საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
მოკლედ მოგებამდე ვერ მიგვყავს თამაში(?!) გაიტანენ გოლს და ჩერდებიან, დუნდებიან,მერე ფართხალდებიან, ისედაც უკან პასების -,,მოყვარულები,,- ფრთხალი თამაშის მიდრეკილების მქონეთ (სწორად მით რომ უშვებენ შეცდომებს და ...)-ასე საშუალო დონის ნაკრებიც - ვერ შევიქმნებით. ი ს წ ა ვ ლ ე თ -ბოლომდე აგრესიული თამაში, მხოლოდ ასე მოდის წარმატებებიც და გამარჯვებები, 4-0-ლს რომ იგებდე, 6-0-ზე თამაშის დამთავრების დაუცხრომელი მისწრაფება უნდა გაგაჩნდეს- მ თ ე ლ გუნდს და იბრძოდეს,თორემ დავრჩებით სულ ც ლიგაში...არადა პოტენცია ძალიან დიდია, თუ სისწრაფე, ფიზიკა, ფსიქიკური -მენტალური მზადყოფნა ბრძოლის, მხოლოდ გამარჯვებისათვის თავის დადება და... შეგიძლიათ ბიჭებო, შეგიძლიათ და ნ უ დუნდებით, ჩერდებით და მეტოქეს ბურთს ნუ აძლევთ -აბარებთ, თორემ მაღალი კლასის გუნდები -რამდენჯერაც მოდუნდები და უკან პასს დაიწყებ (დაფართხალდები) -იმდენჯერ გაგიტანს...-რ ა ტ ო მ არ გვესმის!
გლახუნა
15 ოქტომბერი 2020 01:36
3
გლახუნა,წინა გათამაშებაში ჩვენი ნაკრები,დ ჯგუფში იყო,წელს უკვე ც ჯგუფშია და ბოლო ორ თამაშში,ბოლო წუთები,დაცვაში რომ არ ჩამჯდარიყო,ბ ჯგუფში გასვლა,უკვე გარანტირებული ექნებოდა.მეორე შემადგენლობით,სომხებსაც ვაჯობეთ და მაკედონიელებსაც.უბრალოდ,არასწორი ტაქტიკის თუ მენტალიტეტის გამო,გავუშვით ხელიდან გამარჯვებები,მაგრამ ხომ ფაქტია,რომ დანარჩენი დრო,ძირითადში თამაში ჩვენ მიგვყავდა?ც ჯგუფის ლიდერობისათვის ბრძოლა და ბ ჯგუფი კი,სწორედაც ევროპის საშუალო დონეა.სათქმელი უნდა ითქვას,გასაკრიტიკებელი გაკრიტიკდეს,მაგრამ ყველაფერზე წყლის გადასხმა,უსამართლობაა.ფაქტია,რომ თუ ბ ჯგუფში ვერ გადავედით,ეს ჩვენი ბრალი იქნება და არა მეტოქეების სიძლიერის.საკუთარი სიძლიერის,თვითონ ჩვენს ნაკრებსაც არ სჯერა მგონი და იმიტომ იხევენ დაცვაში,თამაშის ბოლოს.ფსიქოლოგიის ამბავია ალბათ.მაკედონიელებს სჯერათ და წაგებულ თამაშებს ქაჩავენ,ჩვენ კი არ გვჯერა და მოგებულ თამაშებს "ვმაზავთ".როცა დავიჯერებთ და ეს მალე მოხდება,მაშინ ბ ჯგუფში შესვლა,აღარ უნდა გაგვიჭირდეს.ბ ჯგუფშიც ხომ ისეთი გუნდებია,რომლებთანაც ბრძოლაც ნამდვილად შეგვიძლია და გამარჯვებაც,მათგან ძალიან ბევრთან.ჩვენ დავიჯეროთ ჩვენი ნაკრების სიძლიერის და ისინიც დავაჯეროთ ამაში,ეს არის გულშემატკივრის მთავარი ამოცანა და ამას,ობიექტური შეფსების გარეშე,ვერ შევძლებთ.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 09:57
0
რატომ გგონია რომ ამ ყველაფერს შენ ხვდები და ვაისი და ფეხბურთელები ვერა? პროფესიული ფეხბურთი გითამაშია?
თავა
15 ოქტომბერი 2020 02:23
3
მოკლედ. რეცეპტი სამომავლოდ: ერთი ბურთის სხვაობით დაწინაურების შემთხვევაში გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე არ უნდა გადადიოდეს! თამაში წინანდებურად უნდა გრძელდებოდეს, სულ ცოტა, ორბურთიანი სხვაობის შექმნამდე! ასეა ეს!
N
15 ოქტომბერი 2020 01:25
0
ძალიან იმედგაცრუებული ვარ.ისევ და ისევ ერთი და იგივე მეორდება.ნაკრებს გააქვს გოლი,გადის წინ და ეს მატჩის პირველ წუთზეც რომ მოხდეს,მაშინვე გადადის დაცვიდან თამაშზე და დროის გაყვანაზე.ბოლო თამაშებში, ესტონეთთან და ბელორუსთან გაგვივიდა,მაგრამ მაკედონიასთან და სომხეთთან მწარედ დავისაჯეთ.ნაკრები მოგებისათვის კი არა,არწაგებისათვის იბრძვის.ბოლო ორ თამაშში,4 ქულა დავკარგეთ ასეთი ტაქტიკის გამო.მაკედონიამ კი,თავისი ტაქტიკით,ბოლო ორი წაგებული თამაში გადაარჩინა და თბილისშიც არ წააგო წასაგები თამაში.არ ვიცი ეს მწვრთნელის დავალებაა თუ თვითონ ფეხბურთელების ფსიქოლოგია,მაგრამ ბოლო წუთებში ორი მცველი რომ შეგყავს და ძლივს ცოტა დალაგებულ დაცვას,ისევ რევ,თან ზედმეტ კაცს ამატებ,არ რისკავ რომ ერთმანეთის ზონებს გადაფარავენ და ხელს შეუშლიან?ან ეს,მწვრთნელის გაკეთებული არ იყო?ორჯერ ვეთამაშეთ მაკედონიელებს,ორჯერვე უმცირესობაში დარჩნენ და მაინც ქულები წაგვართვეს... არ აძლევს ეს მათ,ფსიქოლოგიურ უპირატესობას?არა და ძალიან ცუდი პირველი ტაიმი იყო,მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ დავაჭარბეთ და გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ,კიდევ უფრო დიდი უპირატესობა გვქონდა,მაგრამ ბოლო წუთებზე უარი ვთქვით ფეხბურთის თამაშზე და მეტოქეს შანსები მივეცით.მათაც გამოიყენეს ეს შანსი და გავიტანეს.შესაძლოა პენალტი არც იყო,კარგად ვერ დავინახე, მაგრამ ჩვენ ხომ მივეცით შეტევის შესაძლებლობა.სწორედ ეს არის მთავარი.ბავშვს თუ შეუძახებ არ წაიქცეო,აუცილებლად წაიქცევა.თუ ადამიანს ეტყვი,არ გატეხოვო,აუცილებლად გატეხავს და თუ გუნდს ეტყვი,კაცნაკლულ მეტოქესთან დაცვაში დადექით,გოლი არ გაუშვათო,აუცილებლად გაუშვებს.ძალიან საწყენია,რადგან ცნობილი კლუბების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი,ჩვენზე არაფრით უკეთესი არ იყო.უფრო პირიქით და ამ დროს რაღაც შიშების გამო,ისევ და ისევ ვკარგავთ საჭიროზე საჭირო ქულებს.ალბათ ბ ჯგუფში გადასვლა არ გვინდა?შესაძლოა ასეც არის.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 01:25
0
ყაზახეთის ტობოლისთვის როგორ მენანება კვეკვესკირი აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს
giga
15 ოქტომბერი 2020 01:20
4
ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელს, რომ სომხეთთან არ ათამაშებ. შემდეგ მაკედონიასთან 70-ე წუთზე შემოგყავს ეს რას ნიშნავს. შემოსვლიდან 5 წუთში იტანს მაგარ გოლს მარცხენა ფლანგიდან. ეს კიდე მარჯვნიდან ათამაშებდა. ორივე თამაშის მოგების შანსი გვქონდა, ვაისი კიდე თავის შეცდომებს თუ უაზრო ტაქტიკას და ცვლილებებს არ აღიარებს
gio
15 ოქტომბერი 2020 10:31
4
არა რა ეს კაცი არ ვიცი,ძალით აკეთებს თუ რას შვება.ჯერ სასტავში არ შეიძლება რამე ისეთი არ გააკეთოს რომ არ გააკვირვის გუკშემატკივარი.მერე 10კაციან გუნდთან ანგარიშის შენარჩუნებაზე რომ დაიწყებ თამაშს,ორ მცველს რომ გამოიყვან,რომლებიც ნამდვილად აღარ არიან ნაკრების დონის, ამას რა ქვია... საერთოდ ფეხბურთში არ არსებობს მეორე ხარისხოვანი რამ.ე.ი.არცერთი ჩვენს მიერ ჩაწოდებული აუტი,ჩვენიანს არ მისდის.როგორ შეიძლება ასე ბურთის დაკარგვა.ყველა უფრთხილდება ბურთს,ჩვენ კიდე ასე ვაბარებთ მეტოქეს,რომელსაც მოყვება ვინ იცის რა....და ასეთი კომპონენტები არის ძალიან ბევრი.არა რა,უნდა გაუშვან ესკაცი,დიდი მადლობის მოხდით
კახა ქ.
15 ოქტომბერი 2020 02:52
13
ვაისმა და ფედერაციამ სომხეთთან რაც გააკეთეს ეგ ღალატია! დაუწვენე სომხებს წინასწარ შეთანხმებული ფრე ითამაშეს! სპეციალურად დააყეენს მეორწ სასტავი!
სომხებთან მოგებით დღეს პირველ ადგილზე ვიქნებოდით. ვაისი სუსტი მწვრთნელია დღეს კიდე რა თამაში ვერ მოიგო
1
15 ოქტომბერი 2020 01:56
23
ხო ვაისმა ვერ მოიგო! სულ ველოდებოდი ეხლა შევა შეცვლაზე და შეაგდებს თქო, მაგრამ შარვალ-კოსტუმს ვერ შეელია. თქვენით იგონებთ ამ "დაგავარნიაკებს "? მეც მითხარით რა...
დავით 67
15 ოქტომბერი 2020 04:55
7
ყველაზე მეტად ვაისის ბრალია .
ბესო
15 ოქტომბერი 2020 01:19
4
ეს გენიოსების კრებული თავიანთი უჭკვიანესი მწყემსით 12-შიც რაღაცას მოიგონებენ რატომღაც მგონია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე
დინამოელი
15 ოქტომბერი 2020 00:47
31
რატომ ხართ ესეთი შეუგნებელი ძალათ პატრიოტები ზოგიერთი, საქართველოს ნაკრებზეა საუბარი რომელიც ერთ ნაბიჯშია ევროპაზე გასვლასთან და "ჩემ ფეხბეს მოიგებენ", "აგერ ნახავთ თუ მოიგონ", "აზრზე არ არიან", არა ბიჭო შენ ხარ აზრზე. აზრზეც არიან და ძალიან მაგარი ბიჭებიც არიან და ევროპაზეც ვითამაშებთ, თქვენნაირი მოღალატეების ჯინაზე,მაგრამ სამწუხარო ისაა,როდესაც ევროპაზე გავალთ, გამოხტებით და ჩვენზე მეტი გულშემატკივარი გახდებით.ტეხავს,მაგრად ტეხავს
საქართველო
15 ოქტომბერი 2020 01:17
8
ევროპაზე რომც გავიდეთ ესენი ისეთი უნამუსოები არიან იმაზე დაუწყებენ ნაკრებს და მწვრთნელს გინებას ერთი თამაში მაინც როგორ ვერ მოიგეთო. არადა ასეთი ფიზიკური კონდიციების და უცენტრფორვარდო(გინდ ყოფილა გინდ არა) ნაკრებით რამდენადაც შეუძლია მაქსიმალურს წურავს მწვრთნელი.
mmm
15 ოქტომბერი 2020 01:34
7
ვინმემ ამიხსენით რატომ არ არის ეს თამაშები პრინციპული?? ყველა იძახით მთავარი 12- ნოემბრის თამაშიაი და რატომ მსოფლიოზე მოხვედრა გვავნებს თუ რატომ?? ეს კომენტატორები ხო საერთოდ სამარცხვინოები არიან მაგას რომ ამბობენ!! კი ცოტათი გართულებულია გასვლა მაგრამ ეს უაზრო 4-ქულა რომ არ დაგვეკარგა c- ჯგუფის საუკწთესო გუნდი ვიქნებიდით და მსოფლიოს ფლეიოფშიც ვითამაშებდით...
გურამი
15 ოქტომბერი 2020 11:08
1
ვერ მოვხვდებით მსოფლიოზე აქედან
Semi
15 ოქტომბერი 2020 12:36
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული