კვეკვესკირი: ცეცხლი გვიკიდია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მოგესალმებით, მადლობა ყველას დადებითი ემოციისათვის. არ დავიწყებ იმის თქმას, რომ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, ისედაც ვიცით, რომ ყველასთვის ოცნების თამაშია, წარმატების მიღწევა ჩვენი თავისთვის, მთელი საქართველოსთვის გვინდა.

რთულია, როცა მეგობარს ოცნების მატჩს კორონავირუსი ჰპარავს, ძნელია ამის გამო აცრემლებული მეგობრის ნახვა.

ვაისის ნაკრების მთავარი პლუსი გუნდურობა და შეკრულობა იყო. გვაკლია ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ოცნებასთან ერთ ნაბიჯში ვართ. მათ გარეშე რთულია,

ბევრი ლაპარაკი
შეგვიძლია, თუმცა მთავარია გულშემატკივარს მოედანზე ვაჩვენოს ეს. შიგნიდან ცეცხლი გვიკიდია, ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება მატჩი.

დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც სახლიდან, სოციალური ქსელებიდან გვიჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჰოლანდია დახატავდა კვეკვესკირს.
თორნიკე
27 იანვარი 2021 22:26
0
რა სად როდის- ის წამყვანმა გიორგი მოსიძემ ძალიან აქო ეს ბიჭი. ინტელექტუალური არისო. ამ ინტელექტს მოედნის ხედვით და თავდადებაში ავლენს.
ჭკვიანია და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
რა უნდა ამას ტობოლში. გაცილებით უკეთეს გუნდს იმსახურებს.
ევროპაზე რო გავალთ შეიძლება გრანდებიც დაინტერესდეს
ვანჩოპე
12 ნოემბერი 2020 09:27
0
ჩვენი ნაკრები საკმაოდ გაიზარდა და ამ დანაკლისსაც გადავიტანთ. მჯერა ბიჭები სულს და გულს დადებენ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ. მჯერა გამარჯვება ჩვენი იქნება.
G.LA
12 ნოემბერი 2020 00:29
0
პირველ რიგში ჩვენი ნაკრებია მაკედონიაზე უკეთესი გუნდი და სწორედ გუნდურობით,ერთმანეთის გატანით და დახმარებით გავიმარჯვებთ,ხვალ.დაანგრიეთ ბიჭებო,საქართველო.ისე დაანგრიეთ,რომ გული სიხარულით,საგულიდან ამოგვივარდეს.გვჯერა,რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ და ხვალ,აუცილებლად გააკეთებთ.
სოსო
11 ნოემბერი 2020 21:06
1
კარში ურტყით ბიჭებოო, თუნდაც ძლიერად არა მაგრამ კარს დაუმიზნეთ ესაა მთავარი და გავა გოლები აუცილებლად. კარშიიიიი.
kkkkk
11 ნოემბერი 2020 21:01
0
გოლის შემდეგ ბურთი არ დაუთმოთ მეტოქეს, ნუ მისცემთ გასაქანს, სული ამოხადეთ, არცერთი გოჯი არ დათმოთ უბრძოლველად კვეკვე, მიდით შემოგევლეთ მე თქვენ, მიდით ბიჭებო, მიდით!!!
ყველას ეხება
11 ნოემბერი 2020 20:40
0
ბრწყინვალედ სთქვა სათქმელი, ღმერთი ჩვენსკენ, გენაცვალეთ ბიჭებო...........................................
სტალინი
11 ნოემბერი 2020 19:52
0
ბოლომდე ითამაშეთ და კარებში დაარტყით ,თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო უნდა მოვიგოთ!
MAXO
11 ნოემბერი 2020 19:48
0
ძალიან მოერიდეთ ყვითელ ბარათებს. ათნი თუ დავრჩით მოედანზე, უეჭველი წავაგებთ. თუ ვინმე მიიღებს ყვითელს, ჯობია ვაისმა დროულად გამოცვალოს. ეს ჯაბასაც ეხება და შენც.
სოსო
11 ნოემბერი 2020 19:15
5
ბრძოლა შეიძლება თუნდაც ავიღოთ მაგალითი უკრაინა ესპანეთი მესამე სასტავით რა ფეხბურთი ეთამაშა ჟინით და მონდომებით ან ლოკოს მაგალითი ავიღოთ მაშინ ქართული სულისკვეთება ჩადო გუნდმა მოდით წარმოვიდგინოთ რომ რუსეთის ნაკრების და მთელი სიბრაზე ჩავაქსოვოთ და ვაჩვენოთ რა შეკრული გუნდი ვართ
Gio
11 ნოემბერი 2020 19:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული