"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი
გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს," - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ მაკედონიასთან ფინალური მატჩი 0:1 წააგო და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო.


მკითხველის კომენტარები / 41 /
ჩვენ ერთი მატჩი წავაგეთ მაგრამ ომი არ წაგვიგია ცხოვრება გრძელდებაა წინ ორი მატჩია რომლშიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ ერთი წაგებით არფერი იცვლება კვლავ მიზანი ერთია მსფლიოზე და ევროპაზე გასვლა და ამ მიზნისკენ თითვეული თქვენთაგანი რომლებიც ნაკრებში თამშობთ და არ თამაშობთ ამსთვის უფრო დიდი შრომა უნდა გაწიოთ რადგან უკვე იცით მარცხის ფასიი ახლა დროა გამრჯვების გემოც გავიგოთ არასოდეს არ დახაროთ თავი რადგან აქმდე მოხვედით შედეგიც მალე იქნება არ მოსმინოთ ადმიანებს რომლებიც ამბობენ რო აზრი არ აქვს მაინც წავაგებთ ბრძოლას ყოვლთვის აქვს აზრი ეს ჩვენ ისტორიაში ბევჯერ დაგვიმტკცებიაა და კიდევ გვქნება შანსი რომ დავმტკიცოთ ღირესული ადამიანები იყავით და შემდეგ ღირესული ფეხბურთელებიც გახდებით წარმატებებიი არ დანებდეთ ჩვენთვისაც დიდი ტკვილიაა მაგრამ თქვენი თითოეული თამაშის მოგებააა არაქვს მნიშვლელობაა ამხანგური იქნება თუ ოფცალური ჩვენ მაინც გვხარია გააგრძელეთ სიხრულის მონჭება და ყვლფერი გამოვაა არ დახაროთ თავიი მინდა უფრო ძლიერებიი დაგინახოთ შემდეგ მატჩებში და ამყები რევანში დროც დადგებააა დაე დაამტკიცეთ რომ მატძე უკეტესები და ღირსეულები ხართ წარმატებები ბიჭებო
giorgi
14 ნოემბერი 2020 13:47
3
ზედმეტი ხმოვნების დაწერა არ გეზარება?
ვვვ
14 ნოემბერი 2020 14:28
2
ფსიქოლოგიურ წნეხს ნუ აბრალებთ წაგებას, არ გაწყენდათ თვითკრიტიკა, უნდა აღიაროთ რომ არ გქოფნით კლასი, ვარჯიში და გეთქვა მეტს ვივარჯიშებთ , ფიზიკაში და სხარტი აზროვნების უნარებშიო,დარტყმა რომ არ იცით ესეც ფსიქოლოგიური წნეხის ბრალია? ზოგირთს შეხსენება ჭირდება რომ ფეხბურთელია....იმედი ღმერთმა არ მოგვიშალოს, ჰა ბურთი და მოედანი-2 თამაშია დარჩენილი და ვნახოთ რეაბილიტაციის რა უნარებს გამოამჟღავნებთ, რამდენ გოლს შეაგდებთ? შეგახსენებთ კარებში დარტყმაა საჭირო...37წ პანდევმა მოგიგოდ...
გუსანი
14 ნოემბერი 2020 13:47
3
ხოდა გადით ეხლა სომხეთთან და მოუგეთ 5:0
DAVE
14 ნოემბერი 2020 13:46
1
წარმატებები ნიკა! მართლაც სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა მე პირადად მჯერა თქვენი და ვიმედოვნებ, რომ სულ ახლო მომავალში ავიხდენთ დიდი ხნის ოცნებას, რასაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია!
ირაკლი
14 ნოემბერი 2020 13:33
4
ეხ ნიკა შენი შეცდომა ის იყო, რომ ხელფასს გამოეკიდე და ყაზახეთში წადი(ასტანა, რომ ყოფილიყო კიდე ჰო), გაცილებით მაღალ დონეზე შეგეძლო თამაში.
jjj
14 ნოემბერი 2020 13:31
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული