საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
იყვირეთ ეხლა გოჩა და ხვიჩა((პაზორ. სომხებზე იძახით რამეს?((ეს კომენტატორები ხო ამაზრზენად იქცევიან!((
რატი
15 ოქტომბერი 2020 10:02
15
ვაისმა ყველაფერი გააკეთა, კარგად აირჩია ტაქტიკა, შეცვლებიც დროზე ... მაგარი მწვრთნელია! ჩემი აზრით ჩვენ უკთესი გუნდი გვყავს, მაგრამ სიმძლავრე გვაკლია. განსაკუთრებით დაგვაკლდა კაპიტანი! მაგრამ რომ ვერ მოვიგეთ, ფრედ რომ დამთავრდა ეს არის ამ კონკრეტულ თამაშში ფატალური უიღბლობის შედეგი!
aburjga
15 ოქტომბერი 2020 09:53
19
არაფრით არ შეიძლება ამდენი საგოლე მომენტების "გაფლანგვა"... მეტი სიმშვიდე და ყურადღებაა საჭირო გადამწყვეტ მომენტებში.
tngh
15 ოქტომბერი 2020 09:48
1
ვარი რომ ყოფილიყო პენალტს არ დანიშნავდნენ.მაგრად გააფორმა მაკედონიელმა ხოლო ჩვენმა 4-მა მცველმა ერთდროულად უაზროდ ითამაშეს.
თემო
15 ოქტომბერი 2020 09:37
0
ამ ოთხიდან ერთერთი თავით რო წასულიყო ამ ბურთზე იქით მოუწევდა მსაჯს მაკედონიელის დაჯარიმება...
ლევანი
15 ოქტომბერი 2020 11:13
0
უფალს ვერ დავემდურებით, ბიჭების მაგიერ ბურთს ვერ გაიტანს, ორჯერ კაცნაკლული დაგიტოვა მეტოქე, ანუ ჩვენ ფეხი აღარ გავანძრიეთ რა უფლის ბრალია?
ჰავლაბრელი ტიღუა
15 ოქტომბერი 2020 09:33
3
უკვე რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო გადავიდა აღდგენით ვარჯიშზე (ეს ახალი მიმართულებაა), რაც საშუალებას იძლევა თამაშიდან 72 საათის ნაცვლად უკვე 24 საათში შეძლო სრული აღდგენა და გადახვიდე მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშზე...
ამ საქმის მცოდნე ასისტენტს თუ მიიწვევენ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ყოველ მესამე დღეს გასამართ თამაშზე ძირითადი შემადგენლობის შეცვლა საჭირო აღარ იქნება და ფეხბურთელების ტრავმამედეგობაც გაიზრდება!
მენტალური მომზადების ცენტრი
15 ოქტომბერი 2020 09:18
0
ეჭვი მაქვს,რომ ამ პოსტს,გუჯა კახაძე სწერს.გუჯა,ამდენი წელია ლაპარაკობ და მგონი არავინ გისმენს.ბიჯო,შენც ხომ ქართული სპორტის გულშემატკივარი ხარ,მიაფურთხე ამ ფინანსურ საკითხებს და უფასოდ იმუშავე რომელიმე გუნდთან.დაანახე შენი შესაძლებლობები და შედეგებს რომ დაინახავენ,მაშინაც დაიბრამევებენ თვალებს?მერე უკვე შენც ფასიანად იმუშავებ და ხეირსაც ნახავ.არ ვიცი,რეალურად რამდენად შედეგიანია შენი მეთოდი,იმიტომ რომ მხოლოდ ლევან მაჭარაშვილის სახელი ვიცი,ვინც შენთან ივარჯიშა,ის კი,მაინცდამაინც არ ჩანს ქართულ ფეხბურთში.მიდი,დადე შედეგი და მერე არც შენ დარჩები წაგებული.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 12:26
1
ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია, კარგად ემახსოვრება თბილისის დინამოს თამაშებზე სასწრაფო დახმარების მანქანას, 90 წუთის განმავლობაში 2-3 კაცი გაყავდათ სტადიონიდან. მაშინ ჯერ კიდევ 10-15 წლისა ვერ ვხვდებოდი ნერვიულობით როგორ მიდიოდნენ ეს ადამიანები ამ მდგომარეობამდე. ისინი მაინც ბედნიერი ადამიანები იყვნენ. განსხვავებით ჩემი მდგომარეობისა გუშინ აკიდებული 11 მეტრიანის შემდეგ. და კიდევ ერთი , 3 - 4 კაცის გამოკლებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, როგორც მაგათ მიხვრა-მოხვრით , ბურთთან ურთიერთობის ჩანს -- საერთოდ არ უთამაშიათ ქუჩის ფეხბურთი.
ირაკლი
15 ოქტომბერი 2020 09:17
0
ra gundia makedonia erti momenti ver chegvikmnes tavis stadionze, chven uketesi gundi gvkavs, aseti penali arsad ar ideba, ortabzola iko da gaaporma , msaji camoego imitoro arapropesionali iko, darcmunebuli var tbilischi mougebt am gunds chven upro vimsaxurebt evropas da gavalt kidevac.
KUTAISELI
15 ოქტომბერი 2020 09:01
2
კურდღელს ლომთა ჯარიც რომ ჩააბარო, მაინც ვერ მოიგებს ომს. კურდღლობა კი იმის ბრალი, რომ საერთოდ არ სწამს ჩვენი ბიჭების. ნახეთ რუსი ჟურნალისტის ინტერვიუ, ვაისს ერთა ლიგის დასაწყისში ვუთხარი, შანსი გაქვთ-მეთქი და სასაცილოდ არ ეყოო. ფეოლაა ტიპიური, ბიჭების დამსახურებაა აქამდე რომ მოვედით. გამოკვეთილ ინდივიდუალისტებსაც ვერ იტანს. მიტომ აყენებს უსახურ სასტავებს. მგონი არც კი გახარებია კვარას გოლი, გადაახვიეთ და ნახეთ მისი რეაქცია. ქართველ ფეხბურთელებს ანჩელოტივით ლაღი მწვრთნელი სჭირდება და არა ასეთი მშიშარა. 90-იანებში ქინქლაძე და ქეცბა, ან არველაძე და ნემსაძე, ან ცხადაძე და შელია ერთდროულად რომ დამტვრეული, უსუსტეს გუნდად ვიქცეოდით, ასეთი გრძელი ხარისხიანი სკამი არასდროს გვქონია. დანაშაულია ამის განიავება. ნოემბრის მერე ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მწვრთნელი გვინდა!
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 08:31
3
სად ამოიკითხე, რომ ძველები უნდა დავაბრუნოთ? ანჩელოტის გულისხმობ?
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 10:51
1
ძველები ხომ მაგარი გყავდა - გინდა ქართველი და გინდა უცხოელი
ქაოსი მეტ-ნაკლებად დაალაგა ამ კაცმა და ეტყობა ეგ სურვილი "ძველების" სასტავის მონატრებააა
kote
15 ოქტომბერი 2020 10:30
10
კვეკვესკირის გარეშე ნაკრების IQ აშკარად ძალიან მცირდება,დაცვაშიც და დაშეტევაშიც.
ძალიან საიმედოა,ვფიქრობ ცოტა მეტი შეტევითი ვფუნქციები უნდა ჰქონდეს,ნაკრებში მარტო კვეკვეს აქვს ჭკვიანური პასის უნარი თუნდაც მაშინ როცა ძალიან აპრესინგებენ
ამერიგო ვესპუჩი
15 ოქტომბერი 2020 06:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული