არის, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება
გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ბელარუსი 1:0
გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

მკითხველის კომენტარები / 147 /
ძალიან გულმავიწყები ვართ 6-7 წლის წინ ლიხტენშტეინთან მოგებას ვნატრობდით და ახლა ევროპაზე ლამაზი ფეხბურთით გასვლა გვინდა... შეეშვით ვაისს შევირგოთ რა... უარესად უთამაშიათ და ევროპა მოვიგოთ იღბლით მე თანახმა ვარ...
A
08 ოქტომბერი 2020 22:31
5
რატომ არსებობენ დედამიწაზე ადამიანები რომლების სულ უარყოფითს ეძებენ? წავაგებთ და რად მინდა ლამაზი თამაში თუ წავაგეთო,მოვიგებთ და რათ მინდა ეგეთი მოგება თუ ლამაზად არ ვითამაშეთო :-) თვითონაც არ იციან რა უნდათ. ამიტომ ეგეთებმა ბოღმა ანთხიეთ და ვისაც გვიხარია საქართველოს და ქართული ფეხბურთის წარმატება გაგვატარეთ.ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას და იმედი 12 ნოემბერსაც გაგვახარებენ ჩვენი ბიჭები
საქართველო
08 ოქტომბერი 2020 22:31
8
შენ ან მარტო 10 წელია რაც ფეხბურთს უყურებ ან მანამდე სხვა ნაკრებს უყურებდი და ჩვენი გეგონა.
შენ რომ გკითხოს კაცმა 10 წლის წინ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდით და მუნდიალი არ გაგვიმაზავს კიდე
FIFA-ს
08 ოქტომბერი 2020 23:24
2
როდის ნახე შენ ბოლო 10 წელი ლამაზი თამაში?))
FIFA
08 ოქტომბერი 2020 23:09
2
ყველა გამოხმაურება
მადლობა ბიჭებს!!! ვაისთან მეც მაქვს შეკითხვები შემადგენლობასთან და ცვლილებებთან დაკავშირებით• მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და კიდევ საინტერესო ისაა რო მოგებაზე ვიძახით არ მოგვეწონაო :) მანამდე ვამბობდით მაგრა ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო უკვე სხვა დონეზე ვართ და ეს უკვე დიდი პლიუსია!
Bokinio
08 ოქტომბერი 2020 22:29
4
ჩვენმა ნაკრებმა მოუგო საკმაოდ ფიზიკურად ჩვენზე ზლიერ გუნდს და თქვენ გინდატ რომ 90 წუთი შეტევაში გაეტარებინა?
dato
08 ოქტომბერი 2020 22:28
5
mougo ara gadauara kidev . uketesi gvinda.msgavsi tamashit ver gavcdebit
suares
08 ოქტომბერი 2020 22:37
14
ეტყობა აქ დაწერილი კომენტარები რო წააკითხეთ მაგიტო იყო ბრძოლა და არა ფეხბურთი, ისე ამ სამარცხვინო მოედანზე უნდა გავმართოთ ფინალი? კაი თუ მინდორს ვერ შევცვლით იქნებ კომენტატორები შევცვალოთ
Semi
08 ოქტომბერი 2020 22:28
4
moviget esaa mtavari gilocavt mtel sakartvelos
KUTAISELI
08 ოქტომბერი 2020 22:23
0
ვულოცავ სრულიად საქართველოს! ბიჭებო,პირველ რიგში მადლობა გამარჯვებისთვისა და თავდადებისთვის!საყვედურად ნუ მიიღებთ,მაგრამ აშკარად მოსამატებელი გაქვთ,წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება!
Alex.F
08 ოქტომბერი 2020 22:23
1
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე პირადად შემრცხვა ამ გუნდთან ასეთი თამაშის....ეს ვაისი კიდე სულ გამოყლ...და,89წთ.1:0-ზე 3 ზამენას აკეთებს,6წთ.დამატებულზე.ფეხბურთელი ხომ უნდა შევიდეს თამაში,აზზე ხომ უნდა მოვიდეს და ამ დროს ბურთის გაშვება სულ თავისუფლად შეიძლება.ვერაა ჯანზე,სულ შეიძლება ზამენები ბოლო 10წთ-ში აკეთო.შეიძლება არ იცის რომ მანამდეც შეიძლება,ვინმე დაეხმარეთ სამწვრთ.შტაბიდან,თუ თქვენც არ იცით......
კახა ქ.
08 ოქტომბერი 2020 22:22
21
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე პირადად შემრცხვა ამ გუნდთან ასეთი თამაშის....ეს ვაისი კიდე სულ გამოყლ...და,89წთ.1:0-ზე 3 ზამენას აკეთებს,6წთ.დამატებულზე.ფეხბურთელი ხომ უნდა შევიდეს თამაში,აზზე ხომ უნდა მოვიდეს და ამ დროს ბურთის გაშვება სულ თავისუფლად შეიძლება.ვერაა ჯანზე,სულ შეიძლება ზამენები ბოლო 10წთ-ში აკეთო.შეიძლება არ იცის რომ მანამდეც შეიძლება,ვინმე დაეხმარეთ სამწვრთ.შტაბიდან,თუ თქვენც არ იცით......
კახა ქ.
08 ოქტომბერი 2020 22:21
18
პირველ რიგში გეტყვით, რომ საზოგადოებრივ არხზე თამაშის ტრანსლირება იყო და რუსულ ვიდეოს რა პონტში დებთ ვერ გავიგე.
მწვრთნელი გვინდა ნორმალური, ვაისი ძალიან იღბლიანია 98% ჭე კლასის გუნდებთან მოუწია შეხვედრა, ნორმალურ გუნდებთან რომ გადავალთ ძალიან გაგვიჭირდება, არა და ბიჭები მომწონს შეილება კარგი გუნდის დაკომპლექტება.
ჩემი აზრით მაკედონიის შემდეგ უნდა გამოიცვალოს მწვრთნელი და ასეც იქნება თუ მთავრობა შეიცვლება! (კორუფცია ინ ექშენ)!
ემიგრანტი
08 ოქტომბერი 2020 22:21
32
ემიგრანტს

მერე იღბლიანი რომაა ცუდია? :) ეს ბიჭები თვითონ კი არ ათამაშდნენ, მწვრთნელმა მისცა შესაძლებლობა. მოვა ვიღაცა იდიოტი და მოიყვანს ისევ ძველ ბიჭებს და ნარკამანებს და დამთავრდება მოგებებიც. კაი რა რეებს წერთ თუ ძმა ხარ
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2020 02:18
1
ემოგრანტო, მართალი ხარ.
რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2020 00:32
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული