ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე

AutoSharing Option
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"მადლობა მოლოცვისთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ლამაზი ფეხბურთის თამაში გვინდა, თუმცა დღეს მთავარი მოგება იყო.

დღეს ყველა ბედნიერია, ფეხბურთელებიც, ხალხიც. ისტორიის შეცვლა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ იქნება ადვილი. ვნახოთ, ვინ შეგვხვდება ფინალში.

კარგად დავიწყეთ, 3 კარგი მომენტი გვქონდა. ასეთ თამაშში, როცა გოლს გაიტან, თამაში უნდა აკონტროლო. ვაკოსა და ხვიჩას მომენტების დროს ძალიან დამწყდა გული, უნდა
გაეტანათ პირველ ტაიმში.

შემდეგ ჩვენმა საყრდენებმა ყვითელი ბარათი მიიღეს. ძალიან სახიფათო იყო ასე თამაში, თუმცა ისინი შეუცვლელები არიან, ძალიან მაგრად ითამაშეს.

კიტესაც უკეთ შეუძლია თამაში. იგივე ითქმის ხვიჩაზე, ძალიან კარგი ბიჭია და შეუძლია უკეთესად ითამაშოს.

ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ბელარუსები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენმა დაცვამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობას. ლორიას ბევრი საქმე არ ჰქონია, მეტოქეს კარში არ დაურტყამს.

ახლა ბედნიერები ვართ, დავისვენებთ და პოლონეთში გავემგზავრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის ერთა ლიგაზე, ჯერ სომხეთთან, შემდეგ მაკედონიასთან.

საქართველოს არასდროს წაუგია სომხეთთან, მე კი არასდროს მომიგია. სომხეთთან ორივე თამაში წავაგე, გასვლაზე 1:3, სახლში 0:4 და სამსახურიც დავკარგე. ასე რომ, მოგება მეც ძალიან მინდა.

თორნიკე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მისთვის გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს კვიპროსში. თუმცა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თემურ ქეცბაიას, მან წაიყვანა ქართველი ბიჭები, ათამაშებს.

თორნიკემ გოლი გაიტანა და სამართლიანად შეიძლება საუკეთესოდ დავასახელოთ. თუმცა, გოლის გარდა, ბევრი კარგი ეპიზოდი იყო.

კვეკვესკირმა, კაშიამ, კვირკველიამ ძალიან კარგად ითამაშეს. დვალმა სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, კაკაბაძეც ახლა გადავიდა კლუბში, პრაქტიკა არ ჰქონდა.

ჯაბა კანკავაზე ცალკე უნდა ვთქვა, ეს გუნდი მის და კაშოს გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჯაბა ყოველთვის, ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მწვრთნელის ბედი ყოველთვის შედეგზეა დამოკიდებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს კონტრაქტს, გავაგრძელებთ თუ არა. მთავარია, ფინალი მოვიგოთ. აგებ, შენი ბრალია, იგებ და გმირი ხარ. საქართველოს არასდროს დავივიწყებ, აქ ხომ კარგი 5 წელი გავატარე. თუ დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე. შესაძლოა დავრჩე, არაფერია გამორიცხული. ბიჭებმა კლუბებში კარგად უნდა ითამაშონ.

ჩაკვეტაძეზე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ ათამაშეს "გენტში". ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია, მაგრამ ტრავმა აქვს, დაუჯერებელი დაზიანებით ნახევარი საათი როგორ ათამაშეს. კლუბთან რაღაც უნდა მოვაგვაროთ და დავეხმაროთ გიორგის ტრავმის მოშუშებაში. 3 დღე ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად იმუშავებს და 12 ოქტომბერს კლუბში დაბრუნდება.

ქვილითაიამ უნდა მოუმატოს, ასევე - ლობჟანიძემ. ვაკო გვილია კარგი იყო, კარგი შანსი შექმნა. ჯიმი კარგი ბიჭია, თუმცა ბოლოს შეცდომა დაუშვა.

ბიჭები ფსიქიკურად და ფიზიკურად ძალიან დაიღალნენ. სომხეთთან ცვლილებები იქნება. კაკაბაძე დაისვენებს, კაშოც. მეორე მეკარეს მინდა შანსი მივცე. წინა ხაზში მაღალი ფორვარდი გვეყოლება. კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთ. შემადგენლობაში 4-5 ცვლილება იქნება.

დღეს მაკედონიას უკეთესად ვიცნობთ, ვიცით, რა შეუძლია, როგორ თამაშობს. თუმცა ფინალზე ვერ ვისაუბრებ ჯერ, წინ სომხეთთან თამაში გველის და ამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ჩაკვე" ისეთ ფორმაში რომ იყოს, 1.5 წლის წინ რომ იყო, შესაძლოა, ორი გოლი გაეტანა, მაგრამ ჯერ ფორმაში არაა, ტრავმა აქვს. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, ფეხბურთელები 1 თვის შემდეგ კლუბებიდან კარგ ფორმაში დაბრუნდებიან".

მკითხველის კომენტარები / 53 /
ნაკრების ბოლო დროინდელი წარმატება დიდ წილად ფეხბურთელების დამსახურებაა. ვაისის ჯინი არავის აქვს. გვინდა უფრო კვალიფიციური მწვრთნელი, რომელიც თანამედროვე, გუნდურ ფეხბურთს ათამაშებს ბიჭებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ფეხბურთელებმა არ იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე. არავითარი შეთამაშებული კომბინაცია, არავითარი დამუშავებული სტანდარტი, არავითარი დაყენებული დარტყმა, ზოგიერთი ფეხზეც ძლივს იდგა. კვალიფიციურმა მწვრთნელმა უნდა მიუთითოს ფეხბურთელს ნაკლზე და იმუშაოს მისი რეკომენდავიებით ხარვეზის გამოსასწორებლად. არადა ინდივიდუალურად კარგი ბიჭები არიან და კარგი მწვრთნელის პირობებში შეუძლიათ ტოლ-სწორად ეთამაშონ, გრანდებს არა მაგრამ ავსტრიას, შვეიცარიას, შოტლანდიის და მსგავს ნაკრებებს. ხოლო თუ თავს გადადებ გრანდებთანაც შეიძლება თამაში. დღევანდელი ქართული ფეხბურთი ცარიელ ადგილას არ შექმნილა და რატომ ვკმაყოფილდებით ბელორუსიის და მისთანა ჭე კლასის გუნდებთან გაჭირვებით მოგებას. ამ თამაშით ჩვენ ევროპაზე არ გვესაქმება. ეს უბრალოდ წვალება და წყლის ნაყვაა. თუ არადა აღდგომა და ხვალეო.
თენგაბი
09 ოქტომბერი 2020 22:09
4
კიდევ კარგი ფიფამ და უეფამ ასეთი ტურნირი მოიფიქრეს - ერთა ლიგა! ეს ტურნირი რომ ყოფილიყო დაწყებული არველაძე, ქეცბაია, ქინქლაძის დროს - უწყვეტი მონაწილეობა გვექნებოდა დღემდე ყველა ტურნირზე! ვაისს არჩევნებამდე გაუგრძელებენ ხელშეკრულებას - არდა კაცს არ მოუგია არცერთი შესარჩევი თამაში გარდა ანდორისა და მეხუთე ხარისხოვანი ერთა ლიგისა...
ნოდარი
09 ოქტომბერი 2020 19:59
3
თენგოს: რა შუაშია და აქ უმეტესობამ არ იცის ეგ, საგინებლად აკეთებენ კომენტარებს. ძალიან ბევრია პოლიტიკური პარტიის ტროლები, რომელთაც ვაისის ეროვნება კი არა, ბურთი კვადრატული ჰგონიათ. ერთი მორჩეს ეს არჩევნები, ნაწილობრივ დაწყნარდებიან, რადგან ამ ტროლებს მერე ფულს აღარ გადაუხდიან.
ავთო
09 ოქტომბერი 2020 19:44
0
კიდევ კარგი მოიგონეს ერთა ლიგა თორე ვნახავდი რას იზამდა ვაისი და რას იზამდნენ ეს ფეხბურთელები ქუსლით თამაშით
09 ოქტომბერი 2020 16:19
2
ასეᲗი დისციპლინირებული ნაკრები გახსოვᲗ? სულ ᲗვალებᲨი უყურებენ მწვრᲗნელს! მე კი ვაისამდე მახსოვს Შეცვლის გამო ოქრიაᲨვილმა როგორ აგინა ცხადაᲫეს...
ზურა
09 ოქტომბერი 2020 15:41
0
ვაისს თუ გავეყრებით, უის არ შევეყაროთ..
gg
09 ოქტომბერი 2020 13:39
4
რა ვქნა შეგაგინოთ?
თუ ტრამვა აქვს რა ჭირს? და როდის შეეძლება თამაში.
ვინ ხართ??? რას ასაიდუმლოებთ?
ქართველების ხელშია ეს ბავშვი საერთოდ???????
თენგო
09 ოქტომბერი 2020 13:16
0
მოიგე ბატონო ევროპის ჩემპიონატი და წადი)))
ბათუმის ფანი
09 ოქტომბერი 2020 13:11
2
რა მოგვიტანა ბელგიაში ჩაკვეტაძის წასვლამ? ბიჭი უკან უკან მიდის მადლობა ღმერთს კვარაცხელია მოგვივლინა თორემ ბელორუსია გადაგვივლიდა.
dato
09 ოქტომბერი 2020 13:09
0
კი მაგრამ, ვითომ ბელგიის ბრალია ეგ?
mixeili
09 ოქტომბერი 2020 20:52
1
სირცხვილია ამ გუნდით ევროპაზე, თავი ბოლომდე მოგვეჭრება
ია
09 ოქტომბერი 2020 11:48
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული