"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი
გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს," - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ მაკედონიასთან ფინალური მატჩი 0:1 წააგო და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო.


მკითხველის კომენტარები / 41 /
არ მგონია ამ კომენტარს ნიკა კითხულობდეს, მაინც უნდა დავწერო. მაკედონიასთან მართლა საუკეთესო იყო, მაგრამ გუშინ რას გავდა მისი თამაში, გოლის მომენტში სომეხ ფეხბურთელს უბრალოდ მოყვებოდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ძალით თამაშობდა. არ შეიძლება ასე, უნდა შეეძლოს ფეხბურთელს ყოველი თამაშის წინ მოტივაციის შექმნა, რაც არ უნდა რთული მდგომარეობა იყოს.
გუგა
15:03 16-11-2020
0
თუ ვინმემ ითამაშა მაკედონიასთან ეს ნიკა კვეკვესკირი იყო.
ნიკა რეალურად გუნდის ხერხემალია.
ნიკა აუცილებლად უნდა იყოს საართველოს მომავლის გუნდში.
კოტე
10:53 15-11-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული