საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობ
და და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას  და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)
გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

მკითხველის კომენტარები / 135 /
მეორე არა მესამე, მაკედონიასთან პირველი თამაშიც მასე მოგვივიდა, არმენიასთანაც და გუშინ კიდევ მესამე!
fsiuuu
15 ოქტომბერი 2020 14:54
0
მოკლედ, მაკედონიასთან სახლში ყაზაიშვილი არ უნდა იყოს ძირითადში. გვყავს საკმარისი ფეხბურთელები. ტიპი არც პასებს აძლევს საჯარიმოში თანაგუნდელებს და ვერ თვითონ ურტყამს. სომხეთთანაც ოქრიაშვილზე გამოუვიდა პასი, კარში დაარტყა და აეჭრა მარცხენა ფეხით და ოქრი დახვდა ბურთს. იმედია ჩაკვეტაძე იქნება რა ჯანზე.
ყაზაიშვილი პასებს არ იძლევა
15 ოქტომბერი 2020 14:47
5
ვინმემ აიხსნას, რას ნიშნავს, ჯერ არ გვინდა B ჯგუფი? ანუ თუ მაკედონია წაიბორძიკებს და ბიჭები ბოლო თამაშის მოგებით პირველ ადგილზე გამსვლელები იქნებიან, შესვენების დროს კობიაშვილი უნდა შევარდეს გასახდელში, არიქა, არ მოიგოთო?! გუნდი ყველა თამაშში მოსაგებად უნდა გავიდეს და იქ უნდა იყოს, სადაც იმსახურებს ყოფნას. 20 წელი ვიმსახურებდით და ნეხვში ვიყავით, ძლივს ნორმალური თაობა მოვიდა, წინსვლის პერსპექტივა გამოჩნდა და რა ახლა რა გინდათ, ნეხვი დაგიტკბათ?! მე ამათზე უკეთესი თაობების გამოჩენისას მწამს, ოღონდ სომხეთთან და ესტონეთთან ჭიდილში არ გამოვა ეგ ამბავი!
ცოტნე
15 ოქტომბერი 2020 14:13
0
მარტო სწავლა რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა- რა ჰქნას ვაისმა თუკი ბიჭებს კოლექტიური აზროვნების ნატამალიც არ აქვთ და პრივატული გამჭრიახი ინტელექტით გუნდში მხოლოდ 4 კაცი გამოირჩევა? აბა ამიხსენით, ცალ-ცალკე გამჭრიახად მოაზროვნე და ერთად კოლექტიური აზროვნები უნარის მქონე გუნდმა როგორ უნდა მოაქციოს ასეთ უმსგავსო მდგომარეობაში საჯარიმოში მეტოქის ფეხბრუთელი? წინა მატჩში დაუშვილის შემოშვებამ არ გაამართლა, ამ მატჩში ნავალოვსკის, და რა ქნას ამ ვაისმა?
jango
15 ოქტომბერი 2020 13:42
13
რა უნდა ქნას და 10 კაციან და უკვე განწირულად რომ გამოიყურებოდა,ისეთ მეტოქესთან ნავალოვსკი კი არ უნდა გამოეშვა,არამედ შენგელია.კვარაცხელიას,ლობჟანიძეს და შენგელიას,გაქცევა სამივეს შეუძლია,კიდევ ერთი გოლი კი,ყველა კითხვას მოხსნიდა.თან შენგელია დაცვასაც დაეხმარებოდა.მეხუთე მცველის შემოყვანამ,აშკარად არია დაცვა.
სოსო
15 ოქტომბერი 2020 19:37
0
რა უნდა ჰქნას და ნავალოვსკი, დაუშვილი, კობახიძე და კიდევ მასეთები აღარ ათამაშოს!
simartle
15 ოქტომბერი 2020 16:46
0
Ваис иди домой!!!
Is adamiani sadaa, qartvlobaze da mcvrtnelobaze rom momcera amis cin.
დათო
15 ოქტომბერი 2020 13:31
23
Дорогой Ваис, вы его не слушайте, Это его эмоций, его субъективный взгляд. пожалуйста останьтесь и созидайте еще и еще, во славу грузинского футбола, с уважением
ანდრო
15 ოქტომბერი 2020 14:05
4
მოკლედ, იმათთვის ვინც ტოტალიზატორის გამო უყურებთ ფეხბურთს, არ მესმის რას ითხოვთ ან მწვრთნელისაგან და არც გუნდისაგან, გადახედეთ თუნდაც გუშინდელ შემადგენლობებს სად თამაშობენ ისინი და სად ვთამაშობთ ჩვენ, ინდივიდიალურად ფეხბურთელებს ვგულისხმობთ რატომ ითხოვთ იმაზე მეტს რაც არ არსებობ, ვაისმა გუნდი გააკეთა ეს არის გუნდი მებრძოლი რისთვისაც მადლობა უთხრათ. უბრალოდ კლასი რაც გვაქვს ეგაა მეტი არაა, რა რესურსიც არის იმით კარგად ვთამაშობთ. ეხლა რაც კვარას შეეხება რა გწყინთ ადამიანზე რომ ვთქვათ ძალიან ნიჭიერია? თუ რავქნათ ვლანძღოდ? არის ძალიან ნიჭიერი და იმედის მომცემი
დათო
15 ოქტომბერი 2020 12:59
6
არა მეგობარო, ვაისმა უდოდ დიდი საქმე გააკეთა და მხოლოდ მადლიერი ვარ მისი, მარა გუშIნდელი მატჩი მან პირადად წააგო
გადასარევი გიორგი
15 ოქტომბერი 2020 14:58
4
წესით 10 ქულა უნდა გვქონდეს და მაკედონიას 5 ქულით ვუსწრებდეთ - ერთი ფრე და ჯგუფი მოგებული იქნებოდა. ახლა კი ორივე მატჩის მოგებაც არ არის ამის გარანტი. ხოდა რა "შემადგენლობის" დამალვაზე და ა.შ. მელაპარაკებით. გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 1 მოიგო და 3 ფრედ დაამთავრა. 2 აქედან 11/10-ზე ბოლო 30 წუთი. გუნდები მაკედონია,სომხეთი, ბელარუსი. და მაინც "ყოჩაღ ვაისი"? კომენტატორებმა ხშირად გაიმეორეთ რომ დაუმარცხებელი ვართ ერთა ლიგაზე. თავის მოტყუება.
???
15 ოქტომბერი 2020 12:23
12
არადა რა ადვილი იყო წუხელ მაკედონელების მიჭყლეტვა, გაშვებული გოლის მერე ეგრევე დაეტყოთ სასოწარკვეთა. როგორ შეიძლებოდა მათვის მოედნის დათმობა და დაცვაში ჩადგომა, ათ-კაციან, ყურებჩამოყრილ გუნდთან?! განა ბიჭებს არ ვუმადლით იმას რასაც აკეთებენ, მაგრამ შეუძლებელია წყობილებიდან არ გამოხვიდე, როცა ხედავ რო ერთიდაიგივე ლაჩრულ შეცდომას იმეორებენ. არ ვიცი მწვრთნელი ავალებს ეგრე ქენითო, არ ვიცი მენტალობაა აქვთ ეგეთი, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს კაცო ესე, როდემდე?!
giglia
15 ოქტომბერი 2020 11:57
0
ჩვენ გუნდში რაღაც ხდება, ბიჭებიც მოტივირებულნი არიან, მწვრთნელის ხელიც ეტყობა, მაგრამ..... იქნებ ფსიქოლოგიური მომენტიც არსებობს..... ისე კვარაცხელია რატომ უფრო ადრე არ გამოიყვანეს? მართლა ანგელოვსკია ეს კაცი, რა ბედი აქვს უკვე მესამედ გადარჩა წაგებას, ყოველივეს შემდეგ რომ 12 ნოემბრისათვის იმედიანად იქნება განწყობილი.. რომ იტყვიან .სინდისიც არის საქონელი...
ზურა
15 ოქტომბერი 2020 11:49
4
გაფეტიშება არ შეიძლება მაგრამ მართლა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაკნინების მცდელობა რა პონტია.რუსეთი ჩემპიონატის თითქმის ყველა ტურის სიმბოლურ ნაკრებში რუსი სპეციალისტები რომ ასახელებენ ამაზე რას იტყვი.გუშინაც მართლა ულამაზესი ბურთი გაიტანა.
me-ს
15 ოქტომბერი 2020 11:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული