მაკედონიური მედია: მაკედონია კლასია - ახალი ისტორიის დასაწერად თბილისში მიემგზავრებიან!

AutoSharing Option
ევროპირველობის ნახევარფინალში საქართველომ ბელარუსი (1:0), ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვო დაამარცხა (2:1) და ერთმანეთს ფინალში თბილისში შეხვდებიან.

კოსოვოს ძლევის შემდეგ მაკედონიელები აღფრთოვანებულები არიან. მათი წამყვანი სპორტული გამოცემა "სპორტმედია" წერს, რომ ევროზე გასვლის დიდი შანსი აქვთ.

"მაკედონია ფინალშია. ჩვენ გვაქვს კლასი კოსოვოს დასამარცხებლად და...

ჩვენი ლომები ეპოპეისაკენ მიისწრაფვიან! ახალი ისტორიის დასაწერად თბილისში მიემგზავრებიან!

გამარჯვება! შესანიშნავია! მაკედონიას მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ოცნება მალე ასრულდება. გუნდი გეგმის მიხედვით მიიწევს წინ. მაკედონია - ეს კლასია. ახლა კოსოვომ იცის, ვინ ვინაა. ჩვენ პანდევის სახით გვყავს
"ათიანი" დიდი გულითა და გონებით.

ახალი სიხარული, ყოჩაღ მაკედონია! ერთი თვის შემდეგ ელიტაში მოსახვედრად თბილისში მივემგზავრებით. გაიხარე მაკედონიავ ამ ბიჭებით!".

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგით ხალხო, რა გჭირთ. არ მინდა იმ ქალივით გამომივიდეს, მაგრამ არაფრისთვის არ მიგვიღწევია ჯერ ისეთისთვის, რომ ასე ავჟიტირდეთ. რეალობა ისეთია, რომ მაკედონია იქნება ცოტა უფრო ფავორიტი, გამომდინარე პანდევის ფაქტორისა და კიდევ ყავთ რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ ლიგებში. ალბათ საშინაო ფაქტორიც (უმაყურებლობის მიუხედავად) დაგვეხმარება, ცოტაც უნდა გაგვიმართლოს და გავიდეთ იქნებ ამ ევროპაზე, მაგრამ ახლა დავშოშმინდეთ რა, უხერხულია ცოტა არ იყოს...
levani
09 ოქტომბერი 2020 18:03
0
ჩაკვე ჩადგეს ფორმაში და აქედან დაგანახებთ ინდოეთს!!! მგონი მანდ ჩაისვარა ნამდვილმა მაკედონელმა.
09 ოქტომბერი 2020 14:16
0
შეჭამონ არა ის კიდევ. მთელი მატჩი ბელორუსები ისე ცუდად თამაშობდნენ , ლამის ეხვეწებოდნენ გაგვიტანეთ გთხოვთო ჰაჰაჰაჰა. ტიპებმა პენალტის გარდა გოლი ვერ გაიტანეს
ასეა
09 ოქტომბერი 2020 14:14
6
იმ თამაშით , რაც გუშინ ითამაშეს , ეცროპაზე კი არა , უბნის ტურნირზე ვერ გავა გუნდი
კახაბერი
09 ოქტომბერი 2020 18:51
2
მახსენდება ხორვატიის ნაკრების განცხადება და კობიაშვილის გოლი ბოლო წუთზე ვინ დაბრუნდა სახლსი გულგატეხილი ყველას გვახსოვს. არაფერი გუნდი არაა უფრო მეტიც კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის დონის არცერთი ფეხბურთელი არ ყავთ დღეის გადმოსახედიდან
ლაშა
09 ოქტომბერი 2020 12:52
1
არ არის საჭირო ასეთი იქედნური ლაპარაკი. ვუყურეთ მაკედონიას და არ იმსახურებს ეს გუნდი ასეთ ლაპარაკს, იგებდნენ და უტევდნენ ისევ. ჩვენ მეტი სითამამე გვჭირდება და არა ის, რომ თამაში წავიყვანოთ და მერე ერთი სული გვქონდეს დროის ამოწურვის. დამაგვირგვინებელ ფაზაში სწორი გადაწყვეტილებებიც გვიჭირს. რაც შეეხება კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის იმათთან შედარებას, არც ერთს სამწუხაროდ ჯერ ისეთისთვის არ მიუღწევია - პანდევს ხელი წამოვკრათ, ყავთ ასევე სხვა ფეხბურთელები ჩვენებზე უკეთეს გუნდებში...
levani
09 ოქტომბერი 2020 17:55
0
თბილისში კარგად გამოჩნდა რასაც წარმოადგენ მაკედონიის ნაკრები. გოლის გარდა სახიფათო მომენტიც კი არ ქონიათ. ასე რომ ჩვენი ლომები უბრალოდ ვალდებულები არიან შეჭამონ ესენი.
ქართველი
09 ოქტომბერი 2020 12:25
1
არაფერი გუნდი არაა მაკედონია კოსოვოში რო ყოფილიყო კოსოვო მოუგებდა თან 4 წამყვანი ფ. აკლდა ამგენს თუ ვერ მოუგე რა გვინდა ევროპაზე მაშვინ.სომხეთმა ორივე თამაში 4-1მოუგო სახლში დდ
źaza
09 ოქტომბერი 2020 12:16
1
სომხეთი შენ ძალიან სუსტი გგონია?
levani
09 ოქტომბერი 2020 17:56
1
სტადიონს დირექტორი ყავს? წინა თამაშზე მოედანზე დაცურავდნენ , ამ თამაშზე ფეხზე ვერ იდგნენ, თუმცა მცირე წვიმა იყო ორი დღის წინ. ოქრიაშვილი ნახევარი თამაში იწვა მოედანზე.
თამაზი
09 ოქტომბერი 2020 11:00
0
ბელარუსმა 6 თვე იბაქიბუქა, ამათ იმაში გაუმართლა რომ 1 თვე აქვთ სამაგისოდ)))) ამათი ოცნებების სასაფლაო დინამოზეა!! ჩვენებს რაც შეეხება ან მოედანის მორწყვას დაანებეთ თავი თუ უეფა არ გააჩმახებს ანკიდე ისეთი ბუცები მაინც მიეცით ბიჭებს სრიალით რომ არ დაიღალონ!!! რა უბედურება ბოლო 2 თამაშია ძან თვალში საცემია ეს წუნი.
ვალერი
09 ოქტომბერი 2020 10:53
1
გუშინდელივით თუ ვითამაშეთ უეჭველი მოგვიგებენ, თან ამ მოედანსაც თუ არაფერი ეშველა, როგორ სრიალებდა გუშინ ბიჭები ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? იქნებ ჯობია ბათუმის ახალ სტადინზე კარგ მინდორზე თამაში?
fff
09 ოქტომბერი 2020 10:48
3
ამათი ბაქი ბუქი მომწონს სახიფათო გუნდია მაგრამ კარგია მაკედონია რომ შეგვხვდა.მოუგებთ თან 14ტში სპარინგ თამაში იქნება და ჩაკვეც მოიხდება იმედია მანამდე.კიტემ უნდა მოუმატოს და ყაზაიშვილმაც ბილომდეა საქმე დასამთავრებელი
თემური
09 ოქტომბერი 2020 09:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული