ვლადიმირ ვაისი: საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის უნდა გავიმარჯვოთ!

AutoSharing Option
ბელარუსთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი განაცხადა:

"კაშია თამაშისთვის მზადაა. გურამი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს განვიხილავთ და ხვალ გადავწყვეტთ, თუ ვინ ითამაშებს.

ხვალ ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. კლუბში ტრავმით ითამაშა, ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. რამდენიმე დღით დაისვენებს და შესაძლოა, შემდეგ ითამაშოს.

ლორიას სკანდალი დაუჯერებელია, კომენტარის გაკეთება არ მინდა. ის კარგი მეკარეა, კარგი ბიჭი და მას ვენდობი.

ბელარუსთან გულით უნდა ვითამაშოთ,
საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ვიცით, მილიონობით ქართველი იქნება ეკრანებთან და ისინი უნდა გავახაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება მოედნის საფარი, ჩვენ მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ. ამ მატჩის შემდეგ ერთი გუნდი იქნება გახარებული და იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით.

არ ვიცი, გვილია იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. მას მწვრთნელი შეეცვალა, რამდენიმე შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ადრე ნავალოვსკი კარგად იდგა მარცხენა ფლანგზე. ახლა 34 წლისაა, ტრავმა ჰქონდა, კლუბში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ვეძებთ მის შემცვლელს. ხვალ კარგ მეტოქეს ვხვდებით, ბალანსი უნდა დავიცვათ შეტევასა და დაცვას შორის. ვიცი, ვის დავაყენებ და ამას ხვალ იხილავთ.

ბელარუსმაც, ჩვენ მსგავსად, თავისი ჯგუფი მოიგო. ბევრი მაღალი დონისა და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც. კარგ დაცვას თამაშობენ, ორგანიზებული გუნდია. ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ერთი სიტყვით, კარგი გუნდია. მჯერა, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

დიდი მოტივაციითა და ჟინით უნდა ვითამაშოთ. ეს უნიკალური შანსია საქართველოსთვის, რომელიც 30 წელში პირველად მოვიდა. ქართველებს დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ - არველაძე, კალაძე, ყიფიანი, დარასელია, თუმცა ამ ეტაპამდე ეს თაობა მოვიდა.

ზოგჯერ ძალიან ქართულ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი შეხებით. ხვალ დიდი პასუხისმგებლობით უნდა გავიდეთ მოედანზე".

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვალ ხვიჩა და შენგელია დააყენე ფლანგებზე ჩაკეტილი თამაში იქნება და შირიდან დამრტყმელი გვინდა შენგელია კარგადაც ურტყავს შორიდან და დინამოს მინდორიც მისი მშობლიურია......
Roma
07 ოქტომბერი 2020 19:01
0
მეც მგონია,რომ აუცილებლად ათამაშებს.მაკედონიასთან ჩვენი დიდი შეცდომა იყო,რომ ისეთ წვიმაში,შორიდან არ ვურტყით.თან მეკარეების პრობლემაც აქვთ და აუცილებლად უნდა მოსინჯონ.
სოსო
07 ოქტომბერი 2020 23:28
1
საქართველოსთვის კიარა, კვარა დააყენე სადაც საჭიროა, თორე აქედან ვერგაასწრებ!!
c
07 ოქტომბერი 2020 18:55
9
წარმატებები ბიჭებს!
david
07 ოქტომბერი 2020 18:49
0
რატომღაც გული მიგრძნობს, რომ შენგელია თავის მშობლიურ მოედანზე გაიტანს გოლს შორიდან.
მინდია
07 ოქტომბერი 2020 22:02
1
ერთი სული აქვს როგორნე წააგონ ბიჭებმა. ნოემბერში ეგრევე რუსეთში იჯდება მწვრთმელად. გენტმა მთელი წელი არ ათამაშა ტრავმიანი და წხლა ათამაშეს? ვაის. პუტინს ეკაიფე, რუსეთში რო მოძუძგავ.
რობიზონი
07 ოქტომბერი 2020 19:02
55
რობიზონ შეურაცხყოფას რატომ აყენებ კაცს? ანონიმურად ადვილია?ეგრე რომ ცხოვრებაში ვინმეს მოექცე, საკადრისს მიიღებ!
Valderrama
07 ოქტომბერი 2020 19:36
10
ლორია, კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე, კანკავა კიტეიშვილი, ოქრიაშვილი კვარაცხელია ყაზაიშვილი, ქვილითაია.. ალბათ ასე დააყენებს
შოთა
07 ოქტომბერი 2020 19:43
8
ჰოდა თუ 2 კაცის იმედზე იქნება ნახევარდაცვაში მაგარი სირი ყოფილა.
martlaaa
08 ოქტომბერი 2020 15:03
0
ეგრე ბევრმა თქვა ვლადიმერ მაგრამ საქართველოში ისეთი მწვრტნელები შეარცხვინეს ჩვენმა ფეხბურთელებმა რომ უკეთესს ვერც ინატრებდა რომელიმე ნაკრები, ჯერ გადახტით და მერე თქვით ჰოპლა
ლეჩხუმელი
07 ოქტომბერი 2020 19:18
16
მეკარე - ლორია

დაცვა - კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ტაბიძე

ნახევარდაცვა - კანკავა - კიტეიშვილი - ოქრიაშვილი - კვარაცხელია - შენგელია

წინ - ყაზაიშვილი

ესაა ჩემი პროგნოზი
საქართველო
07 ოქტომბერი 2020 22:03
12
მშვენიერი შემადგენლობაა მომგებიანი
დათო
07 ოქტომბერი 2020 22:39
3
ლორია ტაბიძე-კვირკველია-კაშია-კაკაბაძე კანკავა კიტეიშვილი-კვარაცხელია-ოქრიაშვილი ყაზაიშვილი-ქვილითაია. რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ამ შემადგენლობას გამოიყვანს
BOSS
07 ოქტომბერი 2020 20:41
5
ველოდები ხვიჩას დუბლს! პანიკის საფუძველი არ არსებობს, მე ასე ვთვლი რატომღაც და აქ ზოგიერთის კომენტარებიდან გამომდინარე ეჭვი ეპარებათ ჩვენი გუნდის გამარჯვებაში. თუმცა ყველაფერი ხდება. ერთი ნაღდად ვიცი პენალტებამდე თამაშის მიყვანა არ შეიძლება, რასაც ბელორუსის ნაკრები შეეცდება. დროის გაყვანა, სიმულიაცია, პროვოკაციები
დავით67
08 ოქტომბერი 2020 03:15
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული