კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
შაბაშ ბიჭებო!დამთავრდა თქვენი წვალება!სამი დღის შემდეგ,კაცი აღარ მოგიკითხავთ,რა ქნესო.ისტორია ახლა უკვე სომხეთის ნაკრებს დააწერინეთ.ისიც გაცხადდა,რომ არაფერი გვესაქმებოდა ევროპის ჩემპიონატზე.რაც ჩვენმა ფხბურთელებმა სოხებს გაუკეთეს ბრწყინვალე პასები შეტევაში წასასვლელად,იმის ნახევარი ჩვენი თავდამსხმელებისთვის რომ მიეცათ,ალბათ გავიმარჯვებდით კიდეც,მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი შემტევები საჯარიმოში ისე ეფარებოდნენ მცველებს,მოსწავლეებმა გაკვეთილი რომ არ იციან და წინმჯდომს ეფარებიან მასწავლებელმა არ დაგვინახოსო.აღმოჩნდა,რომ კაცი არა გვყავს,ვინც ლიდერობას აიღებს და კარში დარტყმას გაბედავს.ძალიან სუსტი იყო წინა თამაშში ყაზაიშვილი,მაგრამ ვაისმა ეტყობა მაგის გულისთვის დატოვა მოედანზე რომ იცოდა,სხვები კარში დარტყმას ვერ გაბედავდნენ.არც დაწრებაზე თამაშის მცდელობა,არც შორიდან დარტყმა.ყველა იმალებოდა და სხვისგან ელოდა კარში დარტყმას.ეს სტრესის შედეგი კი არა,რა გაეკეთებინათ ,იმისი არცოდნა იყო.როცა ბურთი ჩვენ საჯარიმოსკენ მოდიოდა,ყველა სომეხი შემტევი თავისუფალ სივრცეს ეძებდა და ძალიან ადვილადაც პოულობდა.ჩვენ კი პირიქით ვაკეთებდით და შედეგიც შესაბამისია.აღმოჩნდა,რომ მაკედონიასტან მარცხი შემთხვევითი კი არა,კანონზომიერი იყო.ამ ნაკრებს არა აქვს დამუშავებული არც შეტევაზე გადასვლის ტაქტიკა,არა აქვთ საკმარისი ტექნიკა(ბოლო ორ თამაშში,მგონი სამჯერ სცადეს მაკრატელას დარტყმა და ყოველ ჯერზე ფეხი ააცილეს ბურთს),არა აქვთ არც ერთი სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების ვარიანტი და უკვე რამდენი წელია,აუტის შემოტანასაც კი ვერ ვახერხებთ და ბურთს ვკარგავთ.ლობჯანიძე და ლობჟანიძე,ორივე საკმაოდ მომეწონა,საკმაოდ აქტიურები იყვნენ,მაგრამ ვერა ლიდერები.ყოველ შემთხვევაში თავდასხმის ცენტრში,კაჭარავას და ქვილითაიას,მგონი ეს კაცი სჯობია.სისწრაფე მაინც აქვს და ცოტა რომ გათამამდება,შეიძლება მისი იმედი ვიქონიოთ.აქაც გამოჩნდა,რომ ბოლო 15 წუთში,არაფრის მაქნისები აღარ ვართ და ტყუილად არ დავკარგეთ ქულები ბოლო წუთებზე.ჰო,კიდევ,დამატებითი დრო,ჩვენი შესრულებით,სუფთა ანეგდოტი იყო.დაიწყო იმით,რომ წინაასწარ დაწოლილ მცველს,ბურთითმიმავალი გრიგალავა ზედ გადააწყდა და გადააწვა,მერე კი საჯარიმის წინა ხაზთან მდგომი მიქელთაძე მშვიდად უყურებდა,როგორ მიგორავდა ბურთი საჯარიმოს სიღრმეში და მის მოსაგერიებლად მცველი ემზადებოდა.მხოლოდ მაშინღა გატოკდა,დარტყ,ული ბურთი თავში რომ მოარტყა მცველმა და წააქცია.ჩვენ კარში დარტყმული ჯარიმაც ძალიან სახასიათო იყო,კედელი რომ გაიშალა და ბურთი ქვეშ გაატარა.საბედნიეროდ ბურთი კარს ასცდა.ოქრიაშვილი რომ ყოფილიყო,შესაძლოა ის გასძღოლოდა გუნდს,თუმცა მთელ თამაშს ვერც ის გაუძლებდა.ერთი სიტყვით კვარაცხელიას,ჩაკვეტაძის და ანანიძის დაბრუნებაზე უნდა ვილოცოთ,თუ რაიმეს იმედი გვინდა გვქონდეს,შენგელია და კიტეიშვილიც ალბათ გააძლიერებს ნაკრებს.მწვრთნელი გვინდა კიდევ,სწორ თამაშს და სტანდარტულების გათამაშებას მაინც რომ ასწავლის გუნდს,შეტევაში.მეგობრული გუნდი კარგია,მაგრამ რაღაცაც უნდა შეეძლოს,ან იცოდეს.ამათ არ იციან და რაც შეუძლიათ,იმას აკეთებენ
სოსო
15 ნოემბერი 2020 23:39
0
სოსო ბოდიში ძმაო, მაგრამ კი გიღირს ამდენი გარჯა ? ბურთის ფორმა არ უნახავს ამ ხალხს, ჯგუფურად გროვდებოდნენ დაცვაში და შეტევაში. ზუსტად ეგრე გაუშვეს გოლი აქაც და მაკედონიასთანაც. მაგას ნახირის მეტი არავინ აკეთებს. მერე გამოვა შოთი ან ძოძუ და წავა დისკუსია მართლა ტფუ!
: )))))))
15 ნოემბერი 2020 23:56
1
100%
დათო
15 ნოემბერი 2020 23:44
0
მალადეც, კობიაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობა ეკუთვნის.
..
15 ნოემბერი 2020 23:38
3
ნეტავ იმ ადამიანების თავებში ჩამახედა ვინც 2 დღის წინ ვაისს მისცა ხმა ზუსტად ამ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში, 19 წლის ბავშვებმა რომ გაუმართლეს და ფინალში მოვხვდით, 5 წელიწადში 1 ნორმალური კომბინაცია და დამუშავებული სტანდარტი გამახსენეთ! ჟურნალისტებმა თურმე პრესკონფერენცია დატოვეს მაკედონიის შემდეგ, თქვენი ბრალია, 5 წლის განმავლობაში ხო მშვენივრად ცხოვრობდით და არცერთი კითხვა არც ვაისს და არც ფედერაციაში კალაძის ბანდას! 1995 წელს ქვემოთ დაბდებულებიდან აღარავინ ნაკრებში თავისი წაგებული მენტალიტეტით, არცერთი სკამის მხეხავი ფეხბურთელი, სულ რომ რეალის და ბარსას სკამს ხეხავდეს, პაპუნაშვილები და ესეთები! არცერთი თეთრი დაფინანსება გუნდებს ჩვენი ჯიბეებიდან, თუნდაც 2 გუნდი დარჩენილა, დაფინანსება სტადიონებს და ბაზებს ყველა რაიონში(არა მუმუს თუ გერასიმეს საძმაკაცოს აგებულს), უფასო ბავშვთა ფეხბურთს თავისი ეკიპირებით, უცხოელ ბავშვთა მწვრთნელებს. კობი, წადი ბიძია შენი ბანდით და მეცოცხე მელიას ეპაექრე, ისაა შენი კაცობის საზომი და თანასწორი, ჩვენ და ბიუჯეტის ფულს დაანებე თავი!
llcl
15 ნოემბერი 2020 23:38
3
რომ შეგაგინებენ , არ უნდა გეწყინოთ. ვაისი საერთოდ არ არის შუაში. თქვენ ფეხბურთის გაგებაში არა ხართ. წადით საძმოებში - კვიპროსზე, აშშ-ში, რუსეთში და იგუგუნეთ. თქვენ ერთი სახელი გქვიათ - სირცხვილი. ანდორის, ფარერების და გიბრალტარის დონე. ძალიან კარგი, რომ გულშემატკივარი არ ესწრებოდა. წარმომიდგენია, რამდენს მიაყენეთ ტრავმა
: )))))))
15 ნოემბერი 2020 23:36
2
ამათ ხელში არც მოგება გინდოდეთ ხალხო და არც სიხარული. ერთადერთი მაკედონიასთან თამაში გვიხაროდა ყველას ერთად რაღაც პოზიტიური გამოჩნდა ქვეყანაში და ეგეც ჩაგვაშხამეს, არ დაგვასწრეს თამაშს და სამაგიეროდ თვითონ იყვნენ. ისინი ვისაც გაჭირვებული ერი ბევრი მილიონით აფინანსებს. თამაშზე ხო საერთოდ უკომენტაროდ... ფეხბურთი შეგზიზღდებოდა ადამიანს ორი თამაშში. ერთადერთი სიხარული მოგვიკლეს. დღეს სომხეთი უფრო მოტივირებული იყო, ვიდრე ჩვენ ამ ორ თამაშში ერთად. არაფერი განსაკუთრებული ნაკრები არ იყო არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ პროფესიონალიზმი გათავდადება გამოამჟღავნეს. მორჩა, ამათ გამო წერაც არ ღირს
haaland
15 ნოემბერი 2020 23:36
3
გვილია, ნავალოვსკი, ჯიღაური, კანკავა-ეს პირველი გოლის დამნასავეები. ლობჟანიზე და აბუ , გეთამაშებიათ
leo
15 ნოემბერი 2020 23:36
0
ეხლა ვისი ბრალია ბატონო მუჯირო? ნამუსი რო გქონდეთ მთელი ფედერაცია გადამდგარი უნდა იყოთ უკვე
Tb
15 ნოემბერი 2020 23:36
0
Tb არა, შიბლა :)))
Dato
15 ნოემბერი 2020 23:41
15
საცოდავო საქართველო საით მიგაქანებენ ეს ვაი მებრძოლი ფეხბურთელები ეს რა არის რას ნიშნავს ძალიან ცუდად ვარ...... მადლობა ბიჭებო რომ რეალობაში დამაბრუნეთ
ვაიიიიიიი
15 ნოემბერი 2020 23:35
0
ეხლა რა დავაბრალოთ ვაისს? სწრაფი შეცვლები რატო გააკეთა თუ ყენია და ჯანო რატო არ გამოიძახა? არა რასამბობ გეთაყვა, ისეთი ფეხბურთელი გვყავს ვარსკვლავებს წყვეტენ და მწვრთნელი არ გვივარგა.
Semi
15 ნოემბერი 2020 23:35
7
რა იმედი მქონდა რომ ნელ-ნელა გუნდი ჩამოყალიბდა. მაგრამ რაც ბოლო ორ თამაშში ვნახე, ეს ყველაფერი ილუზია ყოფილა. საქართველოს დღევანდელი ნაკრები არის ორი ფეხბურთელის გუნდი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. უბედურება ის არის რომ ეს წლები ტყუილი ილუზიებით ვცხორობდით. თავიდან ბოლომდეა გუნდი ასაწყობი. ან ამ ვაისს რატომ არავინ არ ეუბნება რომ სომხეთთან თამაში არ არის რიგითი თამაში. ამ გუნდთან ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება გვქონდა. უნდა დაეყენებინა ამ ეტაპზე მაქსიმალურად ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა. პ.ს. ამ მოედანს ვინ რწყავს სტადიონზე? ეს რა უბედურობაა?! ამ ჩვენს ბედოვლათებს კიდევ მინდორზე სერიალი აკლდა. რომელი ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები ჩვენა გვყავს.
ალეკო
15 ნოემბერი 2020 23:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული