საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
არადა რა ადვილი იყო წუხელ მაკედონელების მიჭყლეტვა, გაშვებული გოლის მერე ეგრევე დაეტყოთ სასოწარკვეთა. როგორ შეიძლებოდა მათვის მოედნის დათმობა და დაცვაში ჩადგომა, ათ-კაციან, ყურებჩამოყრილ გუნდთან?! განა ბიჭებს არ ვუმადლით იმას რასაც აკეთებენ, მაგრამ შეუძლებელია წყობილებიდან არ გამოხვიდე, როცა ხედავ რო ერთიდაიგივე ლაჩრულ შეცდომას იმეორებენ. არ ვიცი მწვრთნელი ავალებს ეგრე ქენითო, არ ვიცი მენტალობაა აქვთ ეგეთი, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს კაცო ესე, როდემდე?!
giglia
15 ოქტომბერი 2020 11:57
0
ალბათ მსაჯზე იყო სიტყვიერი ზეწოლა ფეხბურთელებისგან და სათადარიგო სკამიდან და მშიშარა პოლონელმა არარსებული პენალტი დადო.ფედერაციამ უნდა გააპროტესტოს უეფაში თორემ უარეს მსაჯობას ვნახავთ 12 ნოემბერს.ფეხებზე დაგვიკიდებენ და მაკედონიას გაიყვანენ.
ნიკო
15 ოქტომბერი 2020 01:29
0
ამ ბოლო წუთის ჯადო ვერ მოვიხსენით რა :((
მაინც მისაღები შედეგია, მთავარია ფინალში, ჩაკვე, კვარა, ოქრი და კანკავა გვყავდეს მწყობრში.
ირაკლიუსი
15 ოქტომბერი 2020 00:53
4
ყაზაიშვილი არ არის ბურთის ღორი გაეკეთებია ლობჟანიძიზა პასი ორითნოლი იქნებოდა. მერამდენედ აკეთებს ასე?
ილია
15 ოქტომბერი 2020 00:47
6
მიუხედავად იმისა, რომ პენალი არ იყო და ხშირად ანტიპატიით არ ვარ მის მიმართ ეს თამაში ვაისმა ვერ მოიგო. ვერ მოიგო კი არა წააგო ისევე, როგორც სომხეთთან. მაშინ როდესაც 10 ქულით პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ და დარჩენილ ორ მატჩში რეზერვს ვდიდეთ 6 ქულით მეორეზე ვართ. არასწორად შერჩეული შემადგენლობისა და კატასტროფული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო მეორე ტაიმში განსაკუთრებით გოლის შემდეგ უამრავი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. ან ამ ბოლო ორ ცვლილებას რა ერქვა 64 კაცია დაცვაზე გადავედით? იმის მაგივრად, რომ ბურთის ამტანი და დამჭერი შემოეშვა ვინმე. საერთოდ ბოლო 15 წუთი ნაკრები რას აკეთებს ვინმე ხვდებით ? ან ჯერ საჯარიმოში თავზე ნავალოვსკი რატო იბრძოდა და მერე ამ სიმაღლე ბურთზე 4 კაცი ფეხით რატო წავიდა? ეს ყველაფერი დაბალი კლასის მაჩვენებელია და ძალიან მეშინია კიდევ ერთხელ არ ისარგებლონ ამით მაკედონელებმა და ევროს ჩემპიონატის მიღმა არ დავგტოვონ.
H
15 ოქტომბერი 2020 01:28
3
მგონი ჯადო გვაქვს.
ან შიში არის ყველაფრის მიზეზი
როცა წაგების გეშინია და ფსიქოლოგიურად უკვე გოლი წინასწარ გაქვს გაშვებული. აი ესაა მიზეზი
მგონი ჯადო გვაქვს
15 ოქტომბერი 2020 00:51
5
რამდენიც გინდათ დაუყვავეთ "ძაან გულშემატკივრებმა", მაგრამ 10 კაცით დარჩენილ გუნდთან დაცვაში ჩაჯდომა არის სირცხვილი. უკვე ზედიზედ მეორედ გაგვიგორა ფრე კაცნაკლულმა მაკედონიამ და ნოემბერში ისევ თუ არ გაუგდეს კაცი მერე რას ვშვრებით!?
კვარა
15 ოქტომბერი 2020 02:07
8
რატომ ჩერდება გუნდი ბოლო წუთებზე? ერთხელ და სამუდამოდ მიხვდით, რომ თამაში უნდა დამთავრდეს და მერე დაისვენოთ. ეს თამაში წააგეს ქართველმა ფეხბურთელებმა და არავინ სხვამ! შემთხვევით არ დამიწერია, სომხებთანაც და ეხლაც, წააგეს.
100%
15 ოქტომბერი 2020 01:53
2
ვაისზე ვინც თქვას მაგარიაო ის იყოს ვაისი...
ზაზა
15 ოქტომბერი 2020 00:49
25
მაგარი არაა, უმაგრესია!!!
ბბ
15 ოქტომბერი 2020 09:54
3
ამ ტურნირზე ორ გუნდს არ აქვს წაგება ჩვენ და პორტუგალიას,ხალხნო რა გჭირთ რას ფილოსოფოსობთ ,რატო არ მოგწონთ? მემგონი აქ ფებურთის მოყვარული ცოტა ადამიანია!
თეოფა
15 ოქტომბერი 2020 02:24
24
სწორია ასეთი ფეხბურთის მოყვარული ცოტაა... რეალურად აღმქმელი მეტი
mirosan
15 ოქტომბერი 2020 10:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული