"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი
გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს," - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ მაკედონიასთან ფინალური მატჩი 0:1 წააგო და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო.


მკითხველის კომენტარები / 41 /
თავის მართტლებით ვერაფერს მიაღწევთ.მაკედონიას ვინ ბალეჩიკობდა.კაი რა ფეხბურთი არ იცით ისაა სწორი შეფასება
Exxx
14 ნოემბერი 2020 16:22
1
ჭᲘაბრიშვილის დანიშვნაზე მწვრთნელად რა აზრის ხართ?
buxrika
14 ნოემბერი 2020 15:58
15
შენ გაგიმარჯოს, გულიანო ქართველო! ერთ-ერთი იშვიათი მათგანი ხარ, ვინც 2 დღის წინ ლომივით იბრძოდი მაგრამ სამწუხაროდ, ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს წაგება მხოლოდ 10%-ითაა ფეხბურთელების ბრალი, რადგან მთავარი დამნაშავეები არიან:
მთავრობა (ვინც ქომაგებს დასწრება აგვიკრძალეს და ბიჭებს ძალა მოაკლეს), კალაძე/კობიაშვილი (არ იშუამდგომლეს, ფეხებზე დაგვიკიდეს და თვითონ წამოიჭიმნენ ლოჟაში) და ვაისი, რომელმაც შეგნებულად და უკვე მერამდენედ არ გააკეთა შეცვლები ბოლო წუთებამდე. ჰო, კიდევ ერთი, ლამის უმთავრესი ფაქტორი - კვარას და შენგელიას ძალზედ საეჭვო კოვიდინფიცირების თემა,რაც ნაღდად გამოსაძიებელია!
fani
14 ნოემბერი 2020 15:57
1
მარტო გულიანი ქართველობა არ ყოფნის საქმეს ჩემო მეგობარო, კლასი არ ყოფნით სამწუხაროდ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
14 ნოემბერი 2020 22:02
0
12თში შენ სავით რომ ეთამაშა გუნდს ესე უჯიგროდ არ წავაგებდით.ყველას კარგად მოგეხსენებიდათ რა მნიშვნელობა ქონდა თამაშს.რისი ფეხბურთელი და გუნდი ზართ თუ ზეწოლას და ემოციას ვერ გაუძელით.37წლის კაცმა გადაგირბინათ და თავი მოგჭრათ საქვეყნოდ.19 წლის ბიჭებმა მოგიყვანათ მაქამდე და ერთი თამაში ვერ ჩაატარეთ მათ უმისოდ რომ ცამდე გაგეხარებინათ.ერი გაგემთლიანებიათ.ანდა კაპიტანი ვიცე კაპიტანი რას აკეთებს მაგ დროს შეხვეწნოდით მაგ დედა აფეთქებულ ვალდიას ცვლილება გაეკეთებინა.დეროსი იტალიას გოლი რომ ჭირდებოდა მწვრთნელს კინაღამ ხელით შეეხო გამტანი შეიყვანემე იქ რამიდაო.დრო არ ითმენს ხვალვე უნდა გააკეთოთ თქვენ თავში რეაბილიტაცია.თან არ დაგავიწყდაეთ 1-0მოგება არ გეყოფათ 3ბურთით მეტიუნდა გაიტანოთ
თემური
14 ნოემბერი 2020 15:46
0
ეჰ მეგობარო რა სამი გოლი ვინააა გამტანი
გიორგი კაჭკაჭიშვილი
14 ნოემბერი 2020 21:59
1
ნიკა,ვაისს ყველაფერი რომ დავაბრალოთ,იმას მაინც ვერ დავუკარგავთ,რომ მეგობრული კოლექტივი ჩამოაყალიბა.ის წავა,თქვენ კი დარჩებით და ეს მეგობრობა,შეკრულობა უნდა შეინარჩუნოთ.იმდის გაცუებით,ხალხი გამწარდა,მართალია, მაგრამ თავი რომ არავის დაგიზოგიათ,ჩვენც და ღმერთიც ხომ ხედავს.ერთი,თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წაგებით,ცხოვრება არ მთავრდება და უკვე ხვალ,ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის,მერე კი,კიდევ ერთი.აუცილებლად მოაგებია ეგ თამაშები,თანაც მაკედონიელებზე სამით მეტი ბურთი გვაქვს გასატანი.ასე რომ თავზე ნაცრის წაყრისათვის დრო არა გაქვთ.შეუძახეთ თქვენ თავებს,ერთმანეთს,ვაისსაც,მასაც ხომ ასევე გაუცრუვდა იმედები.გამოფხიზლდით და ითამაშეთ ისე,რომ ეს მეორე იმედიც არ გაგვიქარწყლდეს.გამარჯვებას,კარგ თამაშს,სასურველ შედეგს და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს გისურვებთ მთელ გუნდს.
სოსო
14 ნოემბერი 2020 14:41
6
ერთადერთი კაცი რომელმაც 12ში ფეხბურთი ითამაშა ❤️
ოთარი
14 ნოემბერი 2020 14:36
8
shen jobia dartymaze ivarjisho
badura
14 ნოემბერი 2020 14:26
8
ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც იგივეს გავიმეორებ, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი აზრი. სანამ ნაკრებში ითამაშებენ ლორია, კვერკველია, კანკავა, კაშია, ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი, და მათ მაგივრად არ მოვა ახალი სახეები, რომლებიც საბედნიეროდ გვყავს, სანამ ფედერაციაში არ მოვა ახალი ხალხი, ახალი მწვრთნელით, რომლებიც პროფესიონალურად მიუდგებიან საქმეს და დამსახურების მიხედვით შეარჩევენ ხალხს, მანამდე სულ ასე წავაგებთ გადამწყვეტ მატჩებს. რა უნდა კვერკველიას და ოქრიაშვილს ნაკრებში ხალხო რა, იმ ნაკრებში, რომლებმაც ევროპის უპირველეს ფორუმზე უნდა მიიღოს მონაწილეობა. დედოვშინაა ნაკრებში. ეს ნაკრები არაა. მიიყვანეთ ახალგაზრდები, და დადებთ შედეგს, რას ტანჯავთ ამ ხალხს, როდემდე?
vaso
14 ნოემბერი 2020 14:22
19
ისე ამბობ თითქოს ვინმე გვყავდეს მაგათი შემცვლელი
კვარა
14 ნოემბერი 2020 15:03
5
შენს კაცობას გაუმარჯოს ძმაო!
ფინალი ისეთი თამაშია სადაც ყველაფერი ხდება და უფიდესი გუნდები დამარცხებულან სუსტებთან. მართალი ხარ - ნაღდად გამაყრუებელი სიჩუმე იყო უმაყურებლოდ და ამან ყველაზე მეტად თქვენ დაგარტყათ ყველაზე მტკივნეულად.
პავლე
14 ნოემბერი 2020 14:00
3
ნიკა ყველამ დავინახეთ თავი არ დაგიზოგავს! გერმანიამ ორი მსოფლიო ომი წააგო ზედიზედ და სწრაფად დაიბრუნა პირველობა ევროპაში ეკონომიკაშიც და სპორტშიც! მოვა ჩვენს ბაღშიც გაზაფხული!!!
ლეო
14 ნოემბერი 2020 13:50
3
შენს პათოსს ვენაცვალე ქართველო!
h
14 ნოემბერი 2020 14:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული