალ იხილავთ.

ბელარუსმაც, ჩვენ მსგავსად, თავისი ჯგუფი მოიგო. ბევრი მაღალი დონისა და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც. კარგ დაცვას თამაშობენ, ორგანიზებული გუნდია. ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ერთი სიტყვით, კარგი გუნდია. მჯერა, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

დიდი მოტივაციითა და ჟინით უნდა ვითამაშოთ. ეს უნიკალური შანსია საქართველოსთვის, რომელიც 30 წელში პირველად მოვიდა. ქართველებს დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ - არველაძე, კალაძე, ყიფიანი, დარასელია, თუმცა ამ ეტაპამდე ეს თაობა მოვიდა.

ზოგჯერ ძალიან ქართულ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი შეხებით. ხვალ დიდი პასუხისმგებლობით უნდა გავიდეთ მოედანზე".

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვალ იცით რის ხარჯზე მოვიგებთ? ხალხი რომ არ იქნება. ძაან ზეწოლას ვახდენთ სტადიონზე ფეზბურთელების მიმართ იმიტომაცაა გასვლაზე უფრო კაი შედეგს რომ ვდებთ. ასე რომ უმატურებლოდ უფრო დიდი გვაქს მოგების შანსი. 3-0 ასე მთავრდება არ იდარდოდ
ალეკო
08 ოქტომბერი 2020 06:34
5
აბა, შევქმნათ კილომეტრიანი განრიდებისა და დისტანცირების ზონა, მოვნიშნთ წითელი ლენტებით, ჩამოკდოთ ელექტრონული დეტექტორები, მონიტორები და არავინ გავაკაროთ ამ ზონას
ზაზა
08 ოქტომბერი 2020 10:21
1
ველოდები ხვიჩას დუბლს! პანიკის საფუძველი არ არსებობს, მე ასე ვთვლი რატომღაც და აქ ზოგიერთის კომენტარებიდან გამომდინარე ეჭვი ეპარებათ ჩვენი გუნდის გამარჯვებაში. თუმცა ყველაფერი ხდება. ერთი ნაღდად ვიცი პენალტებამდე თამაშის მიყვანა არ შეიძლება, რასაც ბელორუსის ნაკრები შეეცდება. დროის გაყვანა, სიმულიაცია, პროვოკაციები
დავით67
08 ოქტომბერი 2020 03:15
3
მაკარაძე.

კვირკველია. ხოჭოლავა.

კაკაბაძე. კანკავა. ტაბიძე.

კიტეიშვილი.
შენგელია. კვარაცხელია.

ქვილითაია. ოქრიაშვილი.




romandro
08 ოქტომბერი 2020 02:38
4
სრული სვლით ევროპის ჩემპიონატსკენ, წარმატებები და დიდი სიყვარული საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!!!
❤❤❤
ირაკლი
08 ოქტომბერი 2020 01:51
0
ლორია
კაკაბა ხოჭო სოლო ნავალა
კანკავა გვილია
კიტე
კვარა ოქრი
ვაკო
Caruzo9
07 ოქტომბერი 2020 23:59
12
ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ტაბიძე, კვარაცხელია (მარცხნივ), კანკავა, გვილია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, (პასს თუ არ იძლევა შეცვალე), ქვილითაიას თამაში არ შეიძლება. ფორმაში არაა. მოკლედ თუ გინდათ 10 კაცი გადით და თამაში მოიგეთ. ლამაზი თამაში აჩვენეთ, მეტი არაფერი მინდა. ღმერთი შეგეწიოთ.
ლუკა
07 ოქტომბერი 2020 23:30
2
პას არ იძლევა კაი იყო :D პატარა ბიჭები არ არიან არც ვაკო და არც ოქრი მაგას ეხლა ვერ ისწავლიან უყვართ ბურთის თრევა და ამიტომაც არ განვითარდნენ.. დღეს შენი ბზრიალი და სალტოები არავის ჭირდება დროული პასი და საჭირო ადგილას კაცის მოტყუებას აქვს ფასი და არა გამუდმებით მოედნის ცენტრში არაფრის მომცემი მატაობა და მარიაჟობა
ჰაჰაჰა
08 ოქტომბერი 2020 10:55
1
აბა სადახართ ეხლა რომ გიხაროდათ ჩაკვეტაძემ კიევის დინამოსთან არ ითამაშა და კარგიაო ვიცოდი ფორმაში ჩადგომას როვერ მოასწრებდა.ეს კაშია რა ვერ მოიცილეთ თუ რამე თამაშის ბოლოს გამოგეყვანა ხოჭოლავას როგორ აჯობებს ეხლა მაგი.გამაგიჟებს რა ეს კაცი.ჩაკვე არარის და კვარა მაინც ათამაშოს თავის ფლანგზე იქეთ შენგელია და ფლანგები დახატავს.
თემური
07 ოქტომბერი 2020 23:15
4
ბლეფაობს ვაისი,კაშია სკამზე იქნება,ჩაკვეტაძე განცხადში,ხოლო გვილია და ნავალოვსკი,რომელთაც ბელორუსიის ჩემპიონატში აქვთ ნათამაშები, ძირითადში იქნებიან...
Caruzo9
07 ოქტომბერი 2020 23:15
3
მეკარე - ლორია

დაცვა - კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ტაბიძე

ნახევარდაცვა - კანკავა - კიტეიშვილი - ოქრიაშვილი - კვარაცხელია - შენგელია

წინ - ყაზაიშვილი

ესაა ჩემი პროგნოზი
საქართველო
07 ოქტომბერი 2020 22:03
12
მშვენიერი შემადგენლობაა მომგებიანი
დათო
07 ოქტომბერი 2020 22:39
3
რატომღაც გული მიგრძნობს, რომ შენგელია თავის მშობლიურ მოედანზე გაიტანს გოლს შორიდან.
მინდია
07 ოქტომბერი 2020 22:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული