საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
Kacharava ro ar yofiliyo kvara meores gaitanda. Ofsaidshi ar unda iyo da tu xar ar unda itamasho burtze. Patarpatara detalebi gansazgvravs shedegs
Dima
15 ოქტომბერი 2020 01:52
1
კვარამ შედევრი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა (ვერ ივარგეს ვაკომ და კაჭარავამ - ჩვეულად). ახლა ეს ამოჭერით და რა ითამაშა აბა ნაკრებმა? მსაჯს ვაბრალებთ, მაგრამ 11/10 თამაშში საერთოდ როგორ შემოგვიტია მაკედონიამ? აუტის საჯარიმოში ჩაგდებით ასეთი დოსონანსი როგორ შეგვიქმნეს რომ 4 კაცი მივარდა კარისკენ ზურგით მდგომ მოწინააღმდეგეს რომელიც სად ურტყავდა ბურთს თვითონ არ იცოდა. მანამდეც იყო მწვავე მომენტი ჩვენს კართან და .... ეს არის ის რაშიც იკვეთება ვაისის არაპროფესიონალიზმი. დროის გასაყვანად შემოყავთ მცველი ბოლო წუთზე, სხვანაირად რა უნდა მოასწროს და როგორ უნდა ჩაჯდეს რიტმში და ამან 2 ერთად შეცვალა. 10 კაციან გუნდთან იმის ნაცვლად რომ ბურთი დაეჭირა ნახევარდაცვის ხარჯზე, კვარას ტენიდნენ ბრძოლაში აუტის ხაზთან გრძელი პასით - ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს "ფეხში" კი არ აძლევდნენ პასს, კაჭარავასავით უკიდებდნენ მაღალ ბურთებს აუტის ხაზთან მცველთან ორთაბრძოლაში. მშიშარაა ვაისი და იმიტომ რომ არ მუშაობს და დონე არ ყოფნის. ეს 2 ბოლო წუთზე დაკარგული მოგება იმედია არ დაეტყობა გუნდის ფსიქოლოგიას და ისე კი გამოიკვეთა რომ ჩვენი ადგილი B-შია და 12-ში თამაში უნდა მოვიგოთ სწორად წარმართვის შემთხვევაში - თუ ჩასვრილმა ვაისმა ისევ უკანდახეული შეშინებული ფეხბურთი არ ათამაშა ბიჭებს.
???
15 ოქტომბერი 2020 01:30
7
იქნებ დამაჯერებელი გამარჯვება ზედმეტ თავდაჯერებულობას გააჩენდა?
რა მაფიაა?
15 ოქტომბერი 2020 02:10
2
არაუშავს. 12ში გავარღვევთ მაკედონიას და ამ ჯგუფსაც მოვიგებთ. კვარა სასწაული ხარ! შენ შემოგევლე ჯიგარო!!! ევროპაზე უნდა გაიბრწყინო!
მსაჯის...
15 ოქტომბერი 2020 01:28
3
მოკლედ, იმათთვის ვინც ტოტალიზატორის გამო უყურებთ ფეხბურთს, არ მესმის რას ითხოვთ ან მწვრთნელისაგან და არც გუნდისაგან, გადახედეთ თუნდაც გუშინდელ შემადგენლობებს სად თამაშობენ ისინი და სად ვთამაშობთ ჩვენ, ინდივიდიალურად ფეხბურთელებს ვგულისხმობთ რატომ ითხოვთ იმაზე მეტს რაც არ არსებობ, ვაისმა გუნდი გააკეთა ეს არის გუნდი მებრძოლი რისთვისაც მადლობა უთხრათ. უბრალოდ კლასი რაც გვაქვს ეგაა მეტი არაა, რა რესურსიც არის იმით კარგად ვთამაშობთ. ეხლა რაც კვარას შეეხება რა გწყინთ ადამიანზე რომ ვთქვათ ძალიან ნიჭიერია? თუ რავქნათ ვლანძღოდ? არის ძალიან ნიჭიერი და იმედის მომცემი
დათო
15 ოქტომბერი 2020 12:59
6
არა მეგობარო, ვაისმა უდოდ დიდი საქმე გააკეთა და მხოლოდ მადლიერი ვარ მისი, მარა გუშIნდელი მატჩი მან პირადად წააგო
გადასარევი გიორგი
15 ოქტომბერი 2020 14:58
4
რომელი საუკუნიდან ხართ, ხალხი! კარგმა მწვრთნელმა მომავალ მეტოქეს ფეხბურთელები კი არ უნდა დაუმალოს სათადარიგოთა სკამზე (ან როგორ დამალავს 19 წლის ბიჭს, რომელზეც მთელი რუსეთი ლაპარაკობს), არამედ ერთი და იგივე ფეხბურთელებით შესთავაზოს ერთმანეთისგან განსხვავებული ტაქტიკა და სტრატეგია. ან რას ნიშნავს, ქაოსი იყო და დაალაგა, კი ბატონო, ესეც პლიუსია, მაგრამ მთავარი?! ეროვნული ნაკრების მწვრთნელია თუ ზონის ნადზირატელი?! ტიპიური ფეოლაა ეგ და რაც უფრო მალე მოშორება ამ არაჩვეულებრივ თაობას, მით უკეთესი!
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 11:07
1
ვარი რომ ყოფილიყო პენალტს არ დანიშნავდნენ.მაგრად გააფორმა მაკედონიელმა ხოლო ჩვენმა 4-მა მცველმა ერთდროულად უაზროდ ითამაშეს.
თემო
15 ოქტომბერი 2020 09:37
0
ამ ოთხიდან ერთერთი თავით რო წასულიყო ამ ბურთზე იქით მოუწევდა მსაჯს მაკედონიელის დაჯარიმება...
ლევანი
15 ოქტომბერი 2020 11:13
0
ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია, კარგად ემახსოვრება თბილისის დინამოს თამაშებზე სასწრაფო დახმარების მანქანას, 90 წუთის განმავლობაში 2-3 კაცი გაყავდათ სტადიონიდან. მაშინ ჯერ კიდევ 10-15 წლისა ვერ ვხვდებოდი ნერვიულობით როგორ მიდიოდნენ ეს ადამიანები ამ მდგომარეობამდე. ისინი მაინც ბედნიერი ადამიანები იყვნენ. განსხვავებით ჩემი მდგომარეობისა გუშინ აკიდებული 11 მეტრიანის შემდეგ. და კიდევ ერთი , 3 - 4 კაცის გამოკლებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, როგორც მაგათ მიხვრა-მოხვრით , ბურთთან ურთიერთობის ჩანს -- საერთოდ არ უთამაშიათ ქუჩის ფეხბურთი.
ირაკლი
15 ოქტომბერი 2020 09:17
0
კურდღელს ლომთა ჯარიც რომ ჩააბარო, მაინც ვერ მოიგებს ომს. კურდღლობა კი იმის ბრალი, რომ საერთოდ არ სწამს ჩვენი ბიჭების. ნახეთ რუსი ჟურნალისტის ინტერვიუ, ვაისს ერთა ლიგის დასაწყისში ვუთხარი, შანსი გაქვთ-მეთქი და სასაცილოდ არ ეყოო. ფეოლაა ტიპიური, ბიჭების დამსახურებაა აქამდე რომ მოვედით. გამოკვეთილ ინდივიდუალისტებსაც ვერ იტანს. მიტომ აყენებს უსახურ სასტავებს. მგონი არც კი გახარებია კვარას გოლი, გადაახვიეთ და ნახეთ მისი რეაქცია. ქართველ ფეხბურთელებს ანჩელოტივით ლაღი მწვრთნელი სჭირდება და არა ასეთი მშიშარა. 90-იანებში ქინქლაძე და ქეცბა, ან არველაძე და ნემსაძე, ან ცხადაძე და შელია ერთდროულად რომ დამტვრეული, უსუსტეს გუნდად ვიქცეოდით, ასეთი გრძელი ხარისხიანი სკამი არასდროს გვქონია. დანაშაულია ამის განიავება. ნოემბრის მერე ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მწვრთნელი გვინდა!
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 08:31
3
ძველები ხომ მაგარი გყავდა - გინდა ქართველი და გინდა უცხოელი
ქაოსი მეტ-ნაკლებად დაალაგა ამ კაცმა და ეტყობა ეგ სურვილი "ძველების" სასტავის მონატრებააა
kote
15 ოქტომბერი 2020 10:30
10
სად ამოიკითხე, რომ ძველები უნდა დავაბრუნოთ? ანჩელოტის გულისხმობ?
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 10:51
1
კარგი თამაში იყო
დავით
15 ოქტომბერი 2020 00:54
14
ვფიქრობ რომ ჩვენი ნაკრები ჯერ-ჯერობით უნდა დარჩეს ამ ზონაში და ისევ აქედან უნდა ვიბრძოლოდ მომავალში. რაც შეეხება ფინალს, მას აუცილებლად მოვიგებთ და გავალთ. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ....
zaali
15 ოქტომბერი 2020 11:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული