ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
Do not find the problem in you. You were good, we were just bit BETTER...

It is just a game.

Regards from Macedonia
Alexander the Great Macedonian
15 ნოემბერი 2020 00:57
1
საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან 18 ში აუცილებლად ჭირდება ხვიჩა კვარაცხელია ექიმებმა სასწაული უნდა მოახერხონ
ბეღურა
14 ნოემბერი 2020 00:37
6
კი მაგრამ როგორ? ერთი დღე ორად ჩაუთვალონ კარანტინში თუ ვაქცინა მოიგონონ 18 ნოემბრამდე?
დავით 67
15 ნოემბერი 2020 19:59
0
ჩვენ თამაში წავაგეთ თამაშამდე. არ შევუშვით მაყურებელი და "დავაწვინეთ ჯოკერი". არ მივაქციეთ ყურადღება გუნდს. რა იქნებოდა:
* ბიძინა შეხვედროდა ბიჭებს, გაემხნევებინა და რამეს დაპირებოდა (ყველას რაღაცას პირდება ეს კაცი და რა ამათზე გაწყრა)
* პატრიარქს მიეღო, დაელოცა და გაემხნევებინა
* რომელიმე ცენტრალურ ტელევიზიას ვრცელი გადაცემა მიეძღვნა, მაყურებელი ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში ბიჭებთნან.
ეს ყველაფერი 19-25 წლის ბიჭებს დიდ მუხტს მისცემდა, რაც ყველაზე მეტად დაგვაკლდა გუშინ.
მოკლედ ბევრი რამ შეგვეძლო, რომ გვნდომოდა. საქმე იმაშია, რომ ჭიათურის საოლქოს გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ეს თამაში.
პასუხისმგებლობა ეკისრება ამ შედეგზე ყველას, ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, ჟურნალისტებით გაგრძელებული და ხელისუფლებით დამთავრებული.
ლევანი
13 ნოემბერი 2020 19:39
5
აი ასეთი ნაძირალა ხალხით რომ არის სავსე ქვეყანა, უსინდისო, გაუნათლებელი და მედროვე, რა სად და როდის მოხვეჭონ, იმიტომ ვართ ასეთ დღეში. იქედან კალაძე გვმოძღვრავს კიდევ. არ გრცხვენიათ მაინც ?! ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ნამდვილი ქართველისთვის, სიძულვილს კი ვერავინ ვერსად გაექცევა. იყო დრო, კალაძე-კობიაშვილით ვამაყობდით, ახლა კი დამსახურებულად იმკიან ხალხის რისხვას. და კიდევ: ისე არ უნდა მოიქცეს კაცი, რომ შვილებს შერცხვეთ ასეთი მამები რომ ყავთ.
Giorgi
13 ნოემბერი 2020 18:22
3
სამწუხარო რეალობა, ისევ ჩავისვარეთ!!! ოღონდ ეხლა უკვე ჰიმნის შესრულების დროს!!! ვისაც არ სჯერა გადაახვიოს და დააკვირდეს იმათ განწყობას და ჩვენი ბანდის განწყობას ჰიმნის შესრულებისას!!! კობიაშვილი არ ჩაატარო პრესკონფერენცია დაიმალე!!!
@@@
13 ნოემბერი 2020 18:11
3
ყველაზე ცუფი ნაკრებში მაინც ლორიაა,რატომ იძახებენ როცა საუკეთესო მეკარეები გვყავს მაკარიძე მამარდაშვილის სახით,შეკრების მერე ლორია დსცინის ქომაგებს და უდიერად იხსენიებს,ასეთები არ უნდა იყვნენ ნაკრებში
აკადემია საგურამო
13 ნოემბერი 2020 17:44
7
ლორია ყველა პასს ფეხზე ასვამს ბიჭებს. გაუმარჯოს ლორიას და კანკავას. დანარჩენები უმაქნისები (ამ თამაშიდან)
რაგბის ფანი
13 ნოემბერი 2020 18:42
2
ქალბატონმა ცქიტიშვილმა ძალიან დამაჯერებლად გვთხრა, რომ მაყურებლის გარეშე ბიჭები ცუდად არ ითამაშებდნენ... ერთი ადგილი არ გაანძრიეს, რომ ორგანიზებულად და წესების სრული დაცვით თუნდაც სამხედროები დაეშვათ მატჩზე და ამ ფორმით გვერდში დადგომოდნენ ნაკრებს ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ... დარწმუნებული ვარ, გაცილებით სხვა თამაშსს ვნახავდით
ირაკლი
13 ნოემბერი 2020 16:29
0
ერთი კი ნაღდია არმჯერა რომ ეს თამაში წავაგეთ და კიდევ ველოდები ამ თამაშს ნუ მეტყვით ნურავინ რომ მორჩა თამაში არ დაწეროთ ეგეთი რამე
Gio
13 ნოემბერი 2020 16:00
2
ღრუბელ ღრუბელ დაფრინავდით და ჰოპლა ჰოპლას გაიძახოდით,ვინც გადახტა და მოიგო იმან მართლა დაძახა ჰოპლა დაგავიდა ევროპის ჩემპიონატზე,მივულოცოდ.
gogia
13 ნოემბერი 2020 15:57
2
გულშემატკივარმა იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე შეეძლო. მხოლოდ დახვედრის გამო უნდა მოეგოთ. ესეთი დახვედრა ნებისმიერ ქვეყანას და გუნდს შეშურდებოდა. ამას ვიძახი თამამად და ყველანაირი გადამეტების გარეშე
1-0
13 ნოემბერი 2020 15:56
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული