ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
ორჯერ 10 კაციან მაკედონიას ვერ მოვუგეთ. სირცხვილია.
kaira
15 ოქტომბერი 2020 11:25
20
თხოვნა: ყველა მწვრთნელი ნუ იქნებით და ექსპერტი და დიდ კომენტარებს ნუ წერთ !
კარგები იყვნენ ბიჭები,მადლობა და წარმატებები, მჯერა გავალთ ევროპაზე !
ავთო
15 ოქტომბერი 2020 11:20
9
ვაისი ერთი მიმართულების ასისტენტს თუ დაიმატებს, რომელსაც იგივე ეცოდინება, რასაც უკვე რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო აკეთებს - აღდგენითი ვარჯიში (ეს ახალი მიმართულებაა), რაც საშუალებას იძლევა თამაშიდან 72 საათის ნაცვლად უკვე 24 საათში შეძლო სრული აღდგენა და გადახვიდე მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშზე.
ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ყოველ მესამე დღეს გასამართ თამაშზე ძირითადი შემადგენლობის შეცვლა საჭირო აღარ იქნება და ფეხბურთელების ტრავმამედეგობაც გაუმჯობესდება!
მენტალური მომზადების ცენტრი
15 ოქტომბერი 2020 11:20
4
და ეს არის ძალიან ძლიერი ნაკრები?ტოტალური უიღბლობა მადლობა ბიჭებო ყველას .12 ში დავამყნით მაგათს 3-0 ს.კვარაცხელია ხო გვყას ჩაკვეტაძემ ეგება გაეშვას და მოდით მერე.წარმატებები მე თქვენი იმედი მაქვს
თემური
15 ოქტომბერი 2020 10:45
3
კაცი იმედითაა ბიძია და ნუ დაკარგავ მაგ იმედს, აგერ 30 წელია ნატოში ხართ იმედით, ღმერთმა ნუ მოგიშალოთ იმედი დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
xx
15 ოქტომბერი 2020 15:33
1
ჩემი აზრი მაქვს ...-გვყავს 3-4 ფეხბურთელი, როგორც მაკედონიას, დანარჩენი კანდიდატები ფეხბურთელობაზე, მენტალურადაც გვიჭირს, როგორც მთელ ქვეყანას. აბა სხვანაირად როგორ უნდა ახსნა თუ გინდ ბოლო თამაშები ჩვენზე მაჩანჩალებთან? ისინი ბევრად ძლიერები არიან ზუსტად (მხოლოდ )მენტალურად. მაინტერესებს სპეციალისტების შეფასებები ოღონდ რეალური. ვიღაცამ მწვრთნელის გარდა უნდა აუხსნას. . მაგ. ელემენტალურად დარტყმა რომ არ იციან, ძნელია? ავარჯიშონ ან თავად მეტი ივარჯიშონ. მოვუწოდებ ფეხბურთელების ახლობლებსაც შექება და შეძახილი-გამხნევება საჭიროა, მაგრამ ასევე საჭიროა რეალობის აღქმა, თვითკრიტიკა ბიჭებისგან, გამაღიზიანებელია -გამოდიან და კარგად ვითამაშედ და იღბალმა გვიმტყუნაო. გილშემატკივრების შეურაწყოფაა ამის მერე ქედმაღლურად თავის დაჭერა. ვაისაც ეხება, არ შეიძლებოდა დაუშვილის დაყენება, უნდა ეგრძნო რომ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მორალური მხარდაჭერა იქნებოდა მოგვიანებით გამოძახება და შანსის მიცემა თუ დაიმსახურებდა, ანართოსისის თამაშებს ვუყურებ და ვერაფრით იჩენს იქაც თავს, გასაგებია რომ ასარჩევი კონტიგენტი მწირია, მაგრამ დანაშაულის ზომიერი შეგრძნება-გასაზრდელად გამოსასწორებლად საჭიროა.მაგ. შეცდომების ფონზე მწვრთნელი ასვენებს კალათბურთელს და შეიძლება თამაშში აღარც ჩართოს...
გუსანი
15 ოქტომბერი 2020 10:44
3
ძალიან სულელურად შეცვალა ორი მცველით. არია მთლიანად დაცვა. აბა ეს კაცია.
მძღოლი.
15 ოქტომბერი 2020 10:23
8
ბელორუსი
აზერი. სომხები აი საქართველოს კბილა გუნდები! ეს "ვარსკვლავბიჭუნებიც" მანდ თუ ბამოჩნდებიან და დიდი დიდი რპლ დაინტერესდეს.ისიც არა ტოპ-კლუბები.
kaxi
15 ოქტომბერი 2020 10:11
40
თუ აკვირდებით ყველა წარუმატებლობას ფეხბურთელებს რომ აბრალებს.
ერთხელ არ უთვამს, ტაქტიკა ვერ შევარციე, არასწორი შემადგენლობა დავაყენე, შეცვლები ვერ გამოვიცანი
Las
15 ოქტომბერი 2020 10:04
8
ბატონო პროფესორებო, გადახედეთ მატიანეს და სარქივო ჩანაწერებს.
გვითხარით გეთაყვა - დღიდან დასაბამისა და რომელმა მწვრთელმა ათამაშა ამ დონეზე ნაკრები?

აბა მაინც ვინ? იქნებ ანოიკითხოთ წარსულიდან? არ მახსენდება და იქნებ იყო ვინმე ვინც მეტი შეძლო, გამართულიფეხბურთი ათამაშა და მეტი შედეგი დადო?

მე მახსოვს ბოსკამპები, კუპერები, ტოპმიოლერები - მაგრამ რაღაც ამას მიახლოებული შედეგები არ მახსოვს - ქართველი მვრთელების დიდ შედეგებს, რომ პირდაპირ....
ლევანი
15 ოქტომბერი 2020 10:02
14
მთლად მასეც არ არის საქმე.ჩივაძე,ინგლისთან წაგებას გადავაყოლეთ,გერმანიასთან წაგებას ვერ ვპატიობდით გუნდს,ორბურთიანი სხვაობით,იმიტომ რომ მეტი გვინდოდა.ახლა ამაზე ოცნებაც აღარ გვაქვს.ვისთანაც ვაგებდით,იქაც შეტევაში გავრბოდით და ყურება გვიხაროდა,ისეთ ფეხბურთს ვთამაშობდით.ჩაკვეტაძემდე და კვარაცხელიამდეც გვყავდა ფეხბურთელები და არა ერთი.ასე რომ ც ჯგუფში გამარჯვება,მათთვის ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა.წესით არც ამათთვისაა,მაგრამ თავისი თავის რწმენა არა აქვთ,ჯერჯერობით.თუმცა ესეც მოვა.ვაისი შესაძლოა დიდი არაფერი მწვრთნელია,მაგრამ გუნდში შექმნა ატმოსფერო და თანდათან თითქოს პერსპექტივები გვიჩნდება.ყოველ შემთხვევაში ნაკრებს შემადგენლობის ასეთი სიღრმეები,მგონი არასოდეს ჰქონია.კარგი ახალგაზრდობაც მოდის და აუცილებლად ვიქცევით, საშუალო დონის ნაკრებად მაინც
სოსო
15 ოქტომბერი 2020 10:29
1
ვაისს აგინებთ მაგრამ შედეგებს დებს.ევროპაზე გაგვიყვანს, ამ ჯგუფში პირველ ადგილზე და მეტი რა ქნას.რაც შეეხება კვარაცხელიას იგი ჩვენი ჯოკერია,ჩვენი რონალდუა,ჩვენი მესია და ცდილობს მარტო საჭიროების შემთხვევებში გამოიყენოს.არ დაგავიწყდეთ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.
ამაშია საქმე
15 ოქტომბერი 2020 09:45
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული