ევროპირველობის ნახევარფინალში საქართველომ ბელარუსი (1:0), ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვო დაამარცხა (2:1) და ერთმანეთს ფინალში თბილისში შეხვდებიან.
კოსოვოს ძლევის შემდეგ მაკედონიელები აღფრთოვანებულები არიან. მათი წამყვანი სპორტული გამოცემა "სპორტმედია" წერს, რომ ევროზე გასვლის დიდი შანსი აქვთ.
"მაკედონია ფინალშია. ჩვენ გვაქვს კლასი კოსოვოს დასამარცხებლად და...
ჩვენი ლომები ეპოპეისაკენ მიისწრაფვიან! ახალი ისტორიის დასაწერად თბილისში მიემგზავრებიან!
გამარჯვება! შესანიშნავია! მაკედონიას მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ოცნება მალე ასრულდება. გუნდი გეგმის მიხედვით მიიწევს წინ. მაკედონია - ეს კლასია. ახლა კოსოვომ იცის, ვინ ვინაა. ჩვენ პანდევის სახით გვყავს
ახალი სიხარული, ყოჩაღ მაკედონია! ერთი თვის შემდეგ ელიტაში მოსახვედრად თბილისში მივემგზავრებით. გაიხარე მაკედონიავ ამ ბიჭებით!".