საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
ორჯერ 10 კაციან მაკედონიას ვერ მოუგეს. სირცხვილია.
kaira
15 ოქტომბერი 2020 11:36
4
ნაკრებში სადაც თამაშობენ ქვილითაია, დაუშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი. მსოფლიო და ევროპაზე კა არა. უბნის ჩემპიონატშიც არ უნდა მიაღებინო მონაწილეობა!!!!
კობა
15 ოქტომბერი 2020 11:35
9
ყაზაიშვილი? ასე უკუღმა მოთამაშე ( როცა პასი უნდა -არტყავს, როცა დარტყმა - პასს იძლევა)მე არ მინახავს!
არდილეს
15 ოქტომბერი 2020 13:51
0
ვფიქრობ რომ ჩვენი ნაკრები ჯერ-ჯერობით უნდა დარჩეს ამ ზონაში და ისევ აქედან უნდა ვიბრძოლოდ მომავალში. რაც შეეხება ფინალს, მას აუცილებლად მოვიგებთ და გავალთ. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ....
zaali
15 ოქტომბერი 2020 11:18
3
ეს კომენტატორები მართლა რააა,ვითომ ჭ კლასიის დონეზე არ ვთამაშობდეთ იგივე კლასის გუნდებთან, ანდა ევროზე მოხვედრის შანსს რომ ვინარჩუნებთ რაიმე საერთო ქონდეს სპორტულ პრინციპთან.კვარას გოლს რაც შეეხება,უკვე დაიწყო ამ მართლა ნიჭიერი ბიჭის ტვინის გამორეცხვისა და მისი გაპეტიშების ახალი ტალღა,არადა რომელი სერიოზული გუნდის დაცვა გაატარებდა ასე ბავშურად ან საშუალო კლასის მეკარე გაუშვებდა ამ წერტილიდან გოლს.კი ბატონო ჩრ.მაკედონიის მე-5 შემადგენლობის კაცნაკრულ ნაკრებთან ან რუსეთის პრემიერ ლიგის მაჩანჩალა როტორთან შეიძლება გაგივარდეს, მაგრამ დიდ ფეხბურთში გამორიცხულია
me
15 ოქტომბერი 2020 11:16
23
უცნაურია, ფეხბურთს რეგულარულად არ უყურებთ თუ მეხსიერებაში გიჭირთ. სომხეთი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ფლეიოფში გავიდა. არც მაკედონიაა უდაბლესი დონე. "ჭ" კლასი იყო D ჯგუფი. ადამიანი რომ იტყვის ვაისი ცუდი მწვრთნელია და სომხეთი ნაკრების ესპანელ მწვრთნელზე(მოიძიეთ სად არის ნამუშევარი) კიდე იმაზე უარესიაო ის ან ფერხბურთის გარტყმაში არაა ან უსაქმური ტოტალიზატორშიკია. ისიამოვნეთ პროგრესით იმ დონიდან რაც ვართ და გულშემატკივრები თუ ადეკვატური ვიქნებით ჩვენს მოთხოვნებში მეტსაც მივაღწევთ რამდენიმე წელიწადში.
mmm
15 ოქტომბერი 2020 12:17
4
რაც ნაკრებს ემართება ტაიმების ბილოს, უკვე მერამდენედ, მაგას სახელი რა ჰქვია?!
?!
15 ოქტომბერი 2020 11:12
2
მაგას ქვია კონცეტრაციის დაკარგვა, რაც დაღლილობის ბრალია-რაც თავის მხრივ ფიზიკური კონდიციების სისუსტეზე მიუთითებს.
1234
15 ოქტომბერი 2020 12:54
1
მაგას ქვია სახელი - გულშემატკივრის უპატივცემულობა
?!-S
15 ოქტომბერი 2020 11:49
3
ვინმემ ამიხსენით რატომ არ არის ეს თამაშები პრინციპული?? ყველა იძახით მთავარი 12- ნოემბრის თამაშიაი და რატომ მსოფლიოზე მოხვედრა გვავნებს თუ რატომ?? ეს კომენტატორები ხო საერთოდ სამარცხვინოები არიან მაგას რომ ამბობენ!! კი ცოტათი გართულებულია გასვლა მაგრამ ეს უაზრო 4-ქულა რომ არ დაგვეკარგა c- ჯგუფის საუკწთესო გუნდი ვიქნებიდით და მსოფლიოს ფლეიოფშიც ვითამაშებდით...
გურამი
15 ოქტომბერი 2020 11:08
1
ვერ მოვხვდებით მსოფლიოზე აქედან
Semi
15 ოქტომბერი 2020 12:36
5
რომელი საუკუნიდან ხართ, ხალხი! კარგმა მწვრთნელმა მომავალ მეტოქეს ფეხბურთელები კი არ უნდა დაუმალოს სათადარიგოთა სკამზე (ან როგორ დამალავს 19 წლის ბიჭს, რომელზეც მთელი რუსეთი ლაპარაკობს), არამედ ერთი და იგივე ფეხბურთელებით შესთავაზოს ერთმანეთისგან განსხვავებული ტაქტიკა და სტრატეგია. ან რას ნიშნავს, ქაოსი იყო და დაალაგა, კი ბატონო, ესეც პლიუსია, მაგრამ მთავარი?! ეროვნული ნაკრების მწვრთნელია თუ ზონის ნადზირატელი?! ტიპიური ფეოლაა ეგ და რაც უფრო მალე მოშორება ამ არაჩვეულებრივ თაობას, მით უკეთესი!
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 11:07
1
ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელს, რომ სომხეთთან არ ათამაშებ. შემდეგ მაკედონიასთან 70-ე წუთზე შემოგყავს ეს რას ნიშნავს. შემოსვლიდან 5 წუთში იტანს მაგარ გოლს მარცხენა ფლანგიდან. ეს კიდე მარჯვნიდან ათამაშებდა. ორივე თამაშის მოგების შანსი გვქონდა, ვაისი კიდე თავის შეცდომებს თუ უაზრო ტაქტიკას და ცვლილებებს არ აღიარებს
gio
15 ოქტომბერი 2020 10:31
4
ელემენტარულია როდესაც ერთ თვეში იგივე გუნდთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაქვს არ გახსნი ყველა კოზირს და მოწინააღმდეგეს საკუთარ თავს არ გამოაცდევინებ, სწორად მოიქცა ვაისი შემადგენლობის თვალსაზრისით, რაც არ უნდა იყოს წაუგებლად მივდივართ და მთავარი სათამაშო მაკედონიასთან წინაა, აი მაკედონია კი გუშინ აჩვენა რა გუნდიცაა და არა მგონია ბოლო ბრძოლაში გვაჯობონ
gg
15 ოქტომბერი 2020 10:24
10
თითო ქულა ვაჩუქეთ მეტოქეებს და 4 ალალი ქულა დავკარგეთ (დააკელით ეგ ქულები მათ, დაგვიმატეთ ჩვენ და ეგაა, გადაგები გახდება დღეს რა განწყობაზეც ვიქნებოდით, ახლა ჯერ ისევ სათუოა ჯგუფში გამარჯვება). და არ უნდა აქ ,,თაშამდე რომ ეთქვათ ასეთი შედეგი თანახმა ხომ იქნებოდიო“, შეიძლება წინასწარ ყოფილიყავი თანახმა, მაგრამ როცა გამარჯვება ხელში გიჭირავს არ უნდა გაუშვა ასე უაზროდ, ბოლო წუთებზე პენალტებით
gizo
15 ოქტომბერი 2020 10:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული