ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუშინ, 12 ნოემბერს განცდილ მარცხს გამოეხმაურა.
"რამდენსაც გუშინდელი წაგება გაგიხარდათ, დღეს რაღაც რომ გეთქვათ... თქვენი არასწორი...
გული მარტო იმის გაფიქრებით მტკივა, თუ რა დღეში არიან ბიჭები...
ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რასაც ბევრი არ ელოდება ან არ უნდა..."- დაწერა ლევანმა.
ლევან მჭედლიძე, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო გოლი შოტლანდიას 17 წლის ასაკში გაუტანა, ახლა უგუნდოდაა და ვერც ეროვნულ გუნდს ეხმარება...
რო არ გაუხარდათ და რო ეწყინათ მაგიტომ აქვთ ესეთი რეაქცია.
მუხრანს აქვს გენიალური ლექსი
"კაცი ხარ მაშინ,
თავზე ქუდის მაშინ ხარ ღირსი,
როდესაც იცი,
ზედმიწევნით როდესაც იცი:
რა არ უნდა თქვა,
რა უნდა თქვა,
როგორ უნდა თქვა,
სად არ უნდა თქვა,
სად უნდა თქვა,
რატომ უნდა თქვა."
ვის გაუხარდა, რა ელანდება ზოგიერთს. შეუძლებელია ნახო კაცი ვისაც მაკედონიასთან წაგება გაუხარდა. დარწმუნებული ვარ იგივე ჯაბა კანკავა არ დაწერდა და არ იკადრებდა ასეთ რამეს. რაც ფეხბურთელები არიან ზოგნი ის აზროვნება აქვთ რა