საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
უკვე რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო გადავიდა აღდგენით ვარჯიშზე (ეს ახალი მიმართულებაა), რაც საშუალებას იძლევა თამაშიდან 72 საათის ნაცვლად უკვე 24 საათში შეძლო სრული აღდგენა და გადახვიდე მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშზე...
ამ საქმის მცოდნე ასისტენტს თუ მიიწვევენ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ყოველ მესამე დღეს გასამართ თამაშზე ძირითადი შემადგენლობის შეცვლა საჭირო აღარ იქნება და ფეხბურთელების ტრავმამედეგობაც გაიზრდება!
მენტალური მომზადების ცენტრი
15 ოქტომბერი 2020 09:18
0
ეჭვი მაქვს,რომ ამ პოსტს,გუჯა კახაძე სწერს.გუჯა,ამდენი წელია ლაპარაკობ და მგონი არავინ გისმენს.ბიჯო,შენც ხომ ქართული სპორტის გულშემატკივარი ხარ,მიაფურთხე ამ ფინანსურ საკითხებს და უფასოდ იმუშავე რომელიმე გუნდთან.დაანახე შენი შესაძლებლობები და შედეგებს რომ დაინახავენ,მაშინაც დაიბრამევებენ თვალებს?მერე უკვე შენც ფასიანად იმუშავებ და ხეირსაც ნახავ.არ ვიცი,რეალურად რამდენად შედეგიანია შენი მეთოდი,იმიტომ რომ მხოლოდ ლევან მაჭარაშვილის სახელი ვიცი,ვინც შენთან ივარჯიშა,ის კი,მაინცდამაინც არ ჩანს ქართულ ფეხბურთში.მიდი,დადე შედეგი და მერე არც შენ დარჩები წაგებული.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 12:26
1
რა მოითმენს 12 ნოემბრამდე, ეხლა ვარ აჟიტირებული და იმ დღეს რა დამემართება არ ვიცი. ნაკრების არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ამ 30 წლის გამნავლობაში. მიუხედავად მრავალი წარუმატებელი თუ საზიზღარი თამაშისა ჩემთვის ყოველთვის მთავარი საგულშემატკივრო გუნდი ჩვენი საფეხბურთო ნაკრები იყო და იქნება.
წარმომიდგენია რა განწყობა და მოლოდინია თავად ფეხბურთელების გულებში. ასე რომ დარწმუნებული ვარ ყველა მაქსიმუმს დადებს და გავიმარჯვებთ. ყვლა გულშემატკივარს გთხოვთ, მიუხედავად დამსახურებული კრიტიკისა მთავარ თამაშამდე თავი შევიკავოთ მწვრთნელის და ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკისგან. ახლა ყველა ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფედერაცია, მთავრობა და გულშემატკივრები ერთი გუნდი უნდა გავხდეთ და სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ.
rati 74
16 ოქტომბერი 2020 11:54
0
მე მგონია ერლინგ ჰალანდს ისე არ აფეტიშებენ როგორც კვარას არა და ტიპმა ბოლო 6 სანაკრებო შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.არც თუ სუსტ ნაკრებებთან შეხვედრაში.
me
15 ოქტომბერი 2020 16:10
0
არ ვიცი ამას რა ქვია.ერთი და იგივე შეცდომა რამდენჯერ უნდა დაუშვას გუნდმა?მატჩამდე რომ ვინმეს ეთქვა ფრეზე თანახმა თუ იქნებიო,მივესალმებოდი.მაგრამ,როცა თამაშიდან გამომდინარე მეტოქეზე უკვე ზეწოლას ახდენ და თან ანგარიში მიგყავს,ეს უკან დახევა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში რა უბედურებაა.10 კაციან მეტოქეს რომ მის ნახევარზე ეთამაშო ამაზე მეტი თავდაცვა რაღა გინდა? მეტოქე თითქოს დაბნეულიც ჩანდა უკვე.ასეთ დროს კი სტანდარტი ერთადერთი შანსია გუნდისთავის,რომელიც მიიღეს კიდეც და გამოიყენეს.
დამწუხრებული გულშემატკივარი
15 ოქტომბერი 2020 15:30
0
მოსაგები თამაში იყო. საქართველომ მეორე ტაიმი მეტოქეს აჯობა, სანამ კაცს გაუგდებდნენ მაკედონიას მანამდეც ჯობნიდნენ ჩვენები, არა უშავს თბილისში უნდა მოუგოთ მესამე ცდაზე.ნახევარდაცვაში ყაზაიშვილი იყო კარგი მაგრად ითამაშა, სომხეთთანაც კარგად ითამაშა მან, ბელორისთან კი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე,ყაზაიშვილი ნკრებისთვის ერთერთი წამყვანი ლიდერია და ის თუ კარგ ფორმაში იქნება 12 ნოებერს ნაკრებისთვის კარგი იქნება,იმედია ამერიკიდან ევროპაში გადმოვა სათამაშოდ და რომელიმე ნორმალურ ჩემპიონატში და კლუბში მოხვდება, თუ ასე იქნება მისთვის და ნაკრებისთვის იქნება სასარგებლო.დაცვის ცენტრში კვირკველია -ტაბიძის წყვილი ძალიან საიმედოდ მოქმედებდა თითქმის შეცდომებს არ უშვებდნენ ფალანგებიდან კი პრობლემები უხვად გვქონდა ვინაიდან არც ჯიღაურია მარჯვენა მცველი და რც დვალი არის მარცხენა მცველი,მარჯვნივ კაკაბაძე დაბრუნდება და პრობლემა მოიხსნება, აი მარცხენა მცველები კი გვიჭირს,თუმცა აქაც არ შეიძლება ავსტრიაში გადასული კერძოდ კი ვოლფსბერგში გიორბელიძე რომელიც ალბათ ტრამვას მალე მოირჩენს ყურადგების მიღმა დატოვონ, აგრეთვე უგრეთში წასულმა ლაკვეხელიანმა ძალიან მოუმატა და კიდევ უფრო განვითარდება თუ შრომას გააგრძელებს.ეს ორი მარცხენა მცველი ნაკრებს სამომავლოდ ძალიან გამოადგება.
ziko
15 ოქტომბერი 2020 15:35
0
რაც ნაკრებს ემართება ტაიმების ბილოს, უკვე მერამდენედ, მაგას სახელი რა ჰქვია?!
?!
15 ოქტომბერი 2020 11:12
2
მაგას ქვია კონცეტრაციის დაკარგვა, რაც დაღლილობის ბრალია-რაც თავის მხრივ ფიზიკური კონდიციების სისუსტეზე მიუთითებს.
1234
15 ოქტომბერი 2020 12:54
1
მაგას ქვია სახელი - გულშემატკივრის უპატივცემულობა
?!-S
15 ოქტომბერი 2020 11:49
3
მოკლედ, მაკედონიასთან სახლში ყაზაიშვილი არ უნდა იყოს ძირითადში. გვყავს საკმარისი ფეხბურთელები. ტიპი არც პასებს აძლევს საჯარიმოში თანაგუნდელებს და ვერ თვითონ ურტყამს. სომხეთთანაც ოქრიაშვილზე გამოუვიდა პასი, კარში დაარტყა და აეჭრა მარცხენა ფეხით და ოქრი დახვდა ბურთს. იმედია ჩაკვეტაძე იქნება რა ჯანზე.
ყაზაიშვილი პასებს არ იძლევა
15 ოქტომბერი 2020 14:47
5
ვინმემ აიხსნას, რას ნიშნავს, ჯერ არ გვინდა B ჯგუფი? ანუ თუ მაკედონია წაიბორძიკებს და ბიჭები ბოლო თამაშის მოგებით პირველ ადგილზე გამსვლელები იქნებიან, შესვენების დროს კობიაშვილი უნდა შევარდეს გასახდელში, არიქა, არ მოიგოთო?! გუნდი ყველა თამაშში მოსაგებად უნდა გავიდეს და იქ უნდა იყოს, სადაც იმსახურებს ყოფნას. 20 წელი ვიმსახურებდით და ნეხვში ვიყავით, ძლივს ნორმალური თაობა მოვიდა, წინსვლის პერსპექტივა გამოჩნდა და რა ახლა რა გინდათ, ნეხვი დაგიტკბათ?! მე ამათზე უკეთესი თაობების გამოჩენისას მწამს, ოღონდ სომხეთთან და ესტონეთთან ჭიდილში არ გამოვა ეგ ამბავი!
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 14:13
0
ჩვენ გუნდში რაღაც ხდება, ბიჭებიც მოტივირებულნი არიან, მწვრთნელის ხელიც ეტყობა, მაგრამ..... იქნებ ფსიქოლოგიური მომენტიც არსებობს..... ისე კვარაცხელია რატომ უფრო ადრე არ გამოიყვანეს? მართლა ანგელოვსკია ეს კაცი, რა ბედი აქვს უკვე მესამედ გადარჩა წაგებას, ყოველივეს შემდეგ რომ 12 ნოემბრისათვის იმედიანად იქნება განწყობილი.. რომ იტყვიან .სინდისიც არის საქონელი...
ზურა
15 ოქტომბერი 2020 11:49
4
იყვირეთ ეხლა გოჩა და ხვიჩა((პაზორ. სომხებზე იძახით რამეს?((ეს კომენტატორები ხო ამაზრზენად იქცევიან!((
რატი
15 ოქტომბერი 2020 10:02
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული