საქართველოს ნაკრები სომხეთთან მოსაგებ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი თქვა, რომ ამ მატჩში ცვლილებებს განახორციელებდა, მაგრამ თუ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ერთბაშად 9 ფეხბურთელს შეცვლიდა, ამას არავინ მოელოდა. საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში კვარაცხელია. რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა. წამყვანი ფეხბურთელების ჩრდილოეთ მაკდონიასთან მატჩისათვის დასვენება, ალბათ, ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბელარუსთან უთამაშებელ ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

პირველივე წუთზე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ვიდრე მოედანზე დაბრუნდებოდა, სწრაფი კონტრშეტევისას ბარსეგიანი მარცხენა
ფლანგზე ჯიღაურს გაექცა და მისი პასით ბაირამიანმა ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და მეკარე იურჩენკომ ყაზაიშვილსა და კაჭარავას არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, გვილიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, პირისპირ გასული კაჭარავას დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

5 ნაღდი მომენტის განიავების შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისშივე კაჭარავამ შენგელიას ჩინებული დრიბლინგის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა. მერე მასვე შეეძლო კარში დარტყმა, მაგრამ დაახანა და კარგი მომენტი დაიკარგა. მეტოქემ კონტრიერიშით გვიპასუხა და ბარსეგიანის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია.

61-ე წუთზე ვაისმა გვილიას ნაცვლად მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და "ჯვაროსნებმა" დიდი ძალებით შეუტია და მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად თორნიკემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. 88-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე დაუშვილს მოხვდა და პენალტით მხითარიანმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

სამწუხაროდ, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომავალ შეხვედრას კანკავა გამოტოვებს.

14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ტიხი. "სიტი სტადიუმი"
სომხეთი - საქართველო 2:2
გოლები: 0:1 ბაირამიანი (6), 1:1 კაჭარავა (46), 1:2 ოქრიაშვილი (75), 2:2 მხითარიანი (88)

სომხეთი: იურჩენკო, ჰ. ოგანესიანი, აროიანი, სალისირი, ა.ოგანესიანი, ანგულო (გარეგინიანი 67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი 89), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი 67)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი 76), აბურჯანია (დაუშვილი 76), შენგელია (ლობჟანიძე 80), გვილია (ოქრიაშვილი 61), ყაზაიშვილი, კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მკითხველის კომენტარები / 142 /
მაკარიძემ როგორ ვერ დაარტყა შორს? ეს დაუშვილი მთელი წელია არ შემოუყვანია და რაღა ეხლა დათარსულად შემოვიდა
zura
11 ოქტომბერი 2020 22:02
3
არაუშავს არ იყო ცუდი თამაში. მაგრამ!! აი რატომ ვამბობ ხოლმე რომ მაკარიძე ნაკრების მეორე მეკარეა. ეს გოლი იყო პირადად მისი ბრალი. ამას კომენტატორები რათქმაუნდა არ იტყვიან, სადღაც ჯანდაბაში აწვდის ამ ბურთებს. ეხლაც ეგრე იყო, დაარტყი რა შორს ცენტრში შე კაი ადამიანო. ხოდა ჯიღაური მიგალკაა თქო? ხან მარცხნივ ხან მარჯვნივ რომ აყენებთ? აერია კაცს თავგზა. მოკლედ ნორმალური თამაში იყო. სომხებიც ცოდოები არიან, ამ ომში და უბედურებაში ამ ბიჭებს ანტიგმირებად შერაცხავდნენ და შემეცოდნენ. ცოტა იმათაც გაუწიოთ ანგარიში. ჩვენ გვაწყობს მაინც ფრე, ტამაშით კი ათი თავით მაღლა ვიყავით. წარმატებები ნაკრებს!
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:02
13
ბიანკონერის - გაიხარე :) ისე მხითარიანმა რომ თქვა "უნდა გავაოცოთ ქართველებიო", მე პირადად უკვე ამან გამაოცა. ანუ მოგება თავიდანვე საეჭვოდ ქონდათ. ნერვიულობდა დღესაც ჩანდა სახეზე, მართლა შემეცოდნენ. კარგი ვარიანტია რა ეს ფრე, რადგან მაკედონიამაც ფრე ითამაშა. უშუალოდ ჩვენ შორის გადაწყდება გამარჯვებული. რად უნდა ლაპარაკი ამ ჯგუფში ჩვენები ყველაზე საინტერესო და კარგ ფეხბურთს თამაშობენ, თან მომატების პერსპექტივა არის დიდი !
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2020 22:50
4
შენ ვერ გავიგე გადასარევი ხარ თუ უკვე ....ნუ რაც ხარ ეგ შენი საქმეა მაგრამ სახელ გიორგის მატარაბელს და თანაც ქართულ ანბანის მცოდნეს სჯობდა ის 350000 ქართველი შეგცოდებოდა რომლებიც ამათ ბაგრამიანის ბატალიონმა სახლკარიდან თავიანთ მშობლიურ მიწა-წყლიდან გამოყარა თან ვინებმა ეს ნა......1914 წელს თურქეთიდან ხის ნაფოტებზე მოცურდნენ გადავარჩინეთ მივიღეთ შევიფარეთ დავასახლეთ დავასაქმეთ ტოლსწორად გვერდზე დავიყენეთ და სულ რაღაც ( ძირის თხრა მანამდის დაიწყეს)78 წლის შემდეგ ჩვენზე საომრად წამოვიდნენ თან აფხაზები ხომ გააბრიყვეს (იმათ დღემდე გგონიათ რომ სომხებმა მათ დაეხმარეს )რუსები დაკერეს( მართალია ჩიტს რა უნდაო და ...) რომ ჩვენი გენოციდი მოეწყოთ .....საქართველოს დღესდღეობით და უკვე 100წელზე ოდნავ მეტი 1918 წლის დაშნაკების თბილისზე წამოსვლით ამათზე საშიში და საზიზღარი მტერი არ ყავს ამათი ლობი რომ არა რუსეთში იმათ ჭკუა არ ეყოფოდათ ამდენი ზიანი მოეყენებინათ ამათი ლობი რომ არა საფრანგეთსა და აშშ-ში 100ნაბიჯით თუ არა 10 ნაბიჯით მაინც ვიქნებოდით წინ ...და საერთოდ მოიძიეთ ინტერნეტში ესენი აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეს უკვე ეძახიან დასავლეთ სომხეთს როსტოვის და სტავრაპოლის ოლქებს ჩრდილოეთ სომხეთს წარმოიდგინეთ ჩეჩნეთსაც კი სომხურ მიწად მიიჩნევენ და კითხე აბა შენ შეცოდილებს საქართველოს და ქართველებს სად მიიჩნევენ და ნება რომ მისცეს შენნაირებმა რას უპირებენ ..?!?!
Aueee
11 ოქტომბერი 2020 22:44
2
ყველა გამოხმაურება
tfu bliad dzer nemaner haitarakumen respublika
კომბა
11 ოქტომბერი 2020 22:01
7
такие как вы позорят республику
kote
11 ოქტომბერი 2020 22:19
0
რა ქნეს როგორ გაანიავეს ყველაფერი.
რატო არ დააყენა გელა ნუგზარაშვილი ამ ბრიყვმა ვაისმა?!
მიდი გელა!
11 ოქტომბერი 2020 22:00
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული