საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
წესით 10 ქულა უნდა გვქონდეს და მაკედონიას 5 ქულით ვუსწრებდეთ - ერთი ფრე და ჯგუფი მოგებული იქნებოდა. ახლა კი ორივე მატჩის მოგებაც არ არის ამის გარანტი. ხოდა რა "შემადგენლობის" დამალვაზე და ა.შ. მელაპარაკებით. გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 1 მოიგო და 3 ფრედ დაამთავრა. 2 აქედან 11/10-ზე ბოლო 30 წუთი. გუნდები მაკედონია,სომხეთი, ბელარუსი. და მაინც "ყოჩაღ ვაისი"? კომენტატორებმა ხშირად გაიმეორეთ რომ დაუმარცხებელი ვართ ერთა ლიგაზე. თავის მოტყუება.
???
15 ოქტომბერი 2020 12:23
12
არაა ეს კაცი ადეკვატური... დამაწყდა ნერვები... არ შეიძლება კიდე ამდენი საგოლე მომენტის განიავება...
ქართველი
15 ოქტომბერი 2020 00:57
16
ორჯერ 10 კაციან მაკედონიას ვერ მოუგეს. სირცხვილია.
kaira
15 ოქტომბერი 2020 11:36
4

ყველაფერი ყველაფერი... რაც ითქვა და რაც არ ითქვა, მაგრამ ვინმემ იცით პენალტი რატომ დაგვიდეს? და კვარაცხელია რატომ გაგვიხდა სანატრელი სასტავში ბოლო ორი თამაში??? ...
მახვში
15 ოქტომბერი 2020 01:55
0
გუნდი რომელიც კაცნაკლულ გუნდთან ზედიზედ მეორედ გაუშვებს გოლს არ იმსახურებს არსად გასვლას
ვაისი
15 ოქტომბერი 2020 00:53
38
არ ვიცი სინამდვილეში როგორაა,მაგრამ ვაისი მენტალურად ლუზერის ფსიქოლოგიას ავლენს და ეს გუნდზე გადამდებად მოქმედებს.როცა 10 კაციან უსუსურ მეტოქესთან ბოლო 5 წუთში 6 მცველით აპირებ მოგებას,როცა ფარჩაკ(ამ თამაშში) სასომხეთთან გუნდის ყოჩი გაგყავს და დაუშვილი შემოგყავს- ყველაფერი ეს ნათლად მიუთითებს,რომ ძალიან მშიშარა ხარ
BOSS
15 ოქტომბერი 2020 17:57
4
ვაისმა ჯერ რა მაგარი შეცვლები გააკეთა რასაც გოლი მოყვა ხოლო ბოლოს მაგარი სულელური როდესაც ორი უაზრო მცველი რომ შემოიყვანა.
k
15 ოქტომბერი 2020 01:27
3
ნაკრებში სადაც თამაშობენ ქვილითაია, დაუშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი. მსოფლიო და ევროპაზე კა არა. უბნის ჩემპიონატშიც არ უნდა მიაღებინო მონაწილეობა!!!!
კობა
15 ოქტომბერი 2020 11:35
9
ყაზაიშვილი? ასე უკუღმა მოთამაშე ( როცა პასი უნდა -არტყავს, როცა დარტყმა - პასს იძლევა)მე არ მინახავს!
არდილეს
15 ოქტომბერი 2020 13:51
0
ხალხი არა ხართ არაფერი როგორ არ გივარგათ დავიღალე რა როგორ შეიძლება ფეხბურთის ყურება ფოტორეჟიმში გამაგებინეთ ვაა...1 არხი სახალხო ტელევიზია კი არა დაიბადეთ საბო.....ში ზუსტად ეგ იყო საბჭოეთი ...!!! და დარჩით ეგეთად ვისაც აზრად მოუვიდა ფეხბურთის დაბლოკვა ყველა იმ ემიგრანტმა შენი .........,ვინებსაც ეგრე ტანჯავთ !!! რა ვი აბა ფეხბურთზე რა ვთქვა ფოტოებით ნანახი ფეხბურთის დედაც რააა....მხოლოდ პენალტის მომენტის გამეორებაღა ვნახე და ეგ მსაჯი იმის ყვირილმა შეაშინა და ჩუმად დადო პენალტი ან ჩვენი კომენტატორებიც ფოტორეჟიმში უყურებდნენ თამაშს ....რა ვი რა ეგეთი მწვრთნელით და ეგეთი სოსტავით თან გასვლაზე დებილი
მსაჯით ამდენი ტრამვების შემდეგ
რომ არ წავაგეთ უკვე ესეც კარგია მაგრამ ორ თამაშში ბოლო წამაბზე ორი პენალტი უკვე საშიში სიგნალია ამდენი ტექნიკური ფეხბურთელია და დაიჭირეთ რა ეგ ბურთი ცენტრში რას მიეწეპეთ მაგ საჯარიმოს ....იმედია 12-ში ყველანი ჯანმრთელად იქნებიან და მწვრთნელიც გამოფხიზლდება ცოტათი თორემ ამ ბოლო დროს გავდა დაბოლილზე იზმენებს რომ დაიჭერს ტიპი ....და ეგეთ მსაჯობას იმედია თბილისში არ გაბედავენ ....!!!! 1არხიიიიიი
შენიიიიიიიიი ...
Aueeee
15 ოქტომბერი 2020 01:18
5
მეორე და მესამე სასტავითაც რომ არ ვაგებთ, არ გიფიქრია რომ მწვრთნელის დამსახურებაცაა?
შოთა
15 ოქტომბერი 2020 01:30
2
მე ვუყურე სილქ გოუ ქვია აპლიკაციას. სილქ უნივერსალი აირჩიე და 1 არხი პირდაპირი. ყოველთვის მაგდებდა ყოველ ორ წუთში, დღეს კი საერთოდ არ გამორთულა. მაინც და მაინც ამ დუღაბს მაყურებინა . ცადე შენც
giorgi gorgadze
15 ოქტომბერი 2020 01:31
0
ყველა გამოხმაურება
გაფეტიშება არ შეიძლება მაგრამ მართლა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაკნინების მცდელობა რა პონტია.რუსეთი ჩემპიონატის თითქმის ყველა ტურის სიმბოლურ ნაკრებში რუსი სპეციალისტები რომ ასახელებენ ამაზე რას იტყვი.გუშინაც მართლა ულამაზესი ბურთი გაიტანა.
me-ს
15 ოქტომბერი 2020 11:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული