ვაისი: ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ თამაშის შემდეგ შეუძლებელია ბედნიერი ვიყო. მაკედონია 10 კაცით გვეთამაშებოდა და გოლი გაგვიტანა. იყო თუ არა პენალტი, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენ რამდენიმე გოლი უნდა შეგვეგდო, საკმაოდ ბევრი მომენტი გვქონდა.

ახლა მოწყენილები ვართ. ვნახოთ, 1 თვის შემდეგ რა იქნება. შანსები 50/50-ზეა, სახლში ვთამაშობთ და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ და დაესწრება თუ არა მატჩს მაყურებელი.

მაკედონიას 3 ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ - 6 თუ
7. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ემოციურად ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შუაში ალიოსკის კარგი თამაშის გამო პრობლემები შეგვექმნა. მეორე ნახევარში კი უკეთესები ვიყავით, 3-4 სერიოზული მომენტი გვქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია.

პანდევმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მხოლოდ შექებას იმსახურებს. როგორ ჩაატარა მთელი მატჩი, როგორ თამაშობს, როგორ ფარავს ბურთს, როგორ მოძრაობს. ის მაკედონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 1 თვის შემდეგ ვნახავთ, როგორ შევაჩერებთ მას", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

მომზადებულია gol.mk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 49 /
ერთადერთი ვინც სახიფათო ყავს მაკედონიას პანდევია, არაა გამორიცხული თავისი გამოცდილებით რაღაც არასასიამოვნო გააკეთოს, ამიტომ კანკავამ ფეხი არ უნდა გაანძრევინოს მთელი თამაში, თან ხვიჩამ,ჩაკვეტაძემ და ყველა შემტევმა ცხოვრების თამაში უნდა ჩაატარონ.
ინტუიცია
15 ოქტომბერი 2020 04:29
2
ჩაკვეტაძემ რა თამაში უნდა ჩაატაროს?! სასწრაფოდ გამოჯანმრთელდეს და 25 დღეში სასწაული ფორმა უნდა აკრიფოს??!!
aburjga
15 ოქტომბერი 2020 10:09
3
ან წადი, ან მწვრთნელობა ისწავლე.
1) როცა ვიგებთ, ერთდროულად 2-3 ფეხბურთელი არ უნდა შეცვალო, ეს მაშინ ხდება, როცა გოლია გასატანი.
2) 1-0 შენარჩუნებაზე ფიქრი ფსიქოლოგიას აფუჭებს.
3) შენგელია დააყენე მარჯვნივ.
4) ზოგიერთ ფეხბურთელს უთხარი, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, ნუ ათრევს ბურთს.
5) მადლობა ღმერთს, შეცვლების გაკეთებას აღარ აგვიანებ.
6) სიმშვიდე კარგი თვისება გაქვს, მაგრამ ზოგჯერ იაქტიურე!
რაგბის ფანი
15 ოქტომბერი 2020 02:11
16
რამდენი წელია საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებთ, როდის იყო ასეთი დალაგებული და რაღაც ტაქტიკის მოთამაშე ჩვენი გუნდი, მეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ შესარჩევის და ბელორუსთან თამაშების წინ, ასე მეგონა, რომ ვაისი აირეოდა და შემადგენლობის შერჩევაში დაიბნეოდა, ნურას უკაცრავად, რა თამაშებიც ვითამაშეთ შინ და გარეთ, ყველგან მყარად გვეჭირა მატჩის სადავეები, რაც არ მახსენდება არც ჩივაძის და არც ყიფიანის დროს, ბელორუსთან შედეგი იყო მთავარი და ესეც დადო ამ კაცმა, დარჩა ერთი თამაში, რომელიც შეაჯამებს ვაისის მოღვაწეობას, ბოლო თამაშებმა დამარწმუნა, რომ ვაისი კარგი სპეციალისტია, მიდი ვაის, ნახავ მაკედონიას რომ მოვუგებთ, რა არის ქართველი ხალხის სიყვარული.
15 ოქტომბერი 2020 12:24
4
ვაისს აგინებთ მაგრამ შედეგებს დებს.ევროპაზე გაგვიყვანს, ამ ჯგუფში პირველ ადგილზე და მეტი რა ქნას.რაც შეეხება კვარაცხელიას იგი ჩვენი ჯოკერია,ჩვენი რონალდუა,ჩვენი მესია და ცდილობს მარტო საჭიროების შემთხვევებში გამოიყენოს.არ დაგავიწყდეთ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.
ამაშია საქმე
15 ოქტომბერი 2020 09:45
5
ამის ეხლა გააშვება უაზრობაა, მაგრამ ცოტა შემოულაწუნეთ ფედერაციამ, თორმეტშიც რამე არ მიჰქაროს. მერე კი მადლობა და ჩემოდანი. არაა ეს იმ კალებრის მწვრთნელი, ჩვენებს რომ წაადგება მომავლისათვის. მაკედონია კი სასომხეთზე სუსტი გუნდია და აგერ ნახავთ თუ არ მოუგებენ.
emigranti
15 ოქტომბერი 2020 04:29
43
ადრე არსებული მწვრთნელებიდან რომელი იყო ჩვენი კალიბრის? იქნებ ჯერ არ დაბადებულა ჩვენთვის მოსაწონე მწვრთნელი? თქვენ როგორც ვხვდები მესი ან რონალდო გინდათ მწვრთნელად თან რო ითამაშოს და გოლებიც გაიტანოს...
sormona
15 ოქტომბერი 2020 09:59
5
არ გეწყინოს მარა აზრზე არ ხარ ქართული ფეხბურთის, გეტყობა ჩემპიონთა ლიგის სტანდარტებით ზომავ ჩვენს რეალობასაც
ანესთეზეოლოგი
15 ოქტომბერი 2020 07:59
3
ვლადიმერ საბავშო გუნდებშიც არ არღვევენ ბოლო წუთებში დაცვას ... რა ცვილილება გააკეთე ერთი ეგ აგვიხსენი თორე აბა ჩემი ხასიათი იკიათხე ახლა შენი უაზრობით არ გაინტერესეეებს ???
bejo
15 ოქტომბერი 2020 01:59
7
თხოვნა: ყველა მწვრთნელი ნუ იქნებით და ექსპერტი და დიდ კომენტარებს ნუ წერთ !
კარგები იყვნენ ბიჭები,მადლობა და წარმატებები, მჯერა გავალთ ევროპაზე !
ავთო
15 ოქტომბერი 2020 11:20
9
პანდევმა რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ის 37 წლის კაცია და ყველა თამაში ითამააა ვითომ შენ რომ ხალხი დაასვენ სომხებთან ლამის მთელი გუნდი და ვერც ის თამაში მოიგე და ვერც ეს მაკედონიასთან დასვენებული ხალხით...
საქართველოსთვის!
15 ოქტომბერი 2020 01:59
10
ძალიან სულელურად შეცვალა ორი მცველით. არია მთლიანად დაცვა. აბა ეს კაცია.
მძღოლი.
15 ოქტომბერი 2020 10:23
8
მწვრთნელის კვალიფიკაცია ცივი გონებით გუნდისშედეგებიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ.ამან მოიგო ერთალიგის ჯგუფი,გავიდა ფინალში,დღეისათვის ერთერთი ლიდერია უკვე ც ჯგუფში. ამის დაუნახავობა, ვფიქრობ ,არ იქნება სწორი.ყველა თამაშს თანაც ლამაზად ვერ მოიგებ,მაგრამ როცა გასვლაზე ამხელა უპირატესობას აღწევ შენს უშუალო კონკურენტთან და ამას აკეთებ ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ეს უკვე იმას ნიშნავს რომ გყავს მებრძოლი,დაბალანსებული გუნდი.წარმატებებივუსურვოთ ჩვენს გუნდს, ის ამას იმსახურებს....
nodiko
15 ოქტომბერი 2020 08:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული