საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
არაფრით არ შეიძლება ამდენი საგოლე მომენტების "გაფლანგვა"... მეტი სიმშვიდე და ყურადღებაა საჭირო გადამწყვეტ მომენტებში.
tngh
15 ოქტომბერი 2020 09:48
1
რა კომენტატორებიც გვყავს აი ზუსტათ ეგეთი მწვრთნელი და ზოგიერთი ფეხბურთელი გვყავს))
arabika
15 ოქტომბერი 2020 01:34
15
ეს თამაში ვაისის წაგებულია .
სრული პასუხისმგებლობა ვაისზეა და შესაბამისად ვინც ის მოიყვანა ნაკრებში .
ბესო
15 ოქტომბერი 2020 19:20
14
მარტო სწავლა რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა- რა ჰქნას ვაისმა თუკი ბიჭებს კოლექტიური აზროვნების ნატამალიც არ აქვთ და პრივატული გამჭრიახი ინტელექტით გუნდში მხოლოდ 4 კაცი გამოირჩევა? აბა ამიხსენით, ცალ-ცალკე გამჭრიახად მოაზროვნე და ერთად კოლექტიური აზროვნები უნარის მქონე გუნდმა როგორ უნდა მოაქციოს ასეთ უმსგავსო მდგომარეობაში საჯარიმოში მეტოქის ფეხბრუთელი? წინა მატჩში დაუშვილის შემოშვებამ არ გაამართლა, ამ მატჩში ნავალოვსკის, და რა ქნას ამ ვაისმა?
jango
15 ოქტომბერი 2020 13:42
13
რა უნდა ჰქნას და ნავალოვსკი, დაუშვილი, კობახიძე და კიდევ მასეთები აღარ ათამაშოს!
simartle
15 ოქტომბერი 2020 16:46
0
რა უნდა ქნას და 10 კაციან და უკვე განწირულად რომ გამოიყურებოდა,ისეთ მეტოქესთან ნავალოვსკი კი არ უნდა გამოეშვა,არამედ შენგელია.კვარაცხელიას,ლობჟანიძეს და შენგელიას,გაქცევა სამივეს შეუძლია,კიდევ ერთი გოლი კი,ყველა კითხვას მოხსნიდა.თან შენგელია დაცვასაც დაეხმარებოდა.მეხუთე მცველის შემოყვანამ,აშკარად არია დაცვა.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 19:37
0
ელემენტარულია როდესაც ერთ თვეში იგივე გუნდთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაქვს არ გახსნი ყველა კოზირს და მოწინააღმდეგეს საკუთარ თავს არ გამოაცდევინებ, სწორად მოიქცა ვაისი შემადგენლობის თვალსაზრისით, რაც არ უნდა იყოს წაუგებლად მივდივართ და მთავარი სათამაშო მაკედონიასთან წინაა, აი მაკედონია კი გუშინ აჩვენა რა გუნდიცაა და არა მგონია ბოლო ბრძოლაში გვაჯობონ
gg
15 ოქტომბერი 2020 10:24
10
ვაისმა ყველაფერი გააკეთა, კარგად აირჩია ტაქტიკა, შეცვლებიც დროზე ... მაგარი მწვრთნელია! ჩემი აზრით ჩვენ უკთესი გუნდი გვყავს, მაგრამ სიმძლავრე გვაკლია. განსაკუთრებით დაგვაკლდა კაპიტანი! მაგრამ რომ ვერ მოვიგეთ, ფრედ რომ დამთავრდა ეს არის ამ კონკრეტულ თამაშში ფატალური უიღბლობის შედეგი!
aburjga
15 ოქტომბერი 2020 09:53
19
აქ კომენტარებს რომ ვკითხულობრა ესეთი აზრი გამოაქვთ თურმე ჩვენს გულშემატკივრებს, რომ თითქოს რა მაგარი გუნდი გვყავს... რა მაგარი მწვრთნელი გვყავს... ერთი ბიძია მითხარით რა სათვალეებით უყურებთ მაგ ფეხბურთს იქნებ მეც მათხოვოთ? თუ საბავშვო ბაღიდან კეთდება ეს კომენტარები?
lelo
15 ოქტომბერი 2020 01:25
12
სირცხვილია!
ოთო
15 ოქტომბერი 2020 00:56
11
ამბობენ ძლიერებს უმართლებთო, მაგრამ ასეთ გუნდს როგორიც მაკედონიაა რატომ უმართლებს? გასაგებია რომ ჩვენმა ნაკრებმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ესტონეთთან 3-1 ამოქაჩეს ეხლაც კაცნაკლულმა პენალტი მიიღეს საჩუქრად.სომხებსაც ბოლოში დაუტანეს თუ სწორად მახსოვს. ეს რა იღბლიანი გუნდი ყოფილა! არ უშავს სულ ხომ არ გაუმართლებთ. 12 ნოებერს ყოფა გეტირებათ! მაგრად გული დამწყდა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ ევროპაზე უფრო უკეთესი დამსახურებული გუნდი გავა. რაც არ უნდა აკრიტიკო ნაკრები ჩვენი ნაკრები მაკედონიას მაინც ვჯობივართ. სულ რომ არაფერი ხვიჩასნაირი ფეხბურთელი მანდ არც დაიბადება
დავით 67
15 ოქტომბერი 2020 16:58
0
ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
zas.
15 ოქტომბერი 2020 19:33
0
zas-ს! კი გეთანხმები, მაგრამ ხომ ამტკიცებს. ყოველ მატჩს დიდი მონდომებით ატარებს და გამოსდის კიდეც. უკეთესი თანაგუნდელები რომ ჰყავდეს ხომ ვაბშე...
დავით 67
16 ოქტომბერი 2020 02:15
0
ყველა გამოხმაურება
ეს კომენტატორები მართლა რააა,ვითომ ჭ კლასიის დონეზე არ ვთამაშობდეთ იგივე კლასის გუნდებთან, ანდა ევროზე მოხვედრის შანსს რომ ვინარჩუნებთ რაიმე საერთო ქონდეს სპორტულ პრინციპთან.კვარას გოლს რაც შეეხება,უკვე დაიწყო ამ მართლა ნიჭიერი ბიჭის ტვინის გამორეცხვისა და მისი გაპეტიშების ახალი ტალღა,არადა რომელი სერიოზული გუნდის დაცვა გაატარებდა ასე ბავშურად ან საშუალო კლასის მეკარე გაუშვებდა ამ წერტილიდან გოლს.კი ბატონო ჩრ.მაკედონიის მე-5 შემადგენლობის კაცნაკრულ ნაკრებთან ან რუსეთის პრემიერ ლიგის მაჩანჩალა როტორთან შეიძლება გაგივარდეს, მაგრამ დიდ ფეხბურთში გამორიცხულია
me
15 ოქტომბერი 2020 11:16
23
უცნაურია, ფეხბურთს რეგულარულად არ უყურებთ თუ მეხსიერებაში გიჭირთ. სომხეთი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ფლეიოფში გავიდა. არც მაკედონიაა უდაბლესი დონე. "ჭ" კლასი იყო D ჯგუფი. ადამიანი რომ იტყვის ვაისი ცუდი მწვრთნელია და სომხეთი ნაკრების ესპანელ მწვრთნელზე(მოიძიეთ სად არის ნამუშევარი) კიდე იმაზე უარესიაო ის ან ფერხბურთის გარტყმაში არაა ან უსაქმური ტოტალიზატორშიკია. ისიამოვნეთ პროგრესით იმ დონიდან რაც ვართ და გულშემატკივრები თუ ადეკვატური ვიქნებით ჩვენს მოთხოვნებში მეტსაც მივაღწევთ რამდენიმე წელიწადში.
mmm
15 ოქტომბერი 2020 12:17
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული