ცნობილია, გამართავს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე თბილისში ამხანაგურ მატჩს არ ჩაატარებს.

"2 ივნისს შევიკრიბებით სრულად. შეკრებას გავივლით ავსტრიაში, რადგან წინასწარ შეთანხმებულ ნაკრებებთან ამხანაგურები თბილისში მათი უარის გამო აღარ გამოვა, რადგან ისინიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ", - განაცხადა იაშვილმა. ძალაში რჩება 9 ივნისს მონტენეგროში თამაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით
20:00 საათზე დაიწყება.

altსანიოლის სია - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

მკითხველის კომენტარები / 41 /
ამხანაგური და ხინკლებზე თუ ითანაშებენ ეს ძალად ტიპები, პროგრამა მაქს. ჯუღელას თვალში მოხვდე
ჯუბა
12:43 23-05-2024
1
გარკვევით წერია ძალაში რჩება მონტენეგროსთან თამაშიო და აქ ერთი ამბავი რატო გაქვთ ატეხილი?? წაკითხულის გააზრება გიჭირთ ხალხო თუ რა ჯანდაბა გჭირთ? თან სიტყვასიტყვით ამბობს ვისთანაც ვაპირებდით თამაშს თბილისში ის ნაკრებიც გავიდა ევროპაზე და ვეღარ ჩამოდისო, მონტენეგრო არ გასულა კარგად იცით ანუ ყველაფერი გარკვევით თქვეს მაგრამ თქვენ მაინც ვერ იგებთ
gel-100
11:25 23-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული