კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ან ეხლა უნდა გავერთიანდეთ ,ან მე მოქალაქოებას შევიცვლი და მერე არავისგან არ მივიღებ პრეტენზიას,ყველაზე უფრო ნაკლებად აქ პირველ რიგში გულშემატკივარს ვადანაშაულებ და მერე ფეხბურთელევს.ჩვენ აქ ვინც ვართ დავწეროთ რომ მზად ვართ ამ გამყიდველების წინააღმდეგ!არცერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ ვარ დედას ფიცავარ! და არც ვყოფილვარ,უვრალოდ რაც ყველაზე ძალიან ნიყვარს იმას მართმევენ ,მომეხნართეთ! მე თავს შევწირავ თქვენთან ერთად!
თეოფა
15 ნოემბერი 2020 23:05
1
უთავმოყვარეო თაობა!!!!!!!!!
გიორგი
15 ნოემბერი 2020 23:05
0
აჰაა!! ამათ რა უძლიერესი შიდა საფეხბურთო ლიგა აქვთ რომ მოგვიგეს?!!!...
buba
15 ნოემბერი 2020 23:05
0
უვარგისებისგან შემდგარი ნახირი. რა აზრი აქვს კომენტარს, შერცხვებათ???? არა კუჭიც არ აეშლებათ...............
სტალინი
15 ნოემბერი 2020 23:04
0
სირცხვილია!! კობიაშვილი ადექი და წადიი!! დარჩი კაცად ნუ ჩაებღაუჭები სკამსს!! აიღე პასუხისმგებლობაა!!!
სანართლიანი შაქრო
15 ნოემბერი 2020 23:04
0
რაც ვაისია ის არის კანკავა. ხო კიდევ გვილია არ დაგეკარგოთ არსად. ერთი ფეხფურთელი ვინც თამაშობდა საბა ლობჟანიძე იყო და ისეც გაიყვანა შემთხვევით რამე არ მოიფიქროს და არ მოგვაგებინოს იფიქრა. ძონძმა ვაისმა. ფუ.
პაატა
15 ნოემბერი 2020 23:04
0
მაზაფაქაააა
გიორგი გორგაძე
15 ნოემბერი 2020 23:04
0
ვაისს გართულება აქვს ამ სომხეთის ნაკრებთან. არასდროს არ მოუგია)
Sportala
15 ნოემბერი 2020 23:04
1
Vai chveni codva
Nukri
15 ნოემბერი 2020 23:03
0
თქვენ მოგიტყანთ გულღვიძლი
lechxumeli
15 ნოემბერი 2020 23:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული