ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. აშკარაა, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში,
დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, ველკოვსკი, რისტევსკი, რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი, ნესტოროვსკი

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი, კვეკვესკირი, დაუშვილი, ყაზაიშვილი, გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველ რიგში ვაისს ვუცხადებ მხარდაჭერას , სრულს! რათქმაუნდა უნდ ადარჩეს და როგორი შემადგენლობაც უნდა ისე უნდა დააყენოს, მწვრთნელია, მაგრამ!!! ვატონო ვლადიმერ, რა გემართებათ ხოლმე ? რატომ რატომ რატომ ასეთი არალოგიკური, სრულიად უჯიგრო შემადგენლობა? როგორც კიტრის მწნილი არ უხდება თაფლს, ისე არ შეიძლება ქვილითაიას და გვილიას და დაუშვილის და კვეკვესკირის დაყენება ერთად თუ არაა ვინმე გამთამაშებელი , შემქმნელი. ვაკო არაა ასეთი ტიპის ფეხბურთელი. ეს საბა კიდევ, მე ვამბობდი სულ შანსი უნდა მიეცეს თქო, მაგრამ ასე? ოქრიაშვილი თუ არაა, ცენტრში , თუ კვარაცხელია არაა, თუ შენგელია არაა, კანკავაც, საბამ ბურთი როგორ უნდა მოიპოვოს თვითონ? რა უნდა ქვილითაიას ასეთი ფორმაციის ნაკრებშI, ეგ ხომ ისედაც ბოლო შეხების ფორვარდია და ჩვენ ბოლო პასსი მიმცემი არ გვყავს მოედანზე!!! ეს რა უცნაურია ვერ ხვდებით ამას? ვაკო ხომ იცით რომ ინდივიდუალისტია და გამთამაშებელი ვერ იქნება. ჯიღაური მოამარაგებს პასებით ქვბილითაიას? ძალიან მაკვირვებთ ბატონო ვლადიმერ. ეხლა პირველი ტაიმი მორჩა და იმედია მიხვდებით, სასწრაფოდ შეცვლებია საჭირო - ქვილითაიას ნაცვლად - შენგელია, გვილიას ნაცვლად კვარაცხელია, მარცხნივ გადადის ხვიჩა და საბა გადადის ცენტრფორვარდის ადგილას, მარჯვნიდან შენგელია. მეტი ბერკეტი ამ შემადგენლობაში არაა და ეს თუ მალევე არ გაკეთდა... მოკლედ ეხლა პირველი ტაიმი ასრულდა, და იძაბება ჩვენ კარებთან სიტუაცია , სასწრაფოდაა შეცვლები საჭირო, განახლებასთან ერთად, რომ გუნდში გაჩნდეს მოლოდინი რომ ჩვენ ვამწვავებთ, რომ ჩვენ ვართ ფავორიტები და არა ისინი! იმედია ამას იგრძნობთ თქვენც. მთელი პატივისცემით და კეთილგანწყობით, მარა ეს საჭირო ცვლიელებებია და გააკეთოთ იქნებ რაც შეიძლება მალე
გადასარევი გიორგი
23:41 14-10-2020
12
ეს რა გააკეთა ლობჟანიძემ?
გულშემატკივარი
23:41 14-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული