საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.
ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.
მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.
პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით
კარგები იყვნენ ბიჭები,მადლობა და წარმატებები, მჯერა გავალთ ევროპაზე !
ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ყოველ მესამე დღეს გასამართ თამაშზე ძირითადი შემადგენლობის შეცვლა საჭირო აღარ იქნება და ფეხბურთელების ტრავმამედეგობაც გაუმჯობესდება!
აზერი. სომხები აი საქართველოს კბილა გუნდები! ეს "ვარსკვლავბიჭუნებიც" მანდ თუ ბამოჩნდებიან და დიდი დიდი რპლ დაინტერესდეს.ისიც არა ტოპ-კლუბები.
ერთხელ არ უთვამს, ტაქტიკა ვერ შევარციე, არასწორი შემადგენლობა დავაყენე, შეცვლები ვერ გამოვიცანი
გვითხარით გეთაყვა - დღიდან დასაბამისა და რომელმა მწვრთელმა ათამაშა ამ დონეზე ნაკრები?
აბა მაინც ვინ? იქნებ ანოიკითხოთ წარსულიდან? არ მახსენდება და იქნებ იყო ვინმე ვინც მეტი შეძლო, გამართულიფეხბურთი ათამაშა და მეტი შედეგი დადო?
მე მახსოვს ბოსკამპები, კუპერები, ტოპმიოლერები - მაგრამ რაღაც ამას მიახლოებული შედეგები არ მახსოვს - ქართველი მვრთელების დიდ შედეგებს, რომ პირდაპირ....