ვლადიმირ ვაისი: საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის უნდა გავიმარჯვოთ!

AutoSharing Option
ბელარუსთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი განაცხადა:

"კაშია თამაშისთვის მზადაა. გურამი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს განვიხილავთ და ხვალ გადავწყვეტთ, თუ ვინ ითამაშებს.

ხვალ ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. კლუბში ტრავმით ითამაშა, ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. რამდენიმე დღით დაისვენებს და შესაძლოა, შემდეგ ითამაშოს.

ლორიას სკანდალი დაუჯერებელია, კომენტარის გაკეთება არ მინდა. ის კარგი მეკარეა, კარგი ბიჭი და მას ვენდობი.

ბელარუსთან გულით უნდა ვითამაშოთ,
საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ვიცით, მილიონობით ქართველი იქნება ეკრანებთან და ისინი უნდა გავახაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება მოედნის საფარი, ჩვენ მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ. ამ მატჩის შემდეგ ერთი გუნდი იქნება გახარებული და იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით.

არ ვიცი, გვილია იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. მას მწვრთნელი შეეცვალა, რამდენიმე შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ადრე ნავალოვსკი კარგად იდგა მარცხენა ფლანგზე. ახლა 34 წლისაა, ტრავმა ჰქონდა, კლუბში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ვეძებთ მის შემცვლელს. ხვალ კარგ მეტოქეს ვხვდებით, ბალანსი უნდა დავიცვათ შეტევასა და დაცვას შორის. ვიცი, ვის დავაყენებ და ამას ხვალ იხილავთ.

ბელარუსმაც, ჩვენ მსგავსად, თავისი ჯგუფი მოიგო. ბევრი მაღალი დონისა და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც. კარგ დაცვას თამაშობენ, ორგანიზებული გუნდია. ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ერთი სიტყვით, კარგი გუნდია. მჯერა, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

დიდი მოტივაციითა და ჟინით უნდა ვითამაშოთ. ეს უნიკალური შანსია საქართველოსთვის, რომელიც 30 წელში პირველად მოვიდა. ქართველებს დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ - არველაძე, კალაძე, ყიფიანი, დარასელია, თუმცა ამ ეტაპამდე ეს თაობა მოვიდა.

ზოგჯერ ძალიან ქართულ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი შეხებით. ხვალ დიდი პასუხისმგებლობით უნდა გავიდეთ მოედანზე".

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 36 /
გაითანეტ "გრელანდია"!!!
სანდრო
16:44 08-10-2020
1
გამარჯვება საქართველოს ნაკრებს!ჩემი აზრით მარცხენა დაცვაში თამაშს გია გრიგალავა დაიწყებს.
რუსლანი
13:12 08-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული