საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა და მატჩის შემდეგ მთელი საქართველო იზეიმებდა.
ვფიქრობ, ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო გუნდი გვყავს და ფინალში, ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!
გილოცავთ, ბიჭებო, ვულოცავ მწვრთნელს და ყველა გულშემატკივარს." - დაწერა შოთამ.
არავინ ამბობს რომ ადვილია.
სულ ერთი ბრძოლა, ერთი მოგება
და ისტორია დაწერილია.