საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
ბატონო ვლადიმერ ეს მატჩი პირადად თქვენ წააგეთ. მაპატიეთ ასე რომ ვწერ, მაგრამ ესეა. მე თქვენ ძალიან მომწონხართ, ძალიან მინდა და მხარს ვუჭერ თქვენ ყოფნას ნაკრებში, თქვენ ძლიერ შეცვალეთ მენტალური მდგომარეობა ნაკრებში, ძლიერ გამოყავით ძირითადი ბირთვი, გააჩინეთ სტაბილურობის განცდა, სიმტკიცე ხასიათის და მრავალი სხვა მაგარი თვისება გამოჩნდა თქვენგან რაც მოვიდა ნაკრებში, მაგრამ დღეს თქვენ ისევ პირადად წააგეთ. თუმცა ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, არაუშავს, მაგრამ ის ბოლო ცვლილება იყო შეურაცჰყოფა ნაკრების და ძლიერი შიშის გამოჩენა იქ სადაც საჭირო ეს სულაც არ იყო. თქვენ ცუდი სტრატეგი ხართ. ხვიჩამ ისეთი გოლი გაიტანა, რომ რონალდინიო მოსვა სკამზე და ნეიმარიც და ნუთუ ვერ ხედავდით, რომ მზად იყო იგივე იკიდევ სამჯერ გაეკეთებინა? თუ გამოიყვანეთ აცალეთ რა, მიეცით შეტევის შესაძლებლობა გუნდს. ნუთ ვერ დაინახეთ, რომ იქამდე თქვენი დაყენებული შემადგენლობა ბედის გამართლებით გადარჩა გაშვევულ გოლს? დააგვიანეთ შეცვლები და ძლივს, როცა გააკეთეთ, საკუთარ თავს აღარ ენდეთ ... რა კობახიძე, რა ნავალოვსკი ? ჩვენ უპირატესობა გვქონდა ფსიქოლოგიურიც თამაშში უპირატესობის გარდა და თქვენ ეს ერთი ხელის მოსმით მოსპეთ. რადგან გუნდს ანახეთ, რომ იმ 1-0 ზე ხართ თანახმა კაცნაკლულ გუნდთან, რომელთანაც სულ უფრო და უფრო იმატებდა ზეწოლა. ხვიჩას კი არ მიეცით მეორეს გატანის შანსი. ეს ფრე არის თქვენი მარცხი ბატონო ვლადიმერ :) მაგრამ არაუშავს! მთავარია რომ ვნახეთ რა შეუძია ნაკრებს, როდესაც მას ყავს ლიდერი! დღეს ეს ლიდერი იყო ხვიჩა, იმ წამს ათამაშდა ჯიღაურიც, გვილიაც, კვეკვესკირიც, როგორც კი წინ გაჩნდა იმედი რომ არის ის, ვისაც შეუძლია გუნდი აათამაშოს და დაინახეთ ეს! ფეხბურთელებსაც მინდა მივამართო, დაინახეთ თქვენ შორის - უკეთესი! თორემ სანამ არ გამოუტყდებით საკუთარ თავს რომ ჩაკვეტაძე და ხვიჩა არის მოამვალი ნაკრების, თქვენც ვერ ითამაშებთ კარგად, ზუსტად ისე, როგორც ეს პირველ ტაიმში იყო. და თუ გაიაზრებთ, რომ თქვენი ათამაშება სწორედ ამ პატარ ბიჭებს შეუძლიათ, მაშინ თქვენც ბევრად ბევრად უკეთესად ითამაშებთ და შანში გაგვიჩნდება, რომ დიდ , ძალიან დიდსაც კი წარმატებებს მივაღწიოთ! სულ ბოლოს კი ამას დავწერ = კომენტატორებს სანამ არ შეცვლით ფედერაციავ, ტელევიზიავ, ვისაც ეხება გაიგეთ,რ ომ ფერხდება ქართული ფეხბურთის განვითარება!!!! 1-0 ზე კაცს ანგარიშის შე3ნარჩუნება უნდოდა!!! და ბოლომდე ეს მშიშრები, ეს მინიმალისტები იმაზე საუბრობდნენ, რომ როგორმე მატჩი დამთავრებულიყო ამ ანგარიშით! თქვე კაი ხალხო - ხვიჩაა მოედანზე და დატკბით რა!!!! უყურეთ რა , !!!! უგულშემატკივრეთ რა მეორე და მესამე გოლს! ვახ. მიდით ბიჭებო, მაგრები ხართ! და აბა თქვენ იცით, ! ყველაფერი გამოვა!!!
გადასარევი გიორგი
15 ოქტომბერი 2020 01:18
10
აბსოლუტურად ვეთანხმებით. სომხეთთანაც იგივე მოხდა.
David
15 ოქტომბერი 2020 01:39
1
ძალიან აღელვებულია, არა უშავს, ხდება ხოლმე, ვის არ მოსვლა///
1
15 ოქტომბერი 2020 01:25
1
ორივე თამაშში ერთიდაიგივე ტაქტიკური შეცდომა ჰქონდა ვაისს. იმის მაგივრად რომ პირიქით პრესინგი ეთამაშა, უკან დაწია გუნდი და შეტევის საშუალება მისცა ჯერ სომხებს ახლა მაკედონიას და ორივე თამაშში ქულების დაკარგვა ვაისის ბრალია.
David
15 ოქტომბერი 2020 00:51
16
კაჭარავას უნდა გაეტარებინააააააა და დამთავრებული იყო რა
ირაკლიუსი
15 ოქტომბერი 2020 00:54
2
გეთანხმები ბრატ, კვარა მეორე ბურთს გაიტანდა, და მართლა დამთავრებული იყო ყველაფერი.......
დათო
15 ოქტომბერი 2020 01:31
0
იყო კი პენალტი?
zviadi
15 ოქტომბერი 2020 00:50
3
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.. ამ ჯგუფის ბედი დღეს უნდა გადაწყვეტილიყო რომ არა მსაჯის ძალიან დიდი შეცდომა..
მეკარე- საქმე არ ჰქონია საერთოდ პენალტს თუ არ ჩავთვლით.
დაცვა: საკმაოდ მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაკედონიას არ ჰქონია არც ერთი რეალური მომენტი.. თითქმის უშეცდომო იყო
ნახევარდაცვა: კანკავას სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავს, კვეკვე როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, გვილიას მეტი მოეთხოვება.. ვაკო კარგი იყო, მაგრამ ის მომენტი უნდა გამოეყენებინა.. ლობჟანიძეს ალბათ შენგელიას დაყენება სჯობდა.. დაუშვილს არაფერი გაუფუჭებია ისეთი..
შეტევა: ქვილათიას უნდა მაგრამ მეტი არ შეუძლია, კაჭარავას უნდა დაეთმო ხვიჩასთვის და იმ მომენტის უკეთ გამოყენებაც შეეძლო..
ხვიჩა ულაპარაკოდ ჰაი კლასია,ჯერ რა გოლი გაიტანა და შემდეგ 2 ნაღდი მომენტი შეუქმნა ჯერ ვაკოს მერე კაჭარავას..
ვაისი: მერამდენედ გვაკვირვებს თავისი გადაწყვეტილებით, მაგრამ აშკარად სწორად წაკითხული თამაში იყო და აჯობა მოწინააღმდეგეს, სწორად შეკრული ბირთვი და სისტემა აქვს.. შეცვლებიც დროული იყო და სწორიც კი მაგრამ..(რასაც ვერ ვიტყვი სომხეთთან თამაშზე) ერთადერთი შენგელიას შემოვიყვანდი ლობჟანიძის მაგივრად..

დასკვნის სახით ვიტყვი რომ იმედიანად ვარ, მაკედონია ორჯერ გადაგვირჩა წაგებას, დარწმუნებული ვარ თბილისში ვეღარ გადაგვირჩება.. ჯგუფის მდგომარეობაზე დიდად არ ვდარდობ, მთავარი ფინალია ჯგუფის მოგება კი დესერტია და არა მთავარი კერძი.. :)))

კარგია ბიჭებო, უბრალოდ უფრო გაბედულები იყავით დაიჯერეთ.. თქვენ შეგიძლიათ უფრო მაღალ საფეხურზე გაგვიყვანოთ, ამით თქვენს კარიერასაც გაიკეთებთ და მომავალსაც გზას გაუკვალავთ..
ლაშა
15 ოქტომბერი 2020 01:36
2
თუ გავიხსენებთ რა დანაკლისით გავედით? ყველაფერი ნორმაში იყო,გვილია და ქვილითაია ვერ არიან ფორმაში ,ცუდად არვის უთამაშია,მიწანააღმდეგე უძლიერესი იყო,კაჭარავას უნდა გაეტარებინა და ხვიჩა ისევ გაიტანდა .
დევკალიონი
15 ოქტომბერი 2020 02:01
2
გადამრევთ რააა, რა იყო სწორად წაკითხული და დაყენებული გუნდი თუ ძმა ხარ, კაცნაკლულ მეტოქესთან რო ორი მცველი შემოგყავს და დაცვას აძლიერებ ეგააა თამაშის სწორად წაკითხვაა???? ვისაც ვაისი მოგწონთ ნეტაი თქვენ ჭკუა მოქცათ და მე ფული
mirosan
15 ოქტომბერი 2020 10:19
1
რა ყველაფრით ყოველთვის უკმაყოფილოხართ მსაჯობა თუ არ ვარგოდა კაზაიშვილმა არ მიცა პასი ლობჯანიდზეს ვერ გავიტანეთ გასატანი ვასთან რა გინდათ?კაცს აქვს გეგმა და გამოჩდა. მაკედონიამ აჩვენ რაც შეუძლია.ჩვენ 2თამაში ვეთამაშეთ ექპერიმენტულად.10ციან მაკედონიას ვერ უგებთო რა 10კაცით თავისი ნებით დარჩნენ?ხოგინდათ ვითამშოთ ევროოაზე ხოდა მოითმინეთ ერთი თვე და ვითამშებთ სადც ყველაზე საჭიროა იქ მოიგებს გუნდი.
Mosexoneli
15 ოქტომბერი 2020 01:39
8
ვითმენთ, მაგრამ 12 ში ვაისი ვერ გახდება ანჩელოტი,პელეგრინი ან თუნდა მაურინიო. ისევ ის ვლადიმერი დარჩება და მაგის მეშინია არ გაანიავოს ეს შანსი თავის "პრაფესორობით"
???
15 ოქტომბერი 2020 01:56
3
რას წერ თუ იცი ერთიჩემი ძმა??? ვაისი რო მზეა მაგაზე ორი აზრი არსებოოობს??? კაცნაკლულ მეტოქესთან რო დაცვას აძლიერებ მზე ხარ აბა რა ხარ??? ვაისს მოუხან მომთრევი
mirosan
15 ოქტომბერი 2020 10:14
2
ყაზაიშვილი არის ბურთის ღორი და ეგოისტი გაეკეთებია ლობჟანიძიზა პასი ორითნოლი იყო მერამდენედ მოხდა ასე
ილია
15 ოქტომბერი 2020 00:54
8
ეს იყო სამარცხვინო მსაჯობა, და ფედერაციან თუ ამაზე არამოიგო ხმა და იცოდეთ რომ ესეთი მსაჯი იქნება მაგ თამაშზე, და ნახავთ მაშინაც თუ არ წაგვაგებინეს! დგევანდელ თამაშს რაც შეეხება ბიჭებმა იბრდზოლეს, მაგრამ ხედავდით მსაჯის მოქმედებებს. ხოლო ჩვენი მხრიდან ყველაზე სუსტად ითამაშა დაუშვილმა, არის ის უკვე ნაკრების დონის ფეხბურთელი......
Dato
15 ოქტომბერი 2020 00:57
11
მგონი თამაშგარეც არ იყო კაჭარავსს გოლზე...
Zaza
15 ოქტომბერი 2020 01:23
2
არა უშავს ძმებო გულდაწყვეტილები ვართ ყველა მარა მთავარ ბრძოლას მოვიგებთ დარწმუნებულები ვართ უკვე ყველანი. მჯერა ჯგუფშიც ვიპირველებთ, მაკედონია მეორეჯერ ვერ მოუგებს სომხებს, თუ არა და სახლში გვაქვს ორივე თამაში და ბურთებსაც გამოვასწორებთ.
ყველანი ვხედავთ ამ სამ თამაში ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და რანაირი შემადგენლობით აღარ ვითამაშეთ მარა ჩავარდნა კი არა ყველა თამაში გამართულად ვითამაშეთ. ჩვენ უკვე საშუალო დონის ევროპული გუნდი გვყავს და ეს ვაისის დამსახურებაა. მეც და ბევრი თქვენთაგანც სულ ვაკრიტიკებდით მას. ფაქტი სახეზეა ამ ჯგუფშიც პირველობა გვინდა და ვიქნებით კიდე აუვცილებლად. მოვიგონოთ ვისაც მოკლე მახსოვრობა გვაქვს სად ვიყავით?
მადლობა ბიჭებს და ვაისს. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ!!
G.LA
15 ოქტომბერი 2020 02:11
6
შენ ფეხბურთთან აშკარად მწყრალად ხარ ჩემი ძმა.... თორე გეცოდინებოდა რო კაცნაკლულ მეტოქესთან დაცვას მხოლოდ იდიოტი თუ გააძლიერებს ზამენით
oxxxx
15 ოქტომბერი 2020 10:10
4
აქ გავაპობთ!
domenti
15 ოქტომბერი 2020 00:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული