საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
ძალიან სუსტ გუნდებს ვეთამაშებით, ჩვენი გუნდიც სუსტია, ასე ვერ განვითარდებით. შარშანდელი თამაშები ჩაკვეტაძემ მოიგო, წლევანდელი ხვიჩამ, მწვრთნელს არაფერიც არ მოუგია, რას აქებთ ამ კაცს ,5 წელია ვტკეპნით ერთ ადგილს. შენგელია და კვარაცხელია სკამზე უნდა იჯდეს, როცა შემტევები არ გყავს? დღევანდელ მაკედონიას საქართველოს ერთი ხუთი კლუბი მოუგებს. რა გახარებული იყო მწვრთნელი პენალტი რომ გაიტანეს. პირველი ტაიმი რა იყო საერთოდ, როგორც ვარჯიშზე თამაშობდნენ
თამაზი
15 ოქტომბერი 2020 01:49
2
რათქმაუნდა გულდასაწყვეტია, არ ვიცი რა დამაძინებს, მაგრამ შევეცადოთ დადებითი დავინახოთ ბოლო ორი მატჩიდან. კერძოდ ის რომ ვაისიც და ნაკრებიც უნდა მიხვდნენ რომ როცა ერთი ბურთით იგებ და უპირატესობა გაქვს ბოლო წუთებზე დაცვაში პანიკურად არ უნდა ჩაჯდე. აქ ქულების დაკარგა ჯობდა 12 ნოემბერს იგივე შეცდომის გამეორებას და არც ამ ჯგუფის მოგების შანსი არ დაგვიკარგავს. ორივე საშინაო თამაში რომ მოვიგოთ ჰანდიკაპით და ეგ არის.
rati 74
15 ოქტომბერი 2020 01:23
3
ratom ratom ratom rato ?!...
emgranti
15 ოქტომბერი 2020 00:50
4
თითო ქულა ვაჩუქეთ მეტოქეებს და 4 ალალი ქულა დავკარგეთ (დააკელით ეგ ქულები მათ, დაგვიმატეთ ჩვენ და ეგაა, გადაგები გახდება დღეს რა განწყობაზეც ვიქნებოდით, ახლა ჯერ ისევ სათუოა ჯგუფში გამარჯვება). და არ უნდა აქ ,,თაშამდე რომ ეთქვათ ასეთი შედეგი თანახმა ხომ იქნებოდიო“, შეიძლება წინასწარ ყოფილიყავი თანახმა, მაგრამ როცა გამარჯვება ხელში გიჭირავს არ უნდა გაუშვა ასე უაზროდ, ბოლო წუთებზე პენალტებით
gizo
15 ოქტომბერი 2020 10:16
0
კვარაცხელია 10+! კაჭარავა 8! დანარჩენები ყველა ერთად 0-!
საქართველო
15 ოქტომბერი 2020 01:39
29
უფალს ვერ დავემდურებით, ბიჭების მაგიერ ბურთს ვერ გაიტანს, ორჯერ კაცნაკლული დაგიტოვა მეტოქე, ანუ ჩვენ ფეხი აღარ გავანძრიეთ რა უფლის ბრალია?
ჰავლაბრელი ტიღუა
15 ოქტომბერი 2020 09:33
3
სადაც გასამარცვებელია იქ გავიმარჯვოთ (ნოემბერში) და მაგ მატჩებში ვერ მოგებას როგორმე ავიტანთ.მე თუ მკითხავთ,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.რას ერჩით ვაისს??? ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩს რომ მოვიგებთ,მერე რას იტყვით? კი მარა,ვაისს ყველაფრის ერთად მოგებას ავალებთ? არ გაგეცინება...
....
15 ოქტომბერი 2020 15:31
1
კვეკვესკირის გარეშე ნაკრების IQ აშკარად ძალიან მცირდება,დაცვაშიც და დაშეტევაშიც.
ძალიან საიმედოა,ვფიქრობ ცოტა მეტი შეტევითი ვფუნქციები უნდა ჰქონდეს,ნაკრებში მარტო კვეკვეს აქვს ჭკვიანური პასის უნარი თუნდაც მაშინ როცა ძალიან აპრესინგებენ
ამერიგო ვესპუჩი
15 ოქტომბერი 2020 06:24
3
ვაისმა და ფედერაციამ ტოტალიზატორი ითამაშეს როგორც სომხებთან თამაშისას
ჯონი
15 ოქტომბერი 2020 01:42
6
სადაც გასამარჯვებელია იქ გავიმარჯვოთ (ნოემბერში) და მაგ მატჩებში ვერ მოგებას როგორმე ავიტანთ.მე თუ მკითხავთ,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.რას ერჩით ვაისს??? ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩს რომ მოვიგებთ,მერე რას იტყვით? კი მარა,ვაისს ყველაფრის ერთად მოგებას ავალებთ? არ გაგეცინება...
....
15 ოქტომბერი 2020 15:43
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული