ვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯობათ. ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენთვის, ამ თაობისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ.

წინა პრესკონფერენციაზე, როდესაც მკითხეთ, კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქე იყო თუ მაკედონია, გითხარით, კორონავირუსი-მეთქი. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ.

დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში
იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები.

იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ.

კვარასა და შენგელიას გარეშე ვითამაშებთ. წინა ხაზში კიდევ გვყავს მოთამაშეები. ვიცი უკვე, ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.

პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია, უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში - 5-ით. ვნახოთ, ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაში. იყო თუ არ იყო პენალტი, მსაჯმა დადო და ამაზე ლაპარაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ეს მხოლოდ ფეხბურთია. ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ; ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 79 /
ეს ფინალი თავით უნდა მოვიგოდ და არა ფეხით.
david gurgenidze
12 ნოემბერი 2020 13:20
0
ისე ქეცბა, ჩამოსულია და ხომ არ გვეკითხა რჩევა, არა არ ვხუმრობ ახლა სწორედ მისი ტაქტიკა თუ გვიშველის, ავტობუსი და კონტრშეტევის იმედი, თუმცა დიდათ ეს ტაკტიკა არც ვაისს ეზერება და ზოგი ჭირი მარგებელიაო შეიძლება ახლა გამოგვადგეს.
hhh
12 ნოემბერი 2020 12:58
3
თუ ძმა ხარ დაუშვილის და ქვილითაიას ნუ დაგვანახება შემადგენლობაში.
arabika
12 ნოემბერი 2020 12:42
2
ჩემი აზრით, მაკედონიასთან წინა ორი მატჩით თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად იმისა რომ მწვრთნელებმა ბოლომდე არ გაუხსნეს კარტები ერთმანეთს მაინც საქართველო აშკარა ფავორიტი იყო. მაკედონიას არანაირი შანსი არ ჰქონდა. დღეს უმძიმეს ვითარებაში აღმოვჩნდით. ფაქტიურად თამაშამდე განიავდა ჩვენი უპირატესობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მაკედონიას უპირატესობა აქვს. უბრალოდ შანსები გათანაბრდა. ასეთ სიტუაციაში გამარჯვება რეალურად მიმაჩნია. უბრალოდ მეტი დაძაბულობა იქნება მოედანზე და მეტი ნერვიულობა მოგვიწევს. უფრო ძლიერი მეტოქეები დაგვიმარცხებია. მაკედონიაზე არაფრის თქმა არ მინდა, არც გაფიქრება მათი შანსები 0-ის ტოლია. ყველაფერი კარგად იქნება!
მამუკა
12 ნოემბერი 2020 12:42
0
წმინდა გიორგი გფარავდეთ ბიჭებო ბრძოლაში. ეს ბაქია ბაჭიები მუხლებზე უნდა დააყენოთ!
zaza
12 ნოემბერი 2020 12:39
1
დინამოს სტადიონს რამე გადააფარეთ კიდე ჭაობში უნდა ათამაშოთ ბიჭები? ეს ბუნებაც ეხლა გაჯიუტდა რა ყველა ჩვენს წინააღმდეგ არის. კანკავასი მჯერავს ბიჭებს ისე დაქოქავს თავს შეაკლავენ!!! ვეღარ ვძლებ გულს ბაგა ბუგი გაუდის უხ როგორ არ ვართ სტადიონზე დარწმუნებული ვარ ასეთი ქომაგობა ისტორიას არ ექნებოდა ნანახი!!!! ან გამარჯვება ან მოედანზე დახოცვა!!!!!!
ვატო
12 ნოემბერი 2020 12:32
0
ცრემლი მომდის ამ კომენტარს რომ ვწერ, 91 იანი ვარ, პირველ მსოფლიოს 98 ში ვუყურე და მას შემდეგ ფეხბურთით ვარ მოწამლული, მახსოვს ბავშვობაში ლიგის ჰიმნზე როგორ მაჟრიალებდა და როგორ ვოცნებობდი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ფინალურ ეტაპზე მენახა, მამაჩემის მონაყოლი ყიფიანზე, ჩივაძეზე და დანარჩენ ჩვენს საამაყო ბიჭებზე ჩემთვის ყოველთვის რაღაც წარმოუდგენლად მოჩანდა, იმიტომ რომ ჩემი თვალით არ მინახავს. ბიჭებო დღეს სტადიონზე რომ გახვალთ გახსოვდეთ ვისი გორისა ვართ, თქვენში ქართული გენია და რომ არა ჩვენი ქვეყნის "დალხენილი" ცხოვრება, ჩვენი ნიჭის მქონე ქვეყანა ფეხბურთში დღეს ბევრად წინ უნდა იყოს. რახან ჩვენი თაობა აქამდე მოვედით ზუსტადაც თქვენ ბიჭებო გაარღვევთ ამდენი ხნის გასარღვევ კედელს და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე დიდ ნაბიჯს გადადგავთ, ნაბიჯს რომელსაც შემდეგ უნდა მოყვეს ის წინსვლა, რასაც ჩვენი გენი იმსახურებს. თქვენი იმედი გვაქვს და ვიცით რომ ლომებივით იბრძოლებთ. საქართველოს გაუმარჯოს !!!
gio
12 ნოემბერი 2020 12:02
0
რატომ მიულოცავს ბიჭებს მხოლოდ მაია ცქიტიშვილი? შევარდებიან როგორც ყოველთვის პირველები გასახდელში კალა-კობი და აფერისტულად გადაეხვევიან. ამათ ხომ ეს დღეები გიგზნტური შრომა გასწიეს ნაკრების წარმატებით გამოსვლაში?))))) შოთის და თემურას მეტმა ვერავინ ვერ უნდა გაბედოს მილოცვა, ვეტერანებმაც კი. ყველანი თევზებივით დადუმებულები არიან. ორი სიყტვა მაინც დაწერეთ ბიჭების გასამხნევებლად, თქვე ბედოვლათები. არ გესმით რომ იტორიული დღე და გადამწყვეტი მომენტია ქართულ ფეხბურთში?
დინამოელი - ს
12 ნოემბერი 2020 12:02
1
კარში ხშირად დაარტყით ეს ოხერი ბურთი
რაგბის ფანი
12 ნოემბერი 2020 11:59
1
მე მინდა რომ ხელმოცარულად მაკედონიელები დარჩნენ,მაგრამ ისეთი მოცემულობა ჩამოყალიბდა შანსები ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალა
ლუკა
12 ნოემბერი 2020 11:53
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული